მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171561.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
რა დაემართა?!
What had he done with himself?
171562.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
დინებას მიუყვებოდა, მთვლემარე, დაუკვირვებელი, უთავმოყვარეო, არა სერიოზული.
He had drifted through, half asleep, inattentive, unambitious, unserious.
171563.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მხოლოდ მატერიალურ წარმატებას მიაღწია.
His modest achievements were mostly material.
171564.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
კამდენ თაუნში პატარა ბინა იყიდა, ოვერნიში ორსაძინებლიანი კოტეჯის თანამფლო ბელი გახდა.
He owned a tiny flat in Camden Town, a share of a two-bedroom cottage in the Auvergne.
171565.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ჰქონდა ფირების ორი მაღაზია: ჯაზისა და როკ-ენ-როლის, რომელთაც ინტერნეტის გამოჩენამ ნელ-ნელა წყალი შეუყენა.
He had two record stores, jazz and rock and roll, precarious ventures slowly being undermined by Internet shopping.
171566.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
დარწმუნებული იყო, კარგი მეგობარიც გამოდგა.
He supposed he was considered a good friend.
171567.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ადრეულ წლებში დიდებული დროც ატარა; ველური თავგადასავლები გამოიარა.
There had been some good times, wild times, especially in the early years.
171568.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მონათლა ხუთი ბავშვი, თუმცა მათ ყმაწვილკაცობამდე ხელი არ გაუნძრევია.
He was godfather to five children, though it was not until their late teens that he started to play a role.
171569.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
1976-ში დედა გარდაეცვალა, ოთხი წლის შემდეგ კი შინ გადავიდა, რომ მამისთვის მიეხედა.
In 1976 his mother died, and four years later he moved back to the home to take care of his father.
171570.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ჰარიეტი და ენი გათხოვდნენ, შვილები გააჩინეს და საზღვარგარეთ გადაბარგდნენ.
Harriet and Anne were married with children and both lived abroad.
171571.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ორმოცი წლის ედუარდი განქორწინებული იყო.
By then Edward, at forty was divorsed.
171572.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ლონდონში კვირაში სამჯერ ჩადიოდა და მაღაზიებს უვლიდა.
He traveled to London three times a week to take care of the shops.
171573.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მამა 1983 წელს გარდაეცვალა და ცოლის გვერდით, პისჰილის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
His father died at home in 1983 and was buried in Pishill churchyard, alongside his wife.
171574.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ედუარდი სოფლის სახლში მდგმურად შემორჩა – კოტეჯის მეპატრონეები ვაჟის დები იყვნენ.
Edward remained in the cottage as a tenant—his sisters were the legal owners of the cottage.
171575.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
კამდენ თაუნიდან გაქცეულს დიდებულ თავშესაფრად ეჩვენებოდა; ოთხმოცდაათიანებში კი სამუდამოდ იქ დაფუძნდა.
Initially he used the place as a bolt-hole from Camden Town, and then in the nineties he moved there to live alone.
171576.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ორმოცდაათი წლის ასაკში ტერვილ პარკის სახელით კრიკეტის შეჯიბრებაში მონაწილეობდა, ჰენლის ისტორიკოსებში გაერია, ეველმეს ყავლგასული წყალგაყვანილობის განახლებას დაესწრო.
Into his fifties he played cricket for Turville Park, he was active in a historical society in Henley, and played a part in the restoration of the ancient watercress beds in Ewelme.
171577.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
თვეში ორჯერ ჰაი-ვაიკომბის კომპანიაში ტვინშერყეულ ბავშვებთან მუშაობდა.
Two days a month he worked in High Wycombe with braindamaged children.
171578.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სამოცი წლის ასაკში გასუქდა, სხეული დაუმძიმდა, ჭაღა რა შეუთხელდა და ვარდისფერი, ჯანმრთელი სახე დაეშუშ ხა, მაგრამ მაინც ბევრს სეირნობდა.
Even in his sixties, a large, stout man with receding white hair and a pink, healthy face, he kept up the long hikes.
171579.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
კარგ ამინდში მეიდენსგროუვის მინდვრებზე ველურ ყვავილებსა და პეპლებს აკვირდებო და, ბიქს-ბოტომის ბუნებრივ ნაკრძალში დაიარებოდა, შინ კი წიფლიანით ბრუნდებოდა და პისჰილის ეკლესიასთან ჩავლილი ფიქრობდა რომ ისიც აქ დაიმარხებოდა.
In good weather he would take a circular route to look at the wildflowers on the common at Maidensgrove or the butterflies in the nature reserve in Bix Bottom, returning through the beech woods to Pishill church, where, he thought, he too would one day be buried.
171580.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მერე სტონორ-ველისთან შედგებოდა, იქაურობას მოათვალიერებდა და ფორთოხლით გაისველებდა პირს.
He would pause by a view over the Stonor Valley and wonder whether this was where she stopped to eat her orange.