მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171841.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ იმიტომ ვარიდებდი მზერას, როცა მომაშტერდებოდა, რომ სიმორცხვე დამემალა.
Maybe it was for similar reasons that I would look away each time he looked at me: to conceal the strain on my timidity.
171842.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემგან თავის არიდებას უკუღმართულად მიიღებდა, სიამაყეს შეულახავდა და მძვინვარე მზერით მიპასუხებდა.
That he might have found my avoidance offensive and retaliated with a hostile glance from time to time never crossed my mind either.
171843.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმედი მქონდა, მის შეხებაზე ჩემს უეცარ მოძრაობაში სხვა რაღაც ვერ ამოიკითხა.
What I hoped he hadn’t noticed in my overreaction to his grip was something else.
171844.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვიდრე გავეცლებოდი, მის ხელს მივენდე, თითქმის დავყევი კიდეც, თითქოს ვეუბნებოდი (როგორც უფროსებმა იციან, როცა გვერდით ჩავლილი მეგობარი მსუბუქ მასაჟს უკეთებთ): „არ შეჩერდე!“
Before shirking off his arm, I knew I had yielded to his hand and had almost leaned into it, as if to say—as I’d heard adults so often say when someone happened to massage their shoulders while passing behind them—Don’t stop.
171845.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნუთუ შენიშნა, რომ მზად ვიყავი, მის ხელს კი არ დავყოლოდი, მთელი სხეულით შევერთებოდი?
Had he noticed I was ready not just to yield but to mold into his body?
171846.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამ შეგრძნებებით აფორიაქებული ღამით დღიურის საწერად ჩამოვჯექი. ამ ამბავს: „გულყრა“ დავარქვი.
This was the feeling I took to my diary that night as well: I called it the “swoon.”
171847.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ფეხებში ძალა რატომ გამომეცალა?
Why had I swooned?
171848.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასე მარტივად შეეძლო ჩემი დამორჩილება? ნებისმიერ ადგილას შემეხებოდა, მე კი სხეულისა და სურვილების სიმტკიცეს დავკარგავდი?
And could it happen so easily—just let him touch me somewhere and I’d totally go limp and will-less?
171849.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამას გულისხმობს ხალხი, როცა ამბობს: კარაქივით დავდნიო? რატომ არ მინდოდა, ენახა, როგორი „კარაქიც“ ვიყავი?
Was this what people meant by butter melting? And why wouldn’t I show him how like butter I was?
171850.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმის მეშინოდა, მერე რაც მოხდებოდა?
Because I was afraid of what might happen then?
171851.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუ მეშინოდა, რომ დამცინებდა, ყველას მოუყვებოდა, ან ყმაწვილობაში ჩამითვლიდა და არაფრად ჩამაგდებდა?
Or was I afraid he would have laughed at me, told everyone, or ignored the whole thing on the pretext I was too young to know what I was doing?
171852.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ ყველაფერს გრძნობდა, და თუ გრძნობდა, ჩემს ტალღაზე იყო მომართული, ცდუნებას კი ვერ გაუძლებდა?
Or was it because if he so much as suspected—and anyone who suspected would of necessity be on the same wavelength—he might be tempted to act on it?
171853.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისი ცდუნება მინდოდა?
Did I want him to act?
171854.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუ მერჩია მთელი ცხოვრება ეს საიდუმლო პინგ-პონგი გვეთამაშა: თითქოს ვერ ვხვდებოდით, და ვერ ვხვდებოდით, რომ ვერ ვამჩნევდით, და ვერ ვამჩნევდით, რომ ვერ ვხედავდით...
Or would I prefer a lifetime of longing provided we both kept this little Ping-Pong game going: not knowing, not-not knowing, not-not-not knowing?
171855.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სჯობს ხმა არ ამოიღო, კრინტი არ დაძრა და თუ ვერ ამბობ: „ჰო“, ნუ იტყვი: „არა“, თქვი: „სხვა დროს“.
Just be quiet, say nothing, and if you can’t say "yes," don’t say "no," say "later."
171856.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნუთუ ამიტომ ხმარობენ ადამიანები სიტყვას: „შეიძლება“, როცა გულისხმობენ: „ჰო“, მაგრამ იმედი აქვთ, რომ იფიქრებ „არა“, სინამდვილეში კი ამას გულისხმობენ: „გთხოვ, თავიდან მკითხე, და კიდევ ერთხელ?“
Is this why people say "maybe" when they mean "yes," but hope you’ll think it’s "no" when all they really mean is, Please, just ask me once more, and once more after that?
171857.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვიხსენებ იმ ზაფხულს და ვერ ვიჯერებ, რომ „ცეცხლის ალისა“ და „გულყრის“ მიუხედავად, უამრავი ბედნიერი წამი მაგონდება.
I look back to that summer and can’t believe that despite every one of my efforts to live with the "fire" and the "swoon," life still granted wonderful moments.
171858.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იტალია.
Italy.
171859.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზაფხული.
Summer.
171860.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დილაუთენია ჭრიჭინების ხმა.
The noise of the cicadas in the early afternoon.