მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171861.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი ოთახი.
My room.
171862.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისი ოთახი.
His room.
171863.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩვენი საერთო აივანი, გარესამყაროსგან რომ გვაშორებდა.
Our balcony that shut the whole world out.
171864.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემს საძინებელში ბაღიდან ამოვარდნილი თბილი ნიავი.
The soft wind trailing exhalations from our garden up the stairs to my bedroom.
171865.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზაფხული, როცა თევზაობა შევიყვარე.
The summer I learned to love fishing.
171866.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმიტომ, რომ იმას უყვარდა.
Because he did.
171867.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შევიყვარე დილით ვარჯიში.
To love jogging.
171868.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმიტომ, რომ იმას უყვარდა.
Because he did.
171869.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შევიყვარე რვაფეხა, ჰერაკლიტე, ტრისტანი.
To love octopus, Heraclitus, Tristan.
171870.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზაფხული, როცა ვისმენდი ჩიტების ჟღურტულს, შევიგრძნობდი მცენარეების სურნელს, ვხედავდი თბილი დღის ბოლოს ჩვენს ფეხებთან შემოპარულ ნისლს, და რადგან შეგრძნებები გამძაფრებული მქონდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ ის რაზე ფიქრობს-მეთქი.
The summer I’d hear a bird sing, smell a plant, or feel the mist rise from under my feet on warm sunny days and, because my senses were always onalert, would automatically find them rushing to him.
171871.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რამდენ რამეზე შემეძლო თვალის დახუჭვა: მინდოდა მზის შუქზე იშვიათი სითეთრით მბზინავ მის მუხლებსა და მაჯებს შევხებოდი;
I could have denied so many things—that I longed to touch his knees and wrists when they glistened in the sun with that viscous sheen I’ve seen in so very few;
171872.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მიყვარდა მისი უჩვეულო თიხის ლაქებით მოთხვრილი თეთრი შორტები; კვირების განმავლობაში მისი სხეულიც ამ ფერად შეიღება;
That I loved how his white tennis shorts seemed perpetually stained by the color of clay, which, as the weeks wore on, became the color of his skin;
171873.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მსიამოვნებდა იმის შემჩნევა, როგორ უღიავდებოდა ისედაც ქერა თმა და ალიონზე ახლად ამოწვერილი მზის სხივებზე უბრწყინავდა; როგორ უფრიალებდა გრილი სიო თხელ პერანგს აუზის პირას მოკალათებულს, და ამ ქსოვილში გამოკეტილი კანისა და ოფლის სურნელი, რომელზე უბრალო გაფიქრებისასაც მიდგებოდა.
That his hair, turning blonder every day, caught the sun before the sun was completely out in the morning; that his billowy blue shirt, becoming ever more billowy when he wore it on gusty days on the patio by the pool, promised to harbor a scent of skin and sweat that made me hard just thinking of it.
171874.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შემეძლო, ამ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა...
All this I could have denied.
171875.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დამეჯერებინა, რომ არ არსებობდა.
And believed my denials.
171876.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგრამ ყველაზე მეტად მისი ოქროს ყელსაბამი, დავითის ვარსკვლავი და ოქროს მედუზა მიზიდავდა, რომელიც მარწმუნებდა, რომ მასში რაღაც უფრო მეტი იმალებოდა, ვიდრე მინდოდა. სხვა ყველაფერი შეთქმულებივით ერთმანეთს გვაშორებდა, ეს პატარა დეტალი კი ჩვენს განსხვავებულ ბუნებას არ ემორჩილებოდა.
But it was the gold necklace and the Star of David with a golden mezuzah on his neck that told me here was something more compelling than anything I wanted from him, for it bound us and reminded me that, while everything else conspired to make us the two most dissimilar beings, this at least transcended all differences.
171877.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისი ვარსკვლავი ჩვენთან სტუმრობის პირველივე დღეს შევნიშნე და იმავე წამს მივხვდი, რომ რაც მასში მაოცებდა და მასთან მარადიული მეგობრობისკენ მიბიძგებდა, ჩვენზე დიდი გახლდათ, მის სულზე დიდი, ჩემს სხეულსა თუ დედამიწაზე დიდი.
I saw his star almost immediately during his first day with us. And from that moment on I knew that what mystified me and made me want to seek out his friendship, without ever hoping to find ways to dislike him, was larger than anything either of us could ever want from the other, larger and therefore better than his soul, my body, or earth itself.
171878.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვაკვირდებოდი მის კისერს, ვარსკვლავსა თუ ენატანია ამულეტს და ასე მეგონა, რაღაც მივიწყებულ, ძველისძველ უკვდავებაში ვიცქირებოდი, რომელიც ჩემსა და მასში, ორივეში, ათას წელს თვლემდა, ახლა კი მზად იყო, ერთმანეთს შერწყმოდა.
Staring at his neck with its star and telltale amulet was like staring at something timeless,ancestral, immortal in me, in him, in both of us, begging to be rekindled and brought back from its millenary sleep.
171879.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როგორ არ იმჩნევდა, რომ ასეთი ყელსაბამი მეც მქონდა.
What baffled me was that he didn’t seem to care or notice that I wore one too.
171880.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალბათ, ვერც იმას ხედავდა, რამდენჯერ შემითვალიერებია მისი საცურაო კოსტიუმის მოხაზულობა, რათა დავრწმუნებულიყავი, უდაბნოს მოძმეებად რომ დავიბადეთ.
Just as he probably didn’t care or notice each time my eyes wandered along his bathing suit and tried to make out the contour of what made us brothers in the desert.