მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171781.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მხოლოდ მისთვის ვუკრავდი.
Just for him.
171782.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დარწმუნებული ვარ, ჩემზე უფრო ადრე მიხვდა, რომ... ვარშიყობდით.
We were—and he must have recognized the signs long before I did—flirting.
171783.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოგვიანებით, იმავე საღამოს, დღიურში ვწერდი: „გავაბუქე, როცა გითხარი, მეგონა, გეზიზღებოდა, რასაც ვუკრავდი-მეთქი.
Later that evening in my diary, I wrote: I was exaggerating when I said I thought you hated the piece.
171784.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სინამდვილეში, ამის თქმა მინდოდა: მეგონა, არ მოგწონდი.
What I meant to say was: I thought you hated me.
171785.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმედი მქონდა, გადამაფიქრებინებდი... ასეც მოხდა, ოღონდ ცოტა ხნით.
I was hoping you’d persuade me of the opposite—and you did, for a while.
171786.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხვალ აღარ მემახსოვრება. რატომ?“
Why won’t I believe it tomorrow morning?
171787.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გამოდის, ასეთიც შეიძლება იყოს-მეთქი, ვეუბნებოდი თავს, როცა ვნახე როგორ გადაიქცა ყინულის ლოდიდან მზის სხივად.
So this is who he also is, I said to myself after seeing how he’d flipped from ice to sunshine.
171788.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კითხვა გამიჩნდა: ნეტავ მეც ასე ვიცვლები?
I might as well have asked: Do I flip back and forth in just the same way?
171789.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„მხოლოდ ერთ ინსტრუმენტზე დასაკრავი ნაწარმოები არ ვართ; არც მე, არც შენ.“
P.S. We are not written for one instrument alone; I am not, neither are you.
171790.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მზად ვიყავი რთულ და უკარება ადამიანად მომენათლა და სათოფეზე არ გავკარებოდი.
I had been perfectly willing to brand him as difficult and unapproachable and have nothing more to do with him.
171791.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ორ სიტყვას მეტყოდა და გაბუტულ ტუჩებს ღიმილად ვაქცევდი, ვეტყოდი: რასაც შემიკვეთ, იმას დავუკრავ, სანამ არ მთხოვ, შეწყვიტეო, სანამ სადილის დრო არ დადგება, სანამ თითებზე კანი ფენა-ფენად არ შემომეცლება, რადგან მომწონს შენთვის რომ ვიხარჯები, ყველაფერს გიძღვნი;
Two words from him, and I had seen my pouting apathy change into I’ll play anything for you till you ask me to stop, till it’s time for lunch, till the skin on my fingers wears off layer after layer, because I like doing things for you, will do anything for you;
171792.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მხოლოდ ერთი სიტყვა მომიგდე და გაგიმხელ, რომ პირველი დღიდან მომწონხარ, და როცა მეგობრობის თხოვნას თავს ცივად აარიდებ, არ დავივიწყებ, რომ ეს დიალოგი შედგა, რომ უკეთესი დღეებიც არსებობს და ქარბუქის შემდეგ თაკარა ზაფხული დგება.
Just say the word, I liked you from day one, and even when you’ll return ice for my renewed offers of friendship, I’ll never forget that this conversation occurred between us and that there are easy ways to bring back summer in the snowstorm.
171793.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სულ მავიწყდებოდა, რომ მის შემთხვევაში გულგრილობა და აპათია ყოველთვის წამიერად სძლევდა მზიან წუთებში ჩამოვარდნილ ზავსა და სიმშვიდეს.
What I forgot to earmark in that promise was that ice and apathy have ways of instantly repealing all truces and resolutions signed in sunnier moments.
171794.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ივლისის ის საღამო დადგა, როცა სახლი მოულოდნელად დაცარიელდა, ჩვენ კი ეულად დავრჩით; მუცელში ცეცხლის ალი მომედო. „ცეცხლი“ პირველი, ყველაზე მარტივი სიტყვა იყო, რომელიც მოგვიანებით მომაფიქრდა, დღიურში საკუთარი განცდების გამორკვევას რომ ვცდილობდი.
Then came that July Sunday afternoon when our house suddenly emptied, and we were the only ones there, and fire tore through my guts—because "fire" was the first and easiest word that came to me later that same evening when I tried to make sense of it in my diary.
171795.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დიდხანს ველოდი. ოთახში, ლოგინზე გაშეშებული ვიწექი, რაღაც საზარლისა და დაუჯერებლის მოლოდინით გახევებული.
I’d waited and waited in my room pinioned to my bed in a trancelike state of terror and anticipation.
171796.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს არ იყო ვნების ცეცხლი, არც შემმუსვრელი ხანძარი, რაღაცამ გამაშეშა, თითქოს ორგანიზმში მაოხრებელი ყუმბარები ამიფეთქეს, რომელმაც ჟანგბადი შეიწოვა, შენ კი გდიხარ და სუნთქვა გიჭირს, რადგან მუცელში მთელი ძალით ჩაგარტყეს, ვაკუუმმა ფილტვის ყველა ქსოვილი დაგიფლითა, პირი გამოგიშრო, და ოცნებობ ხმა არავინ გაგცეს, იმიტომ რომ ლაპარაკი არ შეგიძლია, ლოცულობ, არავინ გთხოვოს, ფეხზე წამოდგე, იმიტომ რომ გული გაქვს დამძიმებული და ისე ჩქარა გიცემს, იფიქრებ, უმალ შუშის ნამსხვრევებს ამოაფრქვევს, ვიდრე დავიწროებულ სარქველებში სისხლს გაატარებსო.
Not a fire of passion, not a ravaging fire, but something paralyzing, like the fire of cluster bombs that suck up the oxygen around them and leave you panting because you’ve been kicked in the gut and a vacuum has ripped up every living lung tissue and dried your mouth, and you hope nobody speaks, because you can’t talk, and you pray no one asks you to move, because your heart is clogged and beats so fast it would sooner spit out shards of glass than let anything else flow through its narrowed chambers.
171797.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცეცხლი – შიში, ცეცხლი – მწუხარება! ვფიქრობდი, თუ ახლა კარზე არ დააკაკუნებს, მოვკვდები-მეთქი, მაგრამ მერჩია სულ არ დაეკაკუნებინა.
Fire like fear, like panic, like one more minute of this and I’ll die if he doesn’t knock at my door, but I’d sooner he never knock than knock now.
171798.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვისწავლე, ფანჯრები ფართოდ გამოხსნილი დამეტოვებინა, ლოგინზე მხოლოდ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ვწოლილიყავი. შიშველ სხეულს ცეცხლის ენები მილოკავდნენ.
I had learned to leave my French windows ajar, and I’d lie on my bed wearing only my bathing suit, my entire body on fire.
171799.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცეცხლი – მუდარა! გთხოვ, გთხოვ, მითხარი, რომ ვცდები, მითხარი, რომ ყველაფერი გამოვიგონე, რადგან არ მჯერა, შენც ასე იყო, და თუ ასე ხარ, მაშინ სამყაროს ყველაზე ბოროტ კაცად გაღიარებ.
Fire like a pleading that says, Please, please, tell me I’m wrong, tell me I’ve imagined all this, because it can’t possibly be true for you as well, and if it’s true for you too, then you’re the cruelest man alive.
171800.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ის საღამო, როგორც იქნა, ჩემს ოთახში გაუფრთხილებლად რომ შემოვიდა, თითქოს ჩემმა ლოცვამ გამოიძახაო და მკითხა, სხვებთან ერთად სანაპიროზე რატომ არ ერთობიო, მე კი ესღა გავიფიქრე, მაგრამ ვერ ვუთხარი: შენთან ყოფნა მინდოდა.
This, the afternoon he did finally walk into my room without knocking as if summoned by my prayers and asked how come I wasn’t with the others at the beach, and all I could think of saying, though I couldn’t bring myself to say it, was, To be with you.