მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171881.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემს ოჯახს თუ არ ჩავთვლით, ალბათ ერთადერთი ებრაელი იყო, რომელმაც ბ.-ში დაადგა ფეხი.
With the exception of my family, he was probably the only other Jew who had ever set foot in B.
171882.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ამას პირველივე შეხვედრისას გაგრძნობინებდათ.
But unlike us he let you see it from the very start.
171883.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩვენს ებრაელობას ვერ შეამჩნევდით.
We were not conspicuous Jews.
171884.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იუდაიზმს გულზე ისე ვატარებდით, როგორც დედამიწის დანარჩენ ნაწილში გაბნეული ებრაელები: პერანგის ქვეშ კი არ ვმალავდით, ვიჩურთავდით.
We wore our Judaism as people do almost everywhere in the world: under the shirt, not hidden, but tucked away.
171885.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„წინდახედული ებრაელები“, იტყოდა ხოლმე დედაჩემი.
"Jews of discretion," to use my mother’s words.
171886.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როდესაც ველოსიპედზე ამხედრებული, პერანგმოღეღილი ოლივერი პირველად შევათვალიერეთ, თავისი სარწმუნოების გამომზეურებას არაფრად რომ დაგიდევდათ, ჭკუა ვისწავლეთ: შეგვეძლო, ჩვენც მასავით გაბედულები ვყოფილიყავით, და არავინ დაგვძრახავდა.
To see someone proclaim his Judaism on his neck as Oliver did when he grabbed one of our bikes and headed into town with his shirt wide open shocked us as much as it taught us we could do the same and get away with it.
171887.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბევრჯერ წავბაძე კიდეც.
I tried imitating him a few times.
171888.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა ისეთი ჩაკეტილი ვიყავი, როგორც გასახდელ ოთახში შიშვლად შეტანტალებული მამაკაცი, რომელიც ცდილობს ჩვეულებრივად მოიქცეს, ბოლოს კი თავისი სხეულით აღეგზნება.
But I was too self-conscious, like someone trying to feel natural while walking about naked in a locker room only to end up aroused by his own nakedness.
171889.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ქალაქში ჩასული, იუდაიზმს მდუმარე მღელვარებით დავატარებდი, რომელიც სირცხვილის ნიშანი უფრო არის, ვიდრე სიამაყისა.
In town, I tried flaunting my Judaism with the silent bluster that comes less from arrogance than from repressed shame.
171890.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ის მე არ მგავდა.
Not him.
171891.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერ ვიტყვი, რომ ებრაელების კათოლიკურ სამყაროში ცხოვრებაზე არასდროს უფიქრია.
It’s not that he never thought about being Jewish or about the life of Jews in a Catholic country.
171892.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან ამაზეც გვილაპარაკია. ვიდრე შუადღის სიცხისგან გათანგული სახლის დანარჩენი სტუმრები ცარიელ საძინებლებში თვლემდნენ, ჩვენს საქმიანობას გადავდებდით ხოლმე და საათობით ვლაყბობდით.
Sometimes we spoke about just this topic during those long afternoons when both of us would put aside work and enjoy chatting while the entire householdand guests had all drifted into every available bedroom to rest for a few hours.
171893.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნიუ-ინგლენდის პატარა ქალაქებში დიდხანს ეცხოვრა და იცოდა, რას ნიშნავს, იყო გამორჩეული ებრაელი.
He had lived long enough in small towns in New England to know what it felt like to be the odd Jew out.
171894.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, იუდაიზმი ჩემსავით არ აწუხებდა. რჯული არ უქმნიდა დისკომფორტს დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობისას.
But Judaism never troubled him the way it troubled me, nor was it the subject of an abiding, metaphysical discomfort with himself and the world.
171895.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მასში არც მისტიკურ, გამოსყიდული ძმობის უხსენებელ აღთქმას ეძებდა.
It did not even harbor the mystical, unspoken promise of redemptive brotherhood.
171896.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ ამიტომ ეწყობოდა ებრაელობას ასე მარტივად? იმ ბავშვს ვგავდი, მუწუკების მოშორებას რომ ნატრობს, მაგრამ გაუთავებლად იქექება.
And perhaps this was why he wasn’t ill at ease with being Jewish and didn’t constantly have to pick at it, the way children pick at scabs they wish would go away.
171897.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ებრაელობა მოსწონდა.
He was okay with being Jewish.
171898.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აკმაყოფილებდა საკუთარი თავი, სხეული, გარეგნობა, ბურთის მოგერიების ოსტატობა, შერჩეული წიგნები, მუსიკა, ფილმები და მეგობრები.
He was okay with himself, the way he was okay with his body, with his looks, with his antic backhand, with his choice of books, music, films, friends.
171899.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არ ედარდებოდა, რომ ჯილდოდ მიღებული ძვირფასი კალმისტარი დაკარგა.
He was okay with losing his prized Mont Blanc pen.
171900.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„სხვას ვიყიდი“.
"I can buy another one just like it."