მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171721.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რას წარმოვიდგენდი, რომ მისი ხელების, მკერდისა და ფეხის კანი მიზიდავდა, უხეშ ზედაპირს ცხოვრებაში რომ არ მიჰკარებია?! ან მის თვალებს, რომლებიც, თუ თბილად მოგაშტერდებოდნენ, იფიქრებდი, შენზე აღდგომის ცეცხლი გადმოვიდაო.
To think that I had almost fallen for the skin of his hands, his chest, his feet that had never touched a rough surface in their existence—and his eyes, which, when their other, kinder gaze fell on you, came like the miracle of the Resurrection.
171722.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მზერას დიდხანს ვერ ვუსწორებდი, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი, რათა გამეგო, რა მიზიდავდა.
You could never stare long enough but needed to keep staring to find out why you couldn’t.
171723.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალბათ, მეც ეშმაკურად გავხედე.
I must have shot him a similarly wicked glance.
171724.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ორი დღის განმავლობაში ხმა არ გაუცია.
For two days our conversations came to a sudden halt.
171725.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გრძელ აივანზე, რომელსაც ჩვენი საძინებლებით ვიყოფდით, თავს მარიდებდა: სამათხოვროდ მიგდებული გამარჯობა, დილა მშვიდობისა, რა კარგი ამინდია, უაზრო გამოლაპარაკება.
On the long balcony that both our bedrooms shared, total avoidance: just a makeshift hello, good morning, nice weather, shallow chitchat.
171726.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე, ყოველგვარი ახსნის გარეშე, ძველებური ურთიერთობა აღდგა.
Then, without explanation, things resumed.
171727.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– გინდა, დილით სარბენად ერთად წავიდეთ?
Did I want to go jogging this morning?
171728.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– არა, გმადლობ.
No, not really.
171729.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მაშინ, საცურაოდ გამომყევი.
Well, let’s swim, then.
171730.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ის დღე, ტკივილი, წვა; უცხო სხეულის მღელვარება; უდიდესი სიამოვნების ცდუნება, რომელიც თითებს შორის დაგირბის; ადამიანებს შორის ფათური, რომელთა სულის ამოცნობაც ეჭვებში გაგდებს, მაგრამ არ გინდა დაკარგო; სასოწარკვეთილი ოინები, იმას რომ მოუწყობ, ვინც ასე გწყურია და გინდა მოსწონდე; კედლები, რომლებიც მე და სამყაროს შორის წამოჭიმულ უამრავ სიფრიფანა, სრიალა კარს მივუწყვე; სურვილი, ამოხსნა გაუშიფრავი გამოცანა... ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში იმ ზაფხულს დაიწყო, როცა ჩვენს სახლს ოლივერი ესტუმრა.
Today, the pain, the stoking, the thrill of someone new, the promise of so much bliss hovering a fingertip away, the fumbling around people I might misread and don’t want to lose and must second-guess at every turn, the desperate cunning I bring to everyone I want and crave to be wanted by, the screens I put up as though between me and the world there were not just one but layers of rice-paper sliding doors, the urge to scramble and unscramble what was never really coded in the first place—all these started the summer Oliver came into our house.
171731.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამით არის მოჩუქურთმებული იმ ზაფხულს ჰიტად ქცეული ყველა სიმღერა, მის ჩამოსვლამდე ან მისი წასვლის შემდეგ წაკითხული ყველა წიგნი, როზმარინით დამძიმებული ცხელი დღეები და მიმწუხრს შეფარებული ჭრიჭინების ხმა;
They are embossed on every song that was a hit that summer, in every novel I read during and after his stay, on anything from the smell of rosemary on hot days to the frantic rattle of the cicadas in the afternoon;
171732.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სურნელი და ბგერები, რომლებთან ერთადაც გავიზარდე და ჩემი ცხოვრების ყველა ზაფხულს შევისისხლხორცე, იმ ექვსი კვირის ელფერით აბდღვრიალდნენ და სამუდამოდ გადამემტერნენ.
Smells and sounds I’d grown up with and known every year of my life until then but that had suddenly turned on me and acquired an inflection forever colored by the events of that summer.
171733.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ან, იქნებ მისი ჩამოსვლიდან ერთი კვირის თავზე დაიწყო, როცა აღმოვაჩინე, ჩემი არსებობა ახსოვდა, სახეს აღარ მარიდებდა და ბაღში გასულს შემეძლო მისი მზერის მორევში ლაღად ჩავძირულიყავი და არ მომეჩვენებინა, თითქოს ვერ შევნიშნე.
Or perhaps it started after his first week, when I was thrilled to see he still remembered who I was, that he didn’t ignore me, and that, therefore, I could allow myself the luxury of passing him on my way to the garden and not having to pretend I was unaware of him.
171734.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პირველ დღეს დილაადრიან გავედით სარბენად: ბ.-მდე ჩავედით, მერე მოვბრუნდით.
We jogged early on the first morning—all the way up to B. and back.
171735.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეორე დღეს, ალიონზე, საცურაოდ გავემართეთ.
Early the next morning we swam.
171736.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შემდეგ ისევ ვივარჯიშეთ.
Then, the day after, we jogged again.
171737.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მომწონდა რძის დამტარებელი ფურგონის გადასწრება, რომელსაც თავისი საქმე ჯერ არ დაესრულებინა, მაღაზიის გამყიდველსა და მცხობელთან ჩარბენა, კლიენტებისთვის საქმიანად რომ ემზადებოდნენ; მსიამოვნებდა პლაჟსა და საცალფეხო გზებზე სირბილი, სადაც კაცის ჭაჭანება არ იყო, ჩვენი სახლი კი შორეულ მირაჟად მეჩვენებოდა.
I liked racing by the milk delivery van when it was far fromdone with its rounds, or by the grocer and the baker as they were just getting ready for business, liked to run along the shore and the promenade when there wasn’t a soul about yet and our house seemed a distant mirage.
171738.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მომწონდა, როცა ერთმანეთს ფეხს ავუწყობდით, მიწას ერთდროულად ვეხებოდით და ქვიშიან სანაპიროზე ნაკვალევს ვტოვებდით, გულში კი ვოცნებობდი, საღამოს საიდუმლოდ დავბრუნებულიყავი და ფეხისგულით იმ ადგილს შევხებოდი, სადაც მისმა მარცხენამ კვალი დატოვა.
I liked it when our feet were aligned, left with left, and struck the ground at the same time, leaving footprints on the shore that I wished to return to and, in secret, place my foot where his had left its mark.
171739.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სირბილისა და ცურვის მონაცვლეობა მისი ასპირანტურის „რეჟიმი“ გახლდათ.
This alternation of running and swimming was simply his "routine" in graduate school.
171740.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დიდ შაბათსაც ვარჯიშობ-მეთქი, ხუმრობით ვკითხე.
Did he run on the Sabbath? I joked.