მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171261.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
როგორ არ ეცოდინებოდა?!
how could she not know?
171262.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა.
She had deceived him all this time.
171263.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ქმარი მოუნდა.
She wanted a husband.
171264.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ედუარდი არ ჰყვარებია.
She did not love Edward.
171265.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
არ არის მარტივი, ფეხშიშველმა და საცვლების ამარამ მტკივნეული ჭეშმარიტება განსაჯო.
It is not easy to pursue such hard truths in bare feet and underpants.
171266.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ედუარდმა შარვალი ამოიცვა, სიბნელეში ფეხსაცმელი და წინდები მოძებნა, თან ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიაზრა.
Edward drew his trousers on and groped for his socks and shoes in darkness.
171267.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
კვანძის გახსნას მიადგა.
It was approaching a pitch.
171268.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
მალე ყველაფერი გამოაშკარავდება.
Everything was about to come clear.
171269.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
ვაჟმა სკამზე გადაკიდებულ პიჯაკს ხელი მოავლო და ოთახიდან გავარდა.
He snatched his jacket from a chair and hurried from the room.
171270.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ფლორენსი სანაპიროზე გამოსულ ედუარდს გაჰყურებდა.
Florence watched Edward coming along the strand.
171271.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გოგონას უკან, აღმოსავლეთით, პორტლენდში შუქი ციმციმებდა.
Behind her, away to the east, there were points of light on Portland.
171272.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
შორეული ქალაქის თავზე ჩამოწოლილი ღრუბელი ლამპიონების სინათლეს რბილად ირეკლავდა.
The cloud base reflected a glow of streetlamps from a distant town.
171273.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ხვდებოდა, შესაფერისი სიტყვები არ გააჩნდა, ვერ მოძებნა საერთო ენა, რომლითაც ამგვარ მოვლენას ზრდასრულივით ჩამოაყალიბებდა.
As she understood it, there were no proper words, there existed no shared language in which two adults could describe such events to each other.
171274.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
იმედი ჰქონდა, ვაჟიც ამ აზრზე იდგა.
She hoped he felt the same.
171275.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
აბა, რაზე დაელაპარაკება?
But what else were they to talk about?
171276.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გარეთ რატომ გამოვიდნენ?
Why else were they out here?
171277.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ეს ინციდენტი მათ შუაში გეოგრაფიული პუნქტივით ამოიზარდა, მთა, კონცხი.
The matter lay between them, as solid as a geographical feature, a mountain, a headland.
171278.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
უსახელო და გარდაუვალი.
Unnameable, unavoidable.
171279.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
როგორც რცხვენოდა!
And she was ashamed!
171280.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სანაპიროზე გამოსასვლელი ფეხსაცმლით ამდენი იმიტომ ირბინა, საძინებელს რომ მოშორებოდა, გაჰქცეოდა საკუთარ თავს.
That was why she had run so far along the beach, through the heavy shingle in her goingaway shoes, to flee the bedroom and to escape herself.