მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171281.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გულისამრევად მოიქცა.
She had behaved abominably.
171282.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გულისამრევად.
Abominably.
171283.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
უხერხული, მაგრამ ხალხში გავარდნილი სიტყვა გონებაში რამდენჯერმე გაივლო.
She let the clumsy, sociable word repeat itself in her thoughts several times.
171284.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ფლორენსი ჩოგბურთს გულისამრევად თამაშობს, მისი დაიკო პიანინოზე გულისამრევად უკრავს.
Florence played tennis abominably, her sister played the piano abominably.
171285.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
თუმცა, არც ედუარდის თავგასული საქციელი ავიწყდებოდა: ზემოდან რომ დააწვა, თვალები დააჭყიტა და ზურგი ცივსისხლიანი ქვეწარმავალივით მოგრიხა.
At the same time, she was aware of Edward's disgrace—when he rose above her, bewildered look, the reptilian jerkiness along his spine.
171286.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა.
she was trying not to think about it.
171287.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გოგონას აღიარება არ სურდა, მაგრამ კმაყოფილი დარჩა, როცა წარმოიდგინა, დამნაშავე მხოლოდ მე არ ვარო.
Did she dare admit that she was a tiny bit relieved that it was not only her, who was guilty.
171288.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ჰო, საშინელება იქნებოდა, მაგრამ გულზე მოეშვებოდა, ვაჟს თანდაყოლილი ავადმყოფობა რომ სჭირდეს;
How terrible, but how comforting it would be if he suffered from some form of congenital illness;
171289.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ედუარდი ეცოდებოდა, მაგრამ ღალატის შეგრძნება არ ტოვებდა.
she did feel sorry for Edward, but she also felt a little cheated.
171290.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
თუ უჩვეულო ავადმყოფობას ატარებს, აქამდე თამამად რატომ არ გამოუტყდა?
If he had an unusual condition, why had he not told her, in confidence?
171291.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ფლორენსი ვაჟის დუმილის მიზეზს ჩინებულად ხვდებოდა.
But she understood perfectly why he could not tell.
171292.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ხმა არც მას ამოუღია.
She too had not spoken up.
171293.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ნეტავ, დეფორმაციაზე საუბარს როგორ დაიწყებს?
How could he have begun to broach the matter of his own particular deformity?
171294.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ენა არ არსებობს, ან ჯერ არ გამოუგონიათ.
Such a language does not exist or had yet to be invented.
171295.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ყველაფერი მისი ბრალია.
It was only her fault.
171296.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ასე ირწევიან ჩვილი ბავშვები დედის მკლავებში.
This was how an infant might be nestling in the crook of its mother’s arm.
171297.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
არა მგონია, ვიოლეტს ქალიშვილი ოდესმე აეტატებინა ფიქრისა და წერისგან ჩამომხმარ სუსტ ხელებში.
I do not believe she could ever have nestled against Violet, whose arms were thin and tense from writing and thinking.
171298.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ხუთი წლის გოგონას ძიძა უვლიდა, დედობრივი და ფერხორციანი ქალი.
When she was five there was one particular nanny, plump and motherly.
171299.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ფლორენსი ხედავდა ედუარდი სანაპიროს როგორ მიუყვებოდა.
Florence continued to watch Edward’s progress along the beach.
171300.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ფლორენსი დარწმუნებული იყო, ჯერ ვერ მხედავსო.
Florence was certain that he could not see her yet.