მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171701.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შეიძლება ყველაფერი მოგვიანებით დაიწყო, ისე, რომ ვერც კი შევნიშნე.
But it might have started way later than I think without my noticing anything at all.
171702.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ადამიანს ხედავ, მაგრამ ვერ ამჩნევ, თითქოს კულისებში დგას.
You see someone, but you don’t really see him, he’s in the wings.
171703.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ან ამჩნევ, მაგრამ ვერ ეგუები, ხელს ვერ შეავლებ, და ვიდრე მის იქ ყოფნას აღიქვამ, ან იმას, რაც გაწუხებს, თქვენთვის გამოყოფილი ექვსი კვირა თითქმის გასულია და ან უკვე მიგატოვა, ან გამგზავრების პირასაა მისული, შენ კი რჩები და ცდილობ ამოუხსნელი ავადმყოფობა მოარჯულო, რომელიც ამ კვირების განმავლობაში შენ ცხვირწინ, შენს გულში იხარშებოდა და სიმპტომების ცოდნის მიუხედავად, სახელს ვერ მოუძებნი, მხოლოდ ასე დაარქმევ: „მინდა“.
Or you notice him, but nothing clicks, nothing “catches,” and before you’re evenaware of a presence, or of something troubling you, the six weeks that were offered you have almost passed and he’s either already gone or just about to leave, and you’re basically scrambling to come to terms with something, which, unbeknownst to you, has been brewing for weeks under your very nose and bears all the symptoms of what you’re forced to call I want.
171704.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შეიძლება, იკითხოთ, როგორ ვერ ხვდებოდიო?
How couldn’t I have known, you ask?
171705.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სურვილებს მაშინვე ვხვდები, მაგრამ თვალსა და ხელს შუა გამომეპარა.
I know desire when I see it—and yet, this time, it slipped by completely.
171706.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მე მის ეშმაკურ ღიმილს ვჯერდებოდი, რომელიც მაშინ გაუნათებდა სახეს, ჩემს ფიქრებს რომ კითხულობდა, სინამდვილეში კი კანი მინდოდა, მხოლოდ კანი.
I was going for the devious smile that would suddenly light up his face each time he’d read my mind, when all I really wanted was skin, just skin.
171707.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისი ჩამოსვლის მესამე საღამოს, ვახშმის დროს, აღმო ვაჩინე, როგორ მომაშტერდა, როცა ჰაიდნის „ჯვარცმული ქრისტეს შვიდ უკანასკნელ სიტყვას“ ვახსენებდი, რომლის მუსიკაც გიტარისთვის გავშიფრე.
At dinner on his third evening, I sensed that he was staring at me as I was explaining Haydn’s Seven Last Words of Christ, which I’d been transcribing.
171708.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმ ზაფხულს ჩვიდმეტი წლისა ვიყავი, მაგიდასთან მსხდომებს შორის ყველაზე პატარა. ვიცოდი, ჩემი მოსმენა არავის აინტერესებდა, ამიტომ ვცდილობდი ცოდნა ყოველთვის მოკლე ფრაზებში ჩამეტია.
I was seventeen that year and, being the youngest at the table and the least likely to be listened to, I had developed the habit of smuggling as much information into the fewest possible words.
171709.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სწრაფად ვლაპარაკობდი ხოლმე, და ყველას ეგონა, ენა მებმოდა, ან ვბლუყუნებდი.
I spoke fast, which gave people the impression that I was always flustered and muffling my words.
171710.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მუსიკის ტრანსკრიფციაზე საუბარს რომ მოვრჩი, მარცხენა მხრიდან სასიამოვნო მზერა ვიგრძენი.
After I had finished explaining my transcription, I became aware of the keenest glance coming from my left.
171711.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვთრთოდი და მიხაროდა, როგორც ჩანს, ჩემით დაინტერესდა: ნამდვილად მოვწონდი.
It thrilled and flattered me; he was obviously interested—he liked me.
171712.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამის მიღწევა არც ისე რთული აღმოჩნდა!
It hadn’t been as difficult as all that, then.
171713.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როცა მისკენ გახედვა გავბედე, ცივი, ყინულიანი მზერა დამიხვდა, ერთდროულად მტრული და თითქმის სასტიკი.
But when, after taking my time, I finally turned to face him and take in his glance, I met a cold and icy glare—something at once hostile and vitrified that bordered on cruelty.
171714.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გული მომიკვდა.
It undid me completely.
171715.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს რით დავიმსახურე?
What had I done to deserve this?
171716.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მინდოდა, კეთილად მომქცეოდა, სიცილში ისე ამყოლოდა, როგორც რამდენიმე დღის წინ მატარებლის ვაგონებთან, ან იმავე საღამოს, როცა ვუხსნიდი, ბ. იტალიის ერთადერთი ქალაქია, სადაც კორეირა, რეგიონული ავტობუსი დადის, რომელიც ქრისტეს დაატარებს და არსად ჩერდება-მეთქი.
I wanted him to be kind to me again, to laugh with me as he had done just a few days earlier on the abandoned train tracks, or when I’d explained to him that same afternoon that B. was the only town in Italy where the corriera, the regional bus line, carrying Christ, whisked by without ever stopping.
171717.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დიახ, მაშინვე მიხვდა კარლო ლევის წიგნთან როგორი ფარული შედარებაც გავავლე.
He had immediately laughed and recognized the veiled allusion to Carlo Levi’s book.
171718.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მომწონდა, რომ ჩვენი გონება პარალელურად აზროვნებდა, წამიერად ვხვდებოდით მეორის სიტყვებით თამაშის მანერას, მაგრამ ბოლო წამს უკან ვიხევდით.
I liked how our minds seemed to travel in parallel, how we instantly inferred what words the other was toying with but at the last moment held back.
171719.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რთული მეზობელი გამოდგებოდა.
He was going to be a difficult neighbor.
171720.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გავიფიქრე, უმჯობესია, ახლოს არ გავეკარო-მეთქი.
Better stay away from him, I thought.