მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171501.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
საშინლად ვწუხვარ.
I am most terribly sorry.
171502.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
წამით შეყოვნდა, ვაჟის პასუხს დაელოდა, მერე კი გზა გააგრძელა.
She paused a moment, she lingered there, waiting for his reply, then she went on her way.
171503.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ქალის ნათქვამი ძველმოდური წინადადებები ედუარდს დიდხანს გაჰყვება.
Her words, their particular archaic construction, would haunt Edward for a long time to come.
171504.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მერე ხეზე დაწვა და საკუთარი თავის სიბრალულში ჩაიძირა, სანამ ბოღმამ არ წამოაყენა.
Then he slumped by the tree and fell into a daydream of self-pity until he could fire up his rage again.
171505.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
წყლის პირას იდგა, გოგონა ელანდებოდა და გონებაგაფანტულს ტალღებმა ფეხსაცმელები დაუსველა.
He stood at the water’s edge thinking about her, and in his distraction let the waves wash over his shoes.
171506.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
საუბედუროდ, დაიჯერა კეთილშობილი ვარო.
In his misfortune, he felt almost noble.
171507.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სასტუმროში რომ დაბრუნდა, ფლორენსი არ დაუხვდა.
By the time he reached the hotel, Florence was not there.
171508.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ედუარდი მოსაცდელში ჩავიდა და იმ ორ ახალგაზრდას გამოელაპარაკა, ვახშამი რომ მიართვეს.
At reception he spoke to the two lads who had served the dinner.
171509.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გაუკვირდათ, როგორ არ იცოდა, ქალს სახლში ვიღაც ავად გაუხდა და სასწრაფოდ გაემგზავრაო.
They were clearly surprised that he did not know that there had been a family illness and she had been urgently called home.
171510.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მენეჯერმა მანქანით დორჩესტერამდე მიაცილა.
The manager driven her to Dorchester.
171511.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ფლორენსს იმედი ჰქონდა, უკანასკნელ მატარებელს მივუსწრებ და ოქსფორდში გვიან დავბრუნდებიო.
Florence was hoping to catch the last train and make a late connection to Oxford.
171512.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ედუარდი მიბრუნდა და ახალდაქორწინებულთა ნომერში ავიდა.
As Edward turned to go upstairs to the honeymoon suite.
171513.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
არ დაუნახავს ახალგაზრდებმა მზერა როგორ გაცვალეს.
he did not actually see the young men exchange their glance.
171514.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ლოგინში ტანსაცმლის გაუხდელად ჩაწვა.
He lay on the bed, fully dressed.
171515.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გონებაში აზრები წრეზე ცეკვავდნენ.
His thoughts chased themselves around in a dance.
171516.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ჯერ ცოლად გაჰყვა, მერე უარით გაისტუმრა.
To marry him, then deny him.
171517.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ნამდვილი ურჩხულია.
It was really monstrous.
171518.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სხვა ქალებში იარეო.
she wanted him to go with other women.
171519.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
იქნებ ყურებაც უნდოდა.
perhaps she wanted to watch.
171520.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ეს იყო დამცირება.
it was a humiliation.