მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171421.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სანაცვლოდ, არეულობაში ამოვყავით თავი.
Instead we’re in this mess.
171422.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სიტყვა „სიბინძურეზე“ საძინებლის ამაზრზენი ეპიზოდი მოაგონდა – ლორწოვანი სითხე მის კანზე.
But the word "mess" brought back to her the vile scene in the bedroom, the tepid substance on her skin.
171423.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
დარწმუნდა, ასეთი რამ აღარასდროს დამემართებაო.
She was certain she would never let such a thing happen to her again.
171424.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
„ჰო“, – უშუალოდ უპასუხა.
She answered neutrally, "Yes".
171425.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
როგორც იქნა, ფლორენსის მოლოდინისამებრ: ედუარდმა მხარზე ხელი დაადო.
Finally, as Florence expected, Edward put a hand on her shoulder.
171426.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ნაზმა შეხებამ ხერხემალსა და წელზე თბილად დაუარა.
The touch was tender, spreading a warmth along her spine and into her back.
171427.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გოგონა ვერ მიხვდა, რა ეფიქრა...
She did not know what to think...
171428.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
არ სიამოვნებდა, ვაჟისკენ მიბრუნების შესაფერის წამს რომ არჩევდა.
She disliked herself for the way she was calculating the moment when she should turn around toward him.
171429.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ეს მისი მოვალეობაა! დედის ვალდებულება.
It was her duty, her marital duty.
171430.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მას სჭირდება ნათელი გონება და ვაჟს გეგმები მერე გაუზიაროს.
She needed a clear mind to tell him her plan.
171431.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გაიფიქრა, ისე მიყურებს, როგორც ადრე... ახლა კი ეტყვის, ლამაზი ხარო.
She thought he was looking at her in the way he often did... he was about to tell her that she was beautiful.
171432.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მისი არასდროს სჯეროდა.
She never really believed him.
171433.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
„ეს ბულბულია“? – იკითხა გოგონამ.
She found herself asking, "Is it a nightingale"?
171434.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ეს შაშვია.
It’s a blackbird.
171435.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მზად იყო მისთვის წინადადება შეეთავაზებინა, რომელიც, ერთი მხრივ, სრულიად გონივრული ეგონა, მეორე მხრივ - გულისამრევი.
She was about to make a suggestion that from one point of view was entirely sensible, and from another - entirely outrageous.
171436.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ქალის სიცილით გათამამებული ედუარდი მას მიუახლოვდა და ხელის ჩაკიდება სცადა, გოგონამ კი უკან დაიხია.
Prompted by her laughter, Edward moved closer to her again and tried to take her hand, and again she moved away.
171437.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ხომ იცი, მიყვარხარ... ძალიან, ძალიან.
You know I love you... Very, very much.
171438.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ვიცი, რომ შენც გიყვარვარ.
I know you love me too.
171439.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია.
I’ve never doubted it.
171440.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
შენთან ყოფნა მომწონს, მინდა, მთელი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო.
I love being with you, and I want to spend my life with you.