მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171601.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თვალებს ვხუჭავ, ჯადოსნურ შელოცვასავით ვიმეორებ და უამრავი წლის წინანდელ იტალიაში ვბრუნდები, ხეების რიგს მივუყვები, კარიბჭეს ვუახლოვდები.
I shut my eyes, say the word, and I’m back in Italy, so many years ago, walking down the tree-lined driveway.
171602.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვხედავ, როგორ გადმოდის ტაქსიდან; ცისფერი, მოღეღილი პერანგი ქარში უფრიალებს.
Watching him step out of the cab, billowy blue shirt, wideopen collar.
171603.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მზის სათვალე, დაწნული ქუდი, ელვარე კანი.
Sunglasses, straw hat, skin everywhere.
171604.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოულოდნელად ხელს მართმევს, თავის ზურგჩანთას მიწვდის, მანქანის საბარგულიდან ჩემოდნებს ალაგებს და მეკითხება, მამაჩემი სახლში თუ არის.
Suddenly he’s shaking my hand, handing me his backpack, removing his suitcase from the trunk of the cab, asking if my father is home.
171605.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალბათ ყველაფერი სწორედ იქ, და იმწამს დაიწყო: თვალებიდან არ ამომდის თხელი პერანგი, მკლავზე აკეცილი სახელოები და მომრგვალებული, რბილი ქუსლები, გაცვეთილი საზაფხულო ფეხსაცმლიდან რომ უცურდებოდა, თითქოს სიამოვნებს ჩვენი სახლისკენ მიმავალი ქვიშიანი ბილიკის მოსინჯვაო.
It might have started right there and then: the shirt, the rolled-up sleeves, the rounded balls of his heels slipping in and out of his frayed espadrilles, eager to test the hot gravel path that led to our house.
171606.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყოველ ნაბიჯზე მეკითხებოდა: – სანაპიროზე რომელი გზით ჩავალ?
Every stride already asking, Which way to the beach?
171607.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზაფხულის სტუმარი.
This summer’s houseguest.
171608.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიდევ ერთი აბეზარა.
Another bore.
171609.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე დაუფიქრებლად, მანქანისკენ ზურგშექცეული, თავისუფალ ხელს ჰაერში სწევს და ტაქსიში დარჩენილ მგზავრს უდარდელად მიუგდებს: – დროებით!
Then, almost without thinking, and with his back already turned to the car, he waves the back of his free hand andutters a careless Later!
171610.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სადგურიდან ერთმანეთს დაემგზავრნენ საფასურის შესამცირებლად.
To another passenger in the car who has probably split the fare from the station.
171611.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არც სახელს ამატებს, არც მიხრა-მოხრას, რომ განშორების უხერხულობა შეიმსუბუქოს.
No name added, no jest to smooth out the ruffled leave-taking, nothing.
171612.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთსიტყვიანი გამოსათხოვარი: ცოცხალი, თამამი და ბლაგვი.
His one-word send-off: brisk, bold, and blunted.
171613.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არჩევანი თქვენზეა, მას არ ედარდება.
Take your pick, he couldn’t be bothered which.
171614.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აი, ნახავთ, – გავიფიქრე მე, – დრო რომ მოვა, ჩვენც ასე დაგვემშვიდობება:
You watch, I thought, this is how he’ll say goodbye to us when the time comes.
171615.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უხეში, ნაჩქარევი დროებით.
With a gruff, slapdash Later!
171616.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მანამდე კი, ექვსი გრძელი კვირის განმავლობაში, მასთან ცხოვრება უნდა მესწავლა.
Meanwhile, we’d have to put up with him for six long weeks.
171617.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გვარიანად შემაშინა.
I was thoroughly intimidated.
171618.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეთ ტიპს ახლოს ვერ გაეკარები.
The unapproachable sort.
171619.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შეიძლება დროთა განმავლობაში მომწონებოდა კიდეც.
I could grow to like him, though.
171620.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მომრგვალებულ ნიკაპიანქუსლიანად შემყვარებოდა.
From rounded chin to rounded heel.