მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171641.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ სულაც პლაჟზე დაიწყო.
Or perhaps it started on the beach.
171642.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ან ჩოგბურთის მოედანზე.
Or at the tennis court.
171643.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ანდა მისი ჩამოსვლის დღეს, პირველი გასეირნების დროს, როცა დამავალეს სახლი და მიმდებარე ტერიტორიები მეჩვენებინა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავედი და ბოლოს ძველისძველ, მოჩვენებით რკინის კარიბჭესთან მივიყვანე, საიდანაც მიტოვებული მატარებლის ლიანდაგები მოჩანდა, ოდესღაც ბ.-ს და ნ.-ს რომ აკავშირებდა.
Or during our first walk together on his very first day when I was asked to show him the house and its surrounding area and, one thing leading to the other, managed to take him past the very old forged-iron metal gate as far back as the endless empty lot in the hinterland toward the abandoned train tracks that used to connect B. to N.
171644.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
- აქ სადმე მიტოვებული სადგურია? – იკითხა მან. მცხუნვარე მზეში ხეებს მიღმა იცქირებოდა, და ალბათ ცდილობდა, ბინის პატრონის ვაჟისთვის სწორი კითხვები დაესვა.
“Is there an abandoned station house somewhere?” he asked, looking through the trees under the scalding sun, probably trying to ask the right question of the owner’s son.
171645.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– არა, სადგური არასდროს ყოფილა.
No, there was never a station house.
171646.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მატარებელი მხოლოდ მგზავრების სურვილზე ჩერდებოდა.
The train simply stopped when you asked.
171647.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მატარებელმა დააინტერესა; როგორი ვიწრო ლიანდაგები იყო...
He was curious about the train; the rails seemed so narrow.
171648.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მხოლოდ ორი ვაგონი მახსოვს, სამეფო გერბი ეხატამეთქი, ავუხსენი.
It was a two-wagon train bearing the royal insignia, I explained.
171649.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ახლა აქ ბოშები ცხოვრობენ.
Gypsies lived in it now.
171650.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დედაჩემი ბავშვობაში აქ რომ ისვენებდა, მაშინაც მანდ ცხოვრობდნენ.
They’d been living there ever since my mother used to summer here as a girl.
171651.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბოშებმა ორი მორღვეული ვაგონი ხმელეთისკენ გააგორეს.
The gypsies had hauled the two derailed cars farther inland.
171652.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვკითხე, თუ გინდა, გაჩვენებ-მეთქი.
Did he want to see them?
171653.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– შეიძლება. სხვა დროს.
“Later. Maybe.”
171654.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზრდილობიანი გულგრილობა! თითქოს იგრძნო, როგორ მინდოდა გავთამაშებოდი და თავაზიანად მომიშორა.
Polite indifference, as if he’d spotted my misplaced zeal to play up to him and was summarily pushing me away.
171655.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაინც მეწყინა.
But it stung me.
171656.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე დააყოლა, ბ.-ს ერთ-ერთ ბანკში ანგარიშის გახსნა მინდა, შემდეგ კი იტალიელ მთარგმნელს უნდა შევუაროო, რომელიც მისი წიგნის იტალიელ გამომცემელთან თანამშრომლობდა.
Instead, he said he wanted to open an account in one of the banks in B., then pay a visit to his Italian translator, whom his Italian publisher had engaged for his book.
171657.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გადავწყვიტე, ველოსიპედით წამეყვანა.
I decided to take him there by bike.
171658.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საბურავების ტრიალს საუბარი ვერ ავუწყეთ.
The conversation was no better on wheels than on foot.
171659.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გზად, ყელის გასასველებლად შევჩერდით.
Along the way, we stopped for something to drink.
171660.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბარ-ტაბაჩერია ჩაბნელებული და ცარიელი დაგვხვდა.
The bartabaccheria was totally dark and empty.