მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171761.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საიდან მოიტანე?
Whatever gave you that idea?
171762.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცოტა ხანს ვკამათობდით.
We argued back and forth.
171763.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– დაუკარი, რა.
Just play it, will you?
171764.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ისევ ის?
The same one?
171765.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ისევ ის.
The same one.
171766.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ავდექი და სასტუმრო ოთახში შევედი. დიდი ფანჯრები არ დავკეტე, რომ პიანინოს ხმა კარგად გაეგო.
I stood up and walked into the living room, leaving the large French windows open so that he might hear me play it on the piano.
171767.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სანახევროდ გამომყვა, ფანჯრის ხის რაფას დაეყრდნო და ცოტა ხანს მისმინა.
He followed me halfway and, leaning on the windows’ wooden frame, listened for a while.
171768.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– სხვა რაღაცას უკრავ. რატომ შეცვალე?
You changed it. It’s not the same. What did you do to it?
171769.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ისე შევასრულე, ლისტს რომ გადაეკეთებინა.
“I just played it the way Liszt would have played it had he jimmied around with it.”
171770.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– თუ შეიძლება, თავიდან დაუკარი!
“Just play it again, please!”
171771.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მომწონდა, როგორ გამოხატავდა გაღიზიანებას.
I liked the way he feigned exasperation.
171772.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მუსიკალური ნაწარმოები თავიდან დავიწყე.
So I started playing the piece again.
171773.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცოტა ხანში მომაძახა, არ მჯერა, რომ კიდევ შეცვალეო.
After a while: “I can’t believe you changed it again.”
171774.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– დიდად არ გადამიკეთებია. წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა, ბუზონის ლისტის ვერსიით რომ ეხალისა.
Well, not by much. This is just how Busoni would have played it if he had altered Liszt’s version.
171775.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ისე ვერ დაუკრავ, როგორც ბახის დაკრულს ბახი დაუკრავდა?
“Can’t you just play the Bach the way Bach wrote it?”
171776.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ბახს ეს მუსიკა გიტარისთვის არ დაუწერია. შეიძლება, კლავისინისთვისაც არ დაეწერა. სიმართლე გითხრა, დღემდე არ ვართ დარწმუნებულები, რომ ბახის ნაწარმოებია.
“But Bach never wrote it for guitar. He may not even have written it for the harpsichord. In fact, we’re not even sure it’s by Bach at all.”
171777.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– დაივიწყე! ვითომ არ მითხოვია.
"Forget I asked."
171778.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– კარგი, კარგი, ნუ ბრაზდები, – ვუპასუხე.
"Okay, okay. No need to get so worked up," I said.
171779.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოჩვენებით კინკლაობაში ჩემი რიგი დგებოდა, – ეს გახლავთ ბახი, რომელიც მე გადავწერე, ბუზონისა და ლისტის გარეშე. ახალგაზრდობაში დაწერა და თავის ძმას მიუძღვნა.
It was my turn to feign grudging acquiescence. "This is the Bach as transcribed by me without Busoni and Liszt. It’s a very young Bach and it’s dedicated to his brother."
171780.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზუსტად ვიცოდი, ნაწარმოების რომელმა ფრაზამ მოხიბლა და ყოველ ჯერზე, როცა იმ ადგილას მივდიოდი, პატარა ძღვენივით ვუგზავნიდი: სინამდვილეში ხომ მას მივუძღვენი, როგორც ჩემში გაღვიძებული მშვენიერების ნიშანი. ამის აღმოჩენას დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა და მაიძულებდა გრძელი კადენციებით მომეწონებინა თავი.
I knew exactly what phrase in the piece must have stirred him the first time, and each time I played it, I was sending it to him as a little gift, because it was really dedicated to him, as a token of something very beautiful in me that would take no genius to figure out and that urged me to throw in an extended cadenza.