მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171801.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შენთან ყოფნა მინდა, ოლივერ.
To be with you, Oliver.
171802.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საცურაო კოსტიუმს გავიხდი, ან ამოვიცვამ.
With or without my bathing suit.
171803.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შენთან ერთად. ჩემს ლოგინზე. შენს ლოგინში.
To be with you on my bed. In your bed.
171804.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რომელიც დანარჩენი თვეების განმავლობაში ჩემი ლოგინია.
Which is my bed during the other months of the year.
171805.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რაც გინდა, ის მიყავი. დამეუფლე.
Do with me what you want. Take me.
171806.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უბრალოდ მკითხე, და ნახავ, რას გიპასუხებ, მაგრამ ნება არ მომცე უარით გაგისტუმრო.
Just ask if I want to and see the answer you’ll get, just don’t let me say no.
171807.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მითხარი, რომ არ დამსიზმრებია, როცა ვიგრძენი, ღამით კართან ვიღაცა იდგა და უეცრად, ეს ვიღაც ჩემს ოთახში შემოიპარა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა, მძიმედ და დიდხანს, მერე გადმოიხარა და მომიწვა, არა, გვერდით კი არა, მუცელზე გართხმულს ზევიდან დამაწვა და ისე მესიამოვნა, ვერ გავბედე მეჩვენებინა, რომ გამოვიღვიძე, შემეშინდა, არ დავაფრთხო-მეთქი.
And tell me I wasn’t dreaming that night when I heard a noise outside the landing by my door and suddenly knew that someone was in my room, someone was sitting at the foot of my bed, thinking, thinking, thinking, and finally started moving up toward me and was now lying, not next to me, but on top of me, while I lay on my tummy, and that I liked it so much that, rather than risk doing anything to show I’d been awakened or to let him change his mind and go away;
171808.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავი მოვიტყუე, ძილს მივეცი, ვფიქრობდი ეს არ... ვერ... ნუ იქნებამეთქი ზმანება, რადგან სიტყვები, თვალდახუჭულს რომ დამირბოდა გონებაში, ასეთი იყო: აი, ეს არის შინ დაბრუნება, ტროელებსა და ლესტრიგონებთან შერკინების შემდეგ სახლის ზღურბლზე გადაბიჯება; იმ ადგილას, სადაც ყველა შენნაირია, სადაც გიცნობენ, სადაც გხვდებიან...
I feigned to be fast asleep, thinking, This is not, cannot, had better not be a dream, because the words that came to me, as I pressed my eyes shut, were, This is like coming home, like coming home after years away among Trojans and Lestrygonians, like coming home to a place where everyone is like you, where people know, they just know;
171809.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შინ დაბრუნება, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დგება და ნაღვლიანად აღმოაჩენ, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში უაზროდ ცელქობდი მხოლოდ.
Coming home as when everything falls into place and you suddenly realize that for seventeen years all you’d been doing was fiddling with the wrong combination.
171810.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სწორედ მაშინ გადავწყვიტე, გაუნძრევლად, სხეულის ერთი კუნთის შერხევის გარეშე გამემხილა, რომ თუ ოდნავ დაიძვრებოდი, შენი გავხდებოდი, უკვე შენი ვიყავი, თავფეხიანად შენი, მაგრამ მოულოდნელად გაიქეცი! ისეთი ტკბილი მოგონებაა, სიზმარს ვერ დავარქმევ, მაგრამ ზუსტად ვიცი, იმ დღის შემდეგ მხოლოდ იმას ვნატრობდი, ყოველ ღამე ჩემს ზმანებებში შემოსულიყავი.
Which was when I decided to convey without budging, without moving a single muscle in my body, that I’d be willing to yield if you pushed, that I’d already yielded, was yours, all yours, except that you were suddenly gone and though it seemed too true to be a dream, yet I was convinced that all I wanted from that day onward was for you to do the exact same thing you’d done in my sleep.
171811.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეორე დღეს ჩოგბურთს წყვილებში ვთამაშობდით. შესვენებაზე მაფალდას ლიმონათს ვსვამდით. მოვიდა და მხარზე ხელი დამადო, შემდეგ ცერითა და საჩვენებელი თითით მომიჭირა, თითქოს მეგობრულ მასაჟს მიკეთებსო. ძმაბიჭურად იქცეოდა.
The next day we were playing doubles, and during a break, as we were drinking Mafalda’s lemonades, he put his free arm around me and then gently squeezed his thumb and forefingers into my shoulder in imitation of a friendly hug massage—the whole thing very chummy-chummy.
171812.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოულოდნელმა ჟესტმა ისე დამაბნია, მისი შეხებისგან სასწრაფოდ გავითავისუფლე თავი, თორემ წამიც და ისე მოვეშვებოდი, როგორც პაწაწინა ხის სათამაშო, რომელიც მოსამართ ძაფებზე შეხებისას ეცემა.
But I was so spellbound that I wrenched myself free from his touch, because a moment longer and I would have slackened like one of those tiny wooden toys whose gimp-legged body collapses as soon as the mainsprings are touched.
171813.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გაოცებულმა მომიბოდიშა და მკითხა, ნერვები აგიშალე თუ რა მოხდაო... ჩემთვის ტკივილის მოყენება არ უნდოდა.
Taken aback, he apologized and asked if he had pressed a "nerve or something"—he hadn’t meant to hurt me.
171814.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალბათ, თავს საშინლად იგრძნობდა, რომ ეფიქრა, არასწორად შევეხე, ან ვაწყენინეო.
He must have felt thoroughly mortified if he suspected he had either hurt me or touched me the wrong way.
171815.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მე კი მეშინოდა მისი თავდაჯერება შემელახა.
The last thing I wanted was to discourage him.
171816.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხმადაბლა ამოვიბლუყუნე, არ მტკენია - მეთქი და მზად ვიყავი, საუბრის თემა შემეცვალა.
Still, I blurted something like, “It didn’t hurt,” and would have dropped the matter there.
171817.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა ვიგრძენი, დისკომფორტის გამო არ მომიშორებია თავიდან... აბა, რამ მაიძულა მეგობრების თვალწინ ასე დაუდევრად მოვქცეოდი?
But I sensed that if it wasn’t pain that had prompted such a reaction, what other explanation could account for my shrugging him off so brusquely in front of my friends?
171818.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შევეცადე, სახე ისე დამემანჭა, თითქოს მხარი ჯერ კიდევ მაწუხებდა და ტკივილის შემსუბუქებას ვცდილობდი.
So I mimicked the face of someone trying very hard, but failing, to smother a grimace of pain.
171819.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავში არასდროს მომსვლია, რომ სინამდვილეში იმან დამაფრთხო, რისაც ყველაზე მეტად ქალწულებს ეშინიათ, რომლებსაც სატრფო პირველად მიეკარება: ისეთ სიმებს შეურხევს, აქამდე არარსებული რომ ეგონათ, და იმ ვნებას გაუღვიძებს, მანამდე არასდროს რომ უგემიათ.
It never occurred to me that what had totally panicked me when he touched me was exactly what startles virgins on being touched for the first time by the person they desire: he stirs nerves in them they never knew existed and that produce far, far more disturbing pleasures than they are used to on their own.
171820.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, ჩემი რეაქციით შეფიქრიანებული ოლივერი თავს იკატუნებდა, თითქოს დაიჯერა, რომ მხარი მართლა მტკიოდა.
He still seemed surprised by my reaction but gave every sign of believing in, as I of concealing, the pain around my shoulder.