მოიძებნა 669201 ჩანაწერი
170941.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ყელზე ხელი არ გაუშვია და სახეში სულ ერთხელ, მაგრამ ძლიერად ჩააზილა მუშტი.
Still clenching his throat, he hit him in the face, just once, but very hard, with a closed fist.
170942.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მერე მათერთან მიბრუნდა და სათვალის მოძებნაში დაეხმარა, ცალი ლინზა გაბზარულიყო.
Then he went back to help Mather find his glasses, one lens of which was cracked.
170943.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გზა განაგრძეს და ფილაქანზე ჩაცუცქული უცნობი უკან მოიტოვეს, ორივე ხელი სახეზე რომ აეფარებინა, მეგობარი გოგონა კი თავს დასტრიალებდა.
They walked on, leaving the stranger sitting on the pavement, both hands covering his face, while his girlfriend fussed over him.
170944.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ედუარდმა საღამოს იგრძნო, ჰაროლდ მათერს მადლიერება რომ არ გამოუხატავს.
It took Edward some while into the evening to become aware of Harold Mather’s lack of gratitude.
170945.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მომხდარი ამბავი პაბში მეგობრებისთვის არ გაუზიარებიათ, არც მათერს გაურჩევია ედუარდთან.
In the pub neither man told their friends the story, and afterward Mather never spoke to Edward.
170946.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
საყვედური გულს დაუმშვიდებდა.
Rebuke would have been a relief.
170947.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მათერი დიდი აყალმაყალის გარეშე ჩამოშორდა.
Without making any great show of it, Mather withdrew from him.
170948.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მართალია, საერთო მეგობრებთან ერთმანეთს ხშირად ხედავდნენ, მაგრამ ბიჭი ედუარდისგან თავს შორს იჭერდა; ძველებური მეგობრობა ვერ აღადგინეს.
Though they saw each other in company of common friends, and he was never obviously distant toward Edward, the friendship was never the same.
170949.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ედუარდი ჭკუიდან გადადიოდა იმის წარმოდგენაზე, მათერს ჩემი საქციელი არ მოეწონაო, მაგრამ სიმამაცე არ ეყო, გამოლაპარაკებოდა.
Edward was in agonies when he considered that Mather was actually repelled by his behavior, but he did not have the courage to raise the subject.
170950.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ქუჩის გარჩევები პოეზიასა და ირონიას, ბიბოპსა თუ ისტორიის შესწავლას არ უხდებოდა.
Street fighting did not go with poetry and irony, bebop or history.
170951.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
უგემოვნობა გამოავლინა.
He was guilty of a lapse of taste.
170952.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ყველა მამაკაცის საინტერესო გასართობი ახლა ვულგარულობად ეჩვენა.
What he believed was an interesting quirk for every man, turned out to be a vulgarity.
170953.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
სოფლელი ბიჭი იყო, პროვინციელი იდიოტი, რომელსაც სჯეროდა, მუშტების ქნევით მეგობარს გავაკვირვებო.
He was a country boy, a provincial idiot who thought a bare-knuckle swipe could impress a friend.
170954.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
გულისამრევი აღმოჩენა იყო.
It was a mortifying reappraisal.
170955.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელ ნიშნულს მიადგა.
He was making one of the advances typical of early adulthood.
170956.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მას შემდეგ ედუარდს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.
Since then, Edward had stayed out of fights.
170957.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თუმცა, ქორწინების პირველ ღამეს თავს არ ენდობოდა.
But on his wedding night, he did not trust himself.
170958.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ფლორენსის გვერდით იჯდა, ხელი გოგონას კაბის ქვეშ ჰქონდა შეცურებული და ბარძაყზე წუთ-ნახევრის განმავლობაში ეფერებოდა.
He had been sitting beside Florence, with his hand under her dress, stroking her thigh for more than a minute and a half.
170959.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
მტკივნეული წყურვილი ახრჩობდა და შეეშინდა, ველური მოუთმენლობის გამო საზარელი სიტყვები არ წამომცდეს, ან ისეთი არაფერი ჩავიდინო, თორემ საღამო წამში დასრულდებაო.
His painful craving was building intolerably, and he was frightened by his own savage impatience and the furious words or actions it might provoke, and so end the evening.
170960.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ფლორენსი უყვარდა, მაგრამ უნდოდა შეენჯღრია, მუსიკოსის გაყინული თავდაჭერილობიდან გამოეყვანა, მოეცილებინა ჩრდილოეთ ოქსფორდის ზნე-ჩვეულებები და ეთქვა: ყველაფერი მარტივადაა.
He loved Florence, but he wanted to shake her awake, or slap her out of her straight-backed music-stand poise, her North Oxford proprieties, and make her see how really simple it was.