მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171661.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეპატრონე იატაკს ძლიერი ამიაკით წმენდდა.
The owner was mopping the floor with a powerful ammonia solution.
171662.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სასწრაფოდ გარეთ გამოვედით.
We stepped outside as soon as we could.
171663.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხმელთაშუა ზღვის ფიჭვზე შემომჯდარი მარტოხელა შაშვის გალობა ჭრიჭინების ხმაურმა გადაფარა.
A lonely blackbird, sitting in a Mediterranean pine, sang a few notes that were immediately drowned out by the rattle of the cicadas.
171664.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მინერალური წყლის ბოთლი ხარბად მოვიყუდე, მერე მას გავუწოდე და კიდევ დავლიე.
I took a long swill from a large bottle of mineral water, passed it to him, then drank from it again.
171665.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცოტა ხელზე დაღვარა. სასწრაფოდ სახეზე გავისვი და სველი თითები თმაში შევიცურე.
I spilled some on my hand and rubbed my face with it, running my wet fingers through my hair.
171666.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
წყალი საკმარისად ცივი არ აღმოჩნდა, არც გაზიანი, წყურვილი ვერ გამინელა.
The water was insufficiently cold, not fizzy enough, leaving behind an unslaked likeness of thirst.
171667.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ხალხი აქ რით ერთობა?
What did one do around here?
171668.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– არაფრით.
Nothing.
171669.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სხედან და ზაფხულის გასვლას ელოდებიან.
Wait for summer to end.
171670.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– აბა, ზამთარში რას აკეთებენ?
What did one do in the winter, then?
171671.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვიცოდი, რასაც ვუპასუხებდი და გამეღიმა.
I smiled at the answer I was about to give.
171672.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხუმრობას მიმიხვდა და თქვა: – მოდი, გამოვიცნობ: ელოდებიან, ზაფხული როდის დადგება, არა? მომწონდა, ჩემს აზრებს რომ კითხულობდა.
He got the gist and said, “Don’t tell me: wait for summer to come, right?” I liked having my mind read.
171673.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კატორღის იდეას დანარჩენებზე მალე აღმოაჩენდა.
He’d pick up on dinner drudgery sooner than those before him.
171674.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ზამთარში აქაურობა ბნელი და ნაცრისფერი ხდება.
Actually, in the winter the place gets very gray and dark.
171675.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მხოლოდ შობას ჩამოვდივართ ხოლმე.
We come for Christmas.
171676.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ქალაქი ნამდვილ მოჩვენებას ემსგავსება.
Otherwise it’s a ghost town.
171677.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– შობას ალბათ წაბლს ბრაწავთ და ეგნოგს სვამთ. სხვა რას აკეთებთ? აბუჩად მიგდებდა.
And what else do you do here at Christmas besides roast chestnuts and drink eggnog? He was teasing.
171678.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ძველებურად გავუღიმე.
I offered the same smile as before.
171679.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მიმიხვდა და არაფერი მიპასუხა. მერე ერთხმად გაგვეცინა.
He understood, said nothing, we laughed.
171680.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მკითხა, შენ რით ერთობიო.
He asked what I did.