მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171901.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არც კრიტიკის ეშინოდა.
He was okay with criticism too.
171902.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამაჩემს თავისი ნაშრომის რამდენიმე გვერდი წააკითხა. ამ ნაწილით განსაკუთრებით ამაყობდა.
He showed my father a few pages he was proud of having written.
171903.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამაჩემმა უთხრა, ჰერაკლიტეს სიღრმეებს არაჩვეულებრივად ჩასწვდი, მაგრამ ნაწერი გასასწორებელიაო. „ფილოსოფოსის პარადოქსული ბუნების ახსნა თუ გინდა, ჯერ უნდა გაითავისო“.
My father told him his insights into Heraclitus were brilliant but needed firming up, that he needed to accept the paradoxical nature of the philosopher’s thinking, not simply explain it away.
171904.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი მზად იყო ნაწერი გაესწორებინა. პარადოქსითაც კმაყოფილი ჩანდა.
He was okay with firming things up, he was okay with paradox.
171905.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სახატავ დაფას მიუბრუნდა; არც ეს ადარდებდა.
Back to the drawing board—he was okay with the drawing board as well.
171906.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი ახალგაზრდა დეიდა ღამით კატერით გასასეირნებლად დაპატიჟა.
He invited my young aunt for a tête-à-tête midnight gita—spin—in our motorboat.
171907.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ქალმა უარი უთხრა.
She declined.
171908.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რამდენიმე დღეში ახლიდან სთხოვა, კიდევ ერთი უარი მიიღო, მაგრამ არ დაღონებულა.
That was okay. He tried again a few days later, was turned down again, and again made light of it.
171909.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არც დეიდაჩემი დარდობდა და კიდევ ერთ კვირას რომ დარჩენილიყო, ალბათ ოლივერთან ერთად კატერით მზის ამოსვლამდე ისეირნებდა.
She too was okay with it, and, had she spent another week with us,would probably have been okay with going out to sea for a midnight gita that could easily have lasted till sunrise.
171910.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისი სტუმრობის პირველ დღეებში ერთადერთხელ შევნიშნე, რომ ეს წყნარი, უპრეტენზიო, აუღელვებელი, უბრალო ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა, რომელიც ასე მარტივად ეგუებოდა ამდენ ცხოვრებისეულ სირთულეს, სინამდვილეში გარემოებისა და ადამიანების ცივი, ღრმა და ზუსტი მსაჯული გახლდათ.
Only once during his very first few days did I get a sense that this willful but accommodating, laid-back, water-overmy-back, unflappable, unfazed twenty-four-year-old who was so heedlessly okay with so many things in life was, in fact, a thoroughly alert, cold, sagacious judge of character and situations.
171911.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საუბარს მხოლოდ ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ იწყებდა.
Nothing he did or said was unpremeditated.
171912.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოქმედებაც მოზომილი ჰქონდა. სხვების ფასადის მიღმა იმიტომ იქექებოდა, რომ ეშინოდა მის სულში არ ჩაეხედათ.
He saw through everybody, but he saw through them precisely because the first thing he looked for in people was the very thing he had seen in himself and may not have wished others to see.
171913.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გაოცებულმა დედაჩემმა ერთ დღეს ისიც აღმოაჩინა, ოლივერი პოკერის არაჩვეულებრივი მოთამაშე იყო და კვირაში ორჯერ საღამოობით ქალაქში, როგორც თვითონ ეძახდა, „რამდენიმე ხელი ეთამაშა“.
He was, as my mother was scandalized to learn one day, a supreme poker player who’d escape into town at night twice a week or so to "play a few hands."
171914.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აი, რატომ გახსნა ჩამოსვლისთანავე ბანკის ანგარიში.
This was why, to our complete surprise, he had insisted on opening a bank account on the very day of his arrival.
171915.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორც წესი, ჩვენი ჯიბეგაფხეკილი მდგმურები ადგილობრივ ბანკში ფეხს არ დგამდნენ.
None of our residents had ever had a local bank account. Most didn’t have a penny.
171916.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს ამბავი სადილობისას მოხდა. მამაჩემმა ახალგაზრდობაში ფილოსოფიით გატაცებული მეგობარი ჟურნალისტი დაპატიჟა. სტუმარს, მართალია, ჰერაკლიტეზე ნაშრომი არ შეუქმნია, მაგრამ ნებისმიერ თემაზე კამათის სურვილით იყო ანთებული.
It had happened during a lunch when my father had invited a journalist who had dabbled in philosophy in his youth and wanted to show that, though he had never written about Heraclitus, he could still spar on any matter under the sun.
171917.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი თვალში არ მოუვიდა.
He and Oliver didn’t hit it off.
171918.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოგვიანებით მამამ თქვა: – როგორი ენამოსწრებული კაცია... თანაც, ჭკვიანი.
Afterward, my father had said, "A very witty man—damn clever too."
171919.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მართლა ასე ფიქრობთ, პროფესორო? – შეაწყვეტინა ოლივერმა, რომელიც ვერ ხვდებოდა, დამყოლი ბუნების მქონე მამაჩემს წინააღმდეგობა რომ არ უყვარდა; არც ის სიამოვნებდა, პროფესორს რომ ეძახდნენ. თუმცა, ოლივერისგან ორივეს მშვიდად იტანდა.
"Do you really think so, Pro?" Oliver interrupted, unaware that my father, while very easygoing himself, did not always like being contradicted, much less being called Pro, though he went along with both.
171920.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– დიახ, ასე ვფიქრობ, – დაიჟინა მამამ.
"Yes, I do," insisted my father.