მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171201.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ცდილობდა, თითოეულ სიმღერაზე რაღაც კარგი ეთქვა, მაგრამ სულ ამას იმეორებდა: „მხნე“, „მხიარული“, „გულით შესრულებული“...
She tried to find something good to say about each song, but she used words like "bouncy" or "merry" or "heartfelt"...
171202.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ბიჭმა კარგად იცოდა, გოგონას რა კეთილი გული ჰქონდა.
She knew she was simply being kind.
171203.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ბოლოს უთხრა, უბრალოდ, როკ-ენ-როლი არ გესმის და შეგიძლია, აღარ გააგრძელოო;
Finally he said that she did not really get rock and roll and there was no reason why she should continue to try;
171204.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ფლორენსმა კი უპასუხა, დასარტყამ ინსტრუმენტებს ვერ ვიტანო.
Florence said that what she could not stand was the drumming.
171205.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
მეტრონომს რატომ არ ხმარობენ?
why they do not get a metronome?
171206.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ენისმორ-კვარტეტს დრამერი ხომ არ დასჭირდება?
What if the Ennismore Quartet took on a drummer?
171207.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ედუარდმა გოგონას აკოცა და უთხრა, დასავლეთ ცივილიზაციის ყველაზე უგემოვნო წარმომადგენელი ხარო.
Edward kissed her and told her she was the squarest person in all of Western civilization.
171208.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
„მაგრამ მაინც გიყვარვარ“, – თქვა ფლორენსმა.
"But you still love me", she Florence.
171209.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ამიტომ მიყვარხარ.
Therefore I love you.
171210.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
აგვისტოს დასაწყისში ტერვილ ჰითელი მეზობელი ლოგინად ჩავარდა და ედუარდს დროებითი სამსახური შესთავაზეს ტერვილის კრიკეტის კლუბში.
In early August, when a Turville Heath neighbor fell ill, Edward was offered a job on a temporary basis at the Turville cricket club.
171211.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
კვირაში თორმეტი საათი უნდა ემუშავა; დროს თავად ანაწილებდა.
He was to put in twelve hours a week, and he could manage the time.
171212.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
მოსწონდა სახლში მამაზე ადრე გაღვიძება და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ლიმონის ორღობეში სეირნობა, თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი იყო.
He liked to leave the home in the early morning, before even his father was awake, and saunter through the noise of birdsong down the lime-tree avenue to the grounds as if he owned the place.
171213.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
პირველივე კვირას ადგილობრივი შეჯიბრება დაგეგმა.
During his first week he planed the local derby, the big game against Stonor.
171214.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ბალახი გაკრიჭა, ამუშავა გზის სატკეპნი და ჰემბლდონიდან ჩასულ დურგალს ახალი შედეგების დაფის შეღებვაში წაეხმარა.
He cut the grass, hauled the roller and helped a carpenter who came up from Hambleden to paint a new sightscreen.
171215.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
რა თქმა უნდა, ფლორენსის ნახვა უნდოდა.
Of course he longed to see Florence.
171216.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
იფიქრა, შეხვედრისთვის ორივე უნდა შევამზადოო, თუმცა ეს არ დასჭირდა: ერთ პარასკევ დღეს, მოედნიდან გამოსული ჩრდილში მდგარ ფლორენსს გადაეყარა.
He thought he needed time to prepare both for the meeting, but as it turned out, it was not necessary; crossing the grounds one hot early Friday afternoon, he found Florence waiting in the shadow.
171217.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
გოგონამ მისი სამუშაო საათები იცოდა, ჰენლიდან სტონორ ველიმდე ადრეულ მატარებელს მოახტა.
She knew his hours, and had taken an early train and walked from Henley toward the Stonor Valley.
171218.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ნახევარი საათის განმავლობაში შორიდან გიყურებდი, ხაზებს როგორ ასწორებდიო, აღნიშნა გოგონამ.
For half an hour she had been watching him as he marked out the far boundary.
171219.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ედუარდს მცენარეების სახელების ცოდნით თავი მოჰქონდა.
Edward showed off his knowledge of plants names.
171220.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
მხოლოდ ერთი ყვავილი მოწყვიტეს.
They picked just one flower.