მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171821.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სულ ასე იქცეოდა: თავი გამანება, მაგრამ ჩემი მოძრაობის დეტალებს ფარულად სწავლობდა.
It was his way of letting me off the hook and of pretending he wasn’t in the least bit aware of any nuance in my reaction.
171822.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოგვიანებით მივხვდი, როგორი მახვილი მზერა ჰქონდა, რა მარტივად ხვდებოდა წინააღმდეგობრივ ნიშნებს. დარწმუნებული ვარ, ეჭვი ჰქონდა, საქმე ისე უბრალოდ არ იყო, როგორც მე ვაჩვენებდი.
Knowing, as I later came to learn, how thoroughly trenchant was his ability to sort contradictory signals, I have no doubt that he must have already suspected something.
171823.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მოდი, დაგეხმარები.
“Here, let me make it better.”
171824.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უცებ მოგირჩება, – ჩემი გამოცდა უნდოდა და მხარს მიზელდა.
He was testing me and proceeded to massage my shoulder.
171825.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მოეშვი, – ყველას გასაგონად მითხრა.
"Relax," he said in front of the others.
171826.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მოშვებული ვარ.
"But I am relaxing."
171827.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ფიცარივით დგახარ! ერთი ამას შეხედე, – მიმართა ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგარ გოგონას, მარციას, – რამდენი კვანძი აქვს.
"You’re as stiff as this bench. Feel this,” he said to Marzia, one of the girls closest to us. "It’s all knots."
171828.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ახლა მარციას თითებიც ვიგრძენი.
I felt her hands on my back.
171829.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– აი, აქ, – უბრძანა ოლივერმა და ხელისგული წელზე დამაჭირა, – გრძნობ? უნდა მოდუნდეს.
"Here," he ordered, pressing her flattened palm hard against my back. "Feel it? He should relax more," he said.
171830.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ჰო, უნდა მოდუნდეს, – გაიმეორა გოგონამ.
“You should relax more,” she repeated.
171831.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ ამაშიც ისეთივე სულელი გამოვდექი, როგორც ყველაფერში! ნართაული არ მესმოდა.
Perhaps, in this, as with everything else, because I didn’t know how to speak in code, I didn’t know how to speak at all.
171832.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავი ყრუ-მუნჯი მეგონა, თითების ენა რომ არ იცის.
I felt like a deaf and dumb person who can’t even use sign language.
171833.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გულის გადაშლის ისე მეშინოდა, გაუთავებლად ვბლუყუნებდი.
I stammered all manner of things so as not to speak my mind.
171834.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს იყო ჩემი ნიშნების ენა.
That was the extent of my code.
171835.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუ ჰაერს ყოჩაღად ჩავისუნთქავდი, რამდენიმე წინადადებას მარტივად ვართმევდი თავს.
So long as I had breath to put words in my mouth, I could more or lesscarry it off.
171836.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სხვა შემთხვევაში, ჩვენ შორის ჩამოწოლილი დუმილი გამცემდა, ამიტომ მერჩია სრულიად უმნიშვნელო სისულელე მეტლიკინა.
Otherwise, the silence between us would probably give me away—which was why anything, even the most spluttered nonsense, was preferable to silence.
171837.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დუმილი ბოლოს მომიღებდა!
Silence would expose me.
171838.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგრამ ყველაზე მეტად გამოაშკარავება მაღელვებდა.
But what was certain to expose me even more was my struggle to overcome it in front of others.
171839.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ისეთ სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი, სხეულის ენით გაუთავებელ მოუთმენლობასა და უსიტყვო ზიზღს ვაფრქვევდი.
The despair aimed at myself must have given my features something bordering on impatience and unspoken rage.
171840.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ამ ყველაფერს არასწორად ამოიკითხავდა.
That he might have mistaken these as aimed at him never crossed my mind.