მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171541.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ხშირად იხსენებდა გოგონას შეთავაზებას, რომელიც ძველებურად სასაცილოდ, და რაც მთავარია, შეურაცხმყოფლად აღარ ეჩვენებოდა.
he often thought of her proposal, and it no longer seemed quite so ridiculous, and certainly not insulting.
171542.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სამოციანების ბოლოს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.
By then, in the late sixties, he was living in London.
171543.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სამყაროს ასეთ გადასხვაფერებას ვინ იწინასწარმეტყველებდა?
Who would have predicted such transformation of the world.
171544.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ედუარდმა ეს წლები დაბნეული და ბედნიერი ბავშვივით გაატარა, რომელმაც გრძელვადიანი სასჯელი მოიხადა, ახლა კი არ სჯერა, რომ ასეთი იღბლიანია.
Edward wandered through those years like a confused and happy child reprieved from a prolonged punishment, not quite able to believe his luck.
171545.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მოკლე სახელმძღვანელოების წერა და აკადემიური ცხოვრება წარსულს ჩაბარდა.
The series of short history books and all thoughts of serious scholarship were behind him.
171546.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
საბრალო სერ რობერტ კერის მსგავსად ამოვარდა ისტორიის ფურცლებიდან და აწმყოში თბილად შეიყუჟა.
Like poor Sir Robert Carey, he simply fell away from history to live snugly in the present.
171547.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ხელმძღვანელობდა სხვადასხვა როკ-ფესტივალს, გახსნა ჯანსაღი კვების სასადილო ჰემპსტიდში, მუშაობდა ფირების მაღაზიაში კამდენ თაუნის არხის სიახლოვეს, წერდა რეცენზიებს მცირებიუჯეტიანი მუსიკალური ჟურნალისთვის.
He became involved in the administration of various rock festivals, helped start a health-food canteen in Hampstead, worked in a record shop not far from the canal in Camden Town, wrote rock reviews for small magazines.
171548.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
იმოგზაურა საფრანგეთში ახალგაზრდა ქალთან ერთად, რომელიც ცოლად მოიყვანა და სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთად იცხოვრეს პარიზში.
He traveled through France with a woman who became his wife for three and a half years and lived with her in Paris.
171549.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ბოლოს ფირების მაღაზიის თანამესაკუთრე გახდა.
He eventually became a part-owner of the record shop.
171550.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
გაზეთს თუ გადაშლიდა, ხელოვნების გვერდებზე არასდროს ფურცლავდა, სადაც კონცერტების ვრცელი და მჭევრმეტყველური მიმოხილვა იბეჭდებოდა.
if he had read the papers, he would have been unlikely to turn to the arts pages, to the long, thoughtful reviews of concerts.
171551.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
კლასიკურ მუსიკაზე გული აუცრუვდა, როკ-ენ-როლი კი მთელი არსებით შეიყვარა.
His interest in classical music had faded entirely in favor of rock and roll.
171552.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
შესაბამისად, არც 1968 წელს უიგმორ-ჰოლში გამართული ენისმორ-კვარტეტის ტრიუმფალური დებიუტის შესახებ სმენია.
So he never heard about the Ennismore Quartet’s triumphant debut at the Wigmore Hall in July 1968.
171553.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ჟურნალ „ტაიმზის“ კრიტიკოსი „სცენაზე ახალი სისხლისა და მოზარდული სულისკვეთების შემოსვლას“ იუწყებოდა.
The Times critic welcomed the arrival of "fresh blood, youthful passion to the current scene".
171554.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ავტორი აფასებდა ნაწარმოების სიღრმეს, პირქუშ მდინარებასა და ჭკვიანურ დაკვრას, რომელიც „ოცდაათ წლამდე ასაკის მუსიკოსებში ასეთი იშვიათობაა.
Author praised the insight, the brooding intensity, the incisiveness of the playing, which suggested an astonishing musical maturity in players still in their twenties.
171555.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
კვინტეტი D მაჟორში ასეთი სათუთი შესრულებით არასდროს მოგვისმენია.
His D Major Quintet was never so sensitively rendered.
171556.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მიმოხილვის ბოლოს, იგი ხოტბას ასხამდა გუნდის ლიდერს – პირველ ვიოლინოს.
At the end of his review he singled out the leader, the first violinist.
171557.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
წარმოუდგენელი გახლდათ ადაჯოს სრულყოფილი მშვენიერება და სულიერი სიმდიდრე.
Then came a searingly expressive Adagio of consummate beauty and spiritual power.
171558.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მის პონტინგი ამ ნაწილს ჰაეროვანი სინაზითა და ლირიკული მგრძნობელობით ასრულებდა, როგორც შეყვარებული ქალი; არა მხოლოდ მოცარტსა თუ მის მუსიკაზე, არამედ – თავად სიცოცხლეზე შეყვარებული.
Miss Ponting, in the lilting tenderness of her tone and the lyrical delicacy of her phrasing, played, like a woman in love, not only with Mozart, or with music, but with life itself.
171559.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ედუარდს ეს მიმოხილვა რომ წაეკითხა, მაინც ვერ მიხვდებოდა – რადგან ფლორენსის გარდა არავინ იცოდა.
And even if Edward had read that review, he could not have known—no one knew but Florence.
171560.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მომდევნო წლებში, როდესაც ვაჟი ქალს გონებაში მიმართავდა, წარმოიდგენდა, წერილს მივწერო, ან ქუჩაში გადა ვეყრებიო, ეჩვენებოდა, ჩემს ცხოვრებას ნახევარ წუთში ჩავატევო.
In later years, whenever he addressed her in his mind, or imagined writing to her or bumping into her in the street, it seemed to him that an explanation of his existence would take up less than a minute.