მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171581.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ედუარდი, როგორც იქნა, თავს გამოუტყდა, ცხოვრებაში ასე არავინ მყვარებიაო.
At last Edward could admit to himself that he had never loved anyone so much in his life.
171582.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ქალთან რომ დარჩენილიყო იქნებ ისტორიის პატარა წიგნები ეწერა.
Perhaps if he had stayed with her might have written those history books.
171583.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ენისმორ-კვარტეტმა სახელი გაითქვა და წარმატებულ კონცერტებს მართავდა.
The Ennismore Quartet was eminent, and was still a revered feature of the classical music scene.
171584.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ედუარდი კონცერტებს არასდროს ესწრებოდა, არც ბეთჰოვენისა და შუბერტის ფირფიტებს ყიდულობდა.
Edward would never attend the concerts, or buy the boxed sets of Beethoven or Schubert.
171585.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
არ უნდოდა, ფლორენსის ფოტოს წასწყდომოდა, ქალის სახეზე განვლილი წლების კვალი ენახა, მისი ცხოვრების დეტალები მოესმინა.
He did not want to see Florence's photograph and discover what the years had wrought, or hear about the details of her life.
171586.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ღილთან დაბნეული ბაბუაწვერა, ნაჭრის ჩანთა და მშვენიერი, მსხვილი სახე; ფართო და უეშმაკო ღიმილი.
The dandelion in her buttonhole and the canvas bag and the beautiful strongboned face with its wide and artless smile.
171587.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ფლორენსს მხოლოდ სიყვარული და გამხნევება სჭირდებოდა.
All Florence had needed was his love, and his reassurance.
171588.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ.
A lifetime lay ahead of them.
171589.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სიყვარული და მოთმინება...
Love and patience.
171590.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ყველაფერს გაუმკლავდებოდა.
They would have seen them through.
171591.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
რამდენი თმაშეკრული გოგონა გახდებოდა მათი ოჯახის წევრი?
How many young girl with a headband might have become their familiar?
171592.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ასე იცვლება ცხოვრების მდინარება – არაფრის კეთებით.
This is how the entire course of a life can be changed—by doing nothing.
171593.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ჩეზილ--ბიჩზე ფლორენსისთვის უნდა დაეძახა და უკან ასდევნებოდა.
On Chesil Beach he could have called out to Florence, he could have gone after her.
171594.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ვაჟმა არ იცოდა და არც აინტერესებდა, რომ მეუღლის ძახილი ხსნად მოევლინებოდა და მაშინვე უკან მიბრუნდებოდა.
He did not know, or would not have cared to know, that the sound of her voice would have been a deliverance, and she would have turned back.
171595.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
ზაფხულის დაისში გაყინული ედუარდი კი მდუმარედ იდგა და გაჰყურებდა სანაპიროზე მიმავალ ქალს, რომლის ნაბიჯების ხმასაც მალე პატარა ტალღების დგაფუნი შთანთქავს...
Edward stood in cold and righteous silence in the summer’s dusk, watching her hurry along the shore, the sound of her steps lost to the breaking of small waves...
171596.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„დროებით!“ – სიტყვა, ხმა, ტემბრი.
"Later!" The word, the voice, the attitude.
171597.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არასდროს მსმენია ვინმეს დამშვიდობებისას ეთქვას: დროებით!
I’d never heard anyone use "later" to say goodbye before.
171598.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს სიტყვა მოკლედ, მკაცრად და უხერხულად ჟღერს.
It sounded harsh, curt, and dismissive.
171599.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შეფარული გულგრილობით ამბობს ის ადამიანი, ცხოვრებაში რომ არ გაუჩნდება შენი ნახვის სურვილი.
Spoken with the veiled indifference of people who may not care to see or hear from you again.
171600.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მასზე ფიქრისას პირველად ეს სიტყვა გამახსენდება ხოლმე; დღესაც გარკვევით ჩამესმის: „დროებით!“
It is the first thing I remember about him, and I can hear it still today: Later!