მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171621.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე, რამდენიმე დღეში, მის შეძულებასაც მოვასწრებდი.
Then, within days, I would learn to hate him.
171622.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს გახლდათ კაცი, რამდენიმე თვის წინ აპლიკაციის ფოტოდან წამიერი დამოყვრების იმედებით რომ ამავსო.
This, the very person whose photo on the application form months earlier had leapt out with promises of instant affinities.
171623.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საზაფხულო სტუმრების მიღება ჩემს მშობლებს საშუალებას აძლევდა ახალგაზრდა აკადემიკოსებს გამოქვეყნების წინ ხელნაწერზე მუშაობაში დახმარებოდნენ.
Taking in summer guests was my parents’ way of helping young academics revise a manuscript before publication.
171624.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყოველ ზაფხულს ექვსი კვირით ჩემი საძინებლის დათმობა და დერეფნის ბოლოს, პატარა ოთახში გადასვლა მიწევდა, რომელიც ადრე ბაბუაჩემს ეკუთვნოდა.
For six weeks each summer I’d have to vacate my bedroom and move one room down the corridor into a much smaller room that had once belonged to my grandfather.
171625.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზამთრის თვეებში, როცა ქალაქში ვბრუნდებოდით, აქაურობას ფარდულად, საწყობად და სხვენად აქცევდნენ ხოლმე, სადაც, ჭორებს თუ დავუჯერებთ, მარადიულ ძილს მიცემული ბაბუაჩემი, ჩემი სეხნია, დღემდე კბილებს აღრჭიალებდა.
During the winter months, when we were away in the city, it became a parttime toolshed, storage room, and attic where rumor had it my grandfather, my namesake, still ground his teeth in his eternal sleep.
171626.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სტუმრები ქირის ფულს არ იხდიდნენ, მთელი სახლი მათ განკარგულებაში იყო და დღეებს თავიანთ ნებაზე ატარებდნენ.
Summer residents didn’t have to pay anything, were given the full run of the house, and could basically do anything they pleased;
171627.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მთავარია, რამდენიმე საათის განმავლობაში მამაჩემს მიმოწერებსა და დაგროვებულ საკანცელარიო საქმიანობაში წახმარებოდნენ.
Provided they spent an hour or so a day helping my father with his correspondence and assorted paperwork.
171628.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სტუდენტები ნელ-ნელა ნამდვილ ოჯახის წევრებად იქცეოდნენ ხოლმე.
They became part of the family.
171629.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თხუთმეტწლიანი მასპინძლობის შემდეგ მივეჩვიეთ, რომ ღია ბარათების წვიმა მხოლოდ შობის პერიოდში კი არა, მთელი წლის განმავლობაში მოგვდიოდა, ეს ხალხი მთელი ცხოვრება ჩემი ოჯახის ერთგული რჩებოდა.
After about fifteen years of doing this, we had gotten used to a shower of postcards and gift packages not only around Christmastime but all year long from people who were now totally devoted to our family.
171630.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, ევროპაში მოგზაურობისას ბ.-ში რამდენიმე დღით შემოერბინათ და ძველი საცხოვრებლის ნოსტალგიით გაბრუებულებს იქაურობა კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინათ.
Would go out of their way when they were in Europe to drop by B. for a day or two with their family and take a nostalgic tour of their old digs.
171631.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვახშმის დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო ორი-სამი სტუმარი გვწვეოდა: მეზობლები, ნათესავები, ხანდახან კოლეგები, იურისტები, ექიმები, მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც თავიანთ საზაფხულო ვილაში მისვლამდე მამაჩემთან შემოივლიდნენ.
At meals there were frequently two or three other guests, sometimes neighbors or relatives, sometimes colleagues, lawyers, doctors, the rich and famous who’d drop by to see my father on their way to their own summer houses.
171632.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან სასადილო ოთახის კარს თავზე მოულოდნელად წამომდგარ ტურისტ წყვილებსაც გავუღებდით ხოლმე, რომელთაც ვილის შესახებ სმენოდათ და მაგიდას თვალებგაფართოებულები უსხდებოდნენ, ხოლო მაფალდა, რომელსაც ყოველთვის ბოლო წამს ვაფრთხილებდით, ტრადიციულად დიდებულ სუფრას შლიდა.
Sometimes we’d even open our dining room to the occasional tourist couple who’d heard of the old villa and simply wanted to come by and take a peek and were totally enchanted when asked to eat with us and tell us all about themselves, while Mafalda, informed at the last minute, dished out her usual fare.
171633.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამაჩემს, თავდაჭერილსა და მორცხვ კაცს, დაუღვინებელ ექსპერტებთან რამდენიმე ენაზე კამათი უყვარდა; ზაფხულის მცხუნვარე მზე, რამდენიმე ჭიქა როზატელოს შემდეგ, სუფრაზე გარდაუვალ საღამოს მოთენთილობას შემოაბრძანებდა.
My father, who was reserved and shy in private, loved nothing better than to have some precocious rising expert in a field keep the conversation going in a few languages while the hot summer sun, after a few glasses of rosatello, ushered in the unavoidable afternoon torpor.
171634.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეთ ვახშამს ხუმრობით კატორღას ვეძახდით - ცოტა ხანში ექვსკვირიანი სტუმრებიც აგვყვებოდნენ ხოლმე.
We named the task dinner drudgery—and, after a while, so did most of our six-week guests.
171635.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ სულაც მაშინ დაიწყო, ახლად ჩამოსული ერთ-ერთ გაჭიანურებულ სადილზე გვერდით რომ მეჯდა და როგორც იქნა, მივხვდი, ჩვენამდე სიცილიაში გატარებული რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებული მსუბუქი რუჯის მიუხედავად, ხელისგულები ისეთივე თეთრი ჰქონდა, როგორიც ფეხისგულების სათუთი კანი, ყელი და მკლავების ქვედა ნაწილი, სადაც მზე დიდხანს ვერ მიჰკარებია.
Maybe it started soon after his arrival during one of those grinding lunches when he sat next to me and it finally dawned on me that, despite a light tan acquired during his brief stay in Sicily earlier that summer, the color on the palms of his hands was the same as the pale, soft skin of his soles, of his throat, of the bottom of his forearms, which hadn’t really been exposed to much sun.
171636.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ისეთი ნაზი ვარდისფერი დაჰკრავდა, როგორიც ხვლიკის მბზინავი და გლუვი მუცელია.
Almost a light pink, as glistening and smooth as the underside of a lizard’s belly.
171637.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ინტიმური, პატიოსანი და შეურყვნელი, როგორიც სპორტსმენის ახურებული ღაწვი, ან ქარიშხლიანი ღამის შემდეგ დამდგარი დილა.
Private, chaste, unfledged, like a blush on an athlete’s face or an instance of dawn on a stormy night.
171638.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამ აღმოჩენამ მასზე ისეთი საიდუმლო გამიმხილა, რომელზე ფიქრიც გონებაში არ გამივლია.
It told me things about him I never knew to ask.
171639.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ მაშინ დაიწყო, სადილის შემდეგ უსასრულო საათებს საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები რომ ვატარებდით; ვინ სად იწვა: სახლში, ეზოში, ბალახზე მისვენებული სხეულები, დროის მოკვლას რომ ცდილობდნენ, ვიდრე ვინმე არ განაცხადებდა, მდინარეზე საბანაოდ წავიდეთო.
It may have started during those endless hours after lunch when everybody lounged about in bathing suits inside and outside the house, bodies sprawled everywhere, killing time before someone finally suggested we head down to the rocks for a swim.
171640.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვეპატიჟებოდით ყველას: ნათესავებს, ბიძაშვილებს, მეზობლებს, მეგობრებს, მეგობრის მეგობრებს, კოლეგებსა და მათ, ვინც კარს მოგვადგებოდა, რომ ჩვენს ჩოგბურთის მოედანზე ეთამაშა; ვთავაზობდით ჩვენთან დასვენებას, ცურვასა და ჭამას, ხოლო თუ შემოაღამდებოდათ, სასტუმრო ოთახს ვუთმობდით.
Relatives, cousins, neighbors, friends, friends of friends, colleagues, or just about anyone who cared to knock at our gate and ask if they could use our tennis court— everyone was welcome to lounge and swim and eat and, if they stayed long enough, use the guesthouse.