მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171741.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყოველთვის დარბოდა. ავადმყოფობის დროსაც. თუ დასჭირდებოდა, ლოგინშიც ივარჯიშებდა.
He always exercised, even when he was sick; he’d exercise in bed if he had to.
171742.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასე თქვა, ღამე უცნობთან რომ გავატარო, მეორე დილით უთენია წამოვხტები და სარბენად წავალო.
Even when he’d slept with someone new the night before, he said, he’d still head out for a jog early in the morning.
171743.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთადერთხელ ვერ ივარჯიშა, როცა ოპერაცია გაუკეთეს.
The only time he didn’t exercise was when they operated on him.
171744.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როცა ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი (მიუხედავად იმისა, დავიფიცე, არ გამეღიზიანებინა), პასუხად გასართობი ყუთიდან ამომხტარი თოჯინას მსგავსი მოულოდნელი მტრული ღიმილით მიპასუხა: „სხვა დროს“.
When I asked him what for, the answer I had promised never to incite in him came at me like the thwack of a jack-in-the-box wearing a baleful smirk. "Later."
171745.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ ქანცგაწყვეტილი იყო და ლაპარაკი ეზარებოდა?! უნდოდა ენერგია სირბილსა თუ ცურვაში დაეხარჯა?!
Perhaps he was out of breath and didn’t want to talk too much or just wanted to concentrate on his swimming or his running.
171746.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ მიბიძგებდა მისთვის მიმებაძა?! საგანგაშო არაფერია.
Or perhaps it was his way of spurring me to do the same—totally harmless.
171747.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა ხშირად მაბნევდა და მაშფოთებდა ამოუხსნელი გულცივობა, ყველაზე მოულოდნელ დროს ჩვენ შორის რომ ჩამოწვებოდა ხოლმე.
But there was something at once chilling and off-putting in the sudden distance that crept between us in the most unexpected moments.
171748.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იფიქრებდით, ძალით აკეთებსო; მიახლოვდებოდა, უფრო ახლოს მოდიოდა, მერე კი მეგობრობის ყველა გამოვლინებას აქარწყლებდა.
It was almost as though he were doing it on purpose; feeding me slack, and more slack, and then yanking away any semblance of fellowship.
171749.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სისხლის გამყინავი მზერა ყოველთვის ბრუნდებოდა.
The steely gaze always returned.
171750.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთ დღეს უკანა ბაღში, აუზის გვერდით „ჩემს მაგიდასთან“ ვიჯექი და გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი, ის კი ბალახზე იწვა. უეცრად ვიგრძენი, თვალს არ მაშორებდა.
One day, while I was practicing my guitar at what had become "my table" in the back garden by the pool and he was lying nearby on the grass, I recognized the gaze right away.
171751.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვცდილობდი, ნოტების ფურცელს ჩავღრმავებოდი, მაგრამ ვერ გავუძელი და ავხედე, ნეტავ თუ მოსწონს, რასაც ვუკრავ-მეთქი. ძველებური მზერა დამახვედრა: საზიზღარი და ბასრი, როგორც აპრიალებული დანის პირი, რომელიც მაშინვე გადამალეს, როცა მსხვერპლმა თვალი შეავლო.
He had been staring at me while I was focusing on the fingerboard, and when I suddenly raised my face to see if he liked what I was playing, there it was: cutting, cruel, like a glistening blade instantly retracted the moment its victim caught sight of it.
171752.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მშვიდად გამიღიმა, თითქოს მითხრა, დამალვას აზრი არა აქვსო.
He gave me a bland smile, as though to say, No point hiding it now.
171753.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავი მოვარიდე.
Stay away from him.
171754.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალბათ, ჩემი აღელვება შენიშნა და საუბარი გამიბა. გიტარაზე მეკითხებოდა.
He must have noticed I was shaken and in an effort to make it up to me began asking me questions about the guitar.
171755.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დაძაბულობისგან გულწრფელად ვერ ვპასუხობდი.
I was too much on my guard to answer him with candor.
171756.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იგრძნო, სიტყვები მერეოდა და მიხვდა, რაღაც მნიშვნელოვანს ვმალავდი.
Meanwhile, hearing me scramble for answers made him suspect that perhaps more was amiss than I was showing.
171757.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ნუ მიხსნი.
Don’t bother explaining.
171758.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უბრალოდ, დაუკარი.
Just play it again.
171759.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მეგონა, გეზიზღებოდა.
But I thought you hated it.
171760.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მეზიზღებოდა?
Hated it?