მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171941.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ იმიტომ კი არ მიღიმოდა, რომ შეცდომა გაეპარა, არამედ ჩემშიც აღმოაჩინა რაღაც სასაცილო, როგორ ფარულად, ჭირვეულად და ბავშვურად ვცდილობდი ჩვენში უამრავი საერთოს გამონახვას.
Or perhaps his smile was his way of countering myreading tit for tat with the unstated suggestion that, much as he’d been caught trying to affect total casualness on the face of his offer, he too had found something to smile about in me —namely, the shrewd, devious, guilty pleasure I derived in finding so many imperceptible affinities between us.
171942.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შეიძლება, არაფერი მომხდარა და ყველაფერი მე გამოვიგონე.
There may have been nothing there, and I might have invented the whole thing.
171943.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგრამ ორივე ვხვდებოდით, რომ მეორეს რაღაცაში წავასწარით.
But both of us knew what the other had seen.
171944.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმ საღამოს, როცა კინოთეატრისკენ ველოსიპედზე შემომსხდარი მივქროდით, კმაყოფილებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი.
That evening, as we biked to the movie theater, I was—and I didn’t care to hide it—riding on air.
171945.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნუთუ ამ ყველაფრის ცოდნის მიუხედავად, ვერ მიხვდა, რატომ გავეცალე მის ხელს?
So, with so much insight, would he not have noticed the meaning behind my abrupt shrinking away from his hand?
171946.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერ იგრძნო, წამიერად მის ბიძგს რომ მივენდე?
Not notice that I’d leaned into his grip?
171947.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერ ამოიკითხა, რომ მხრებს ტყუილად მიზელდა, თავს უფლებას ვერ მივცემდი მისი თანდასწრებით მოვშვებულიყავი, დაჭიმულობა იყო ჩემი უკანასკნელი თავშესაფარი, ბოლო თავდაცვა, რომ არ ვუძალიანდებოდი, ვერ გავუძალიანდებოდი, არასდროს გავუძალიანდებოდი; რა მნიშვნელობა აქვს, რას მთხოვდა?!
Not know that I didn’t want him to let go of me? Not sense that when he started massaging me, my inability to relax was my last refuge, my last defense, my last pretense, that I had by no means resisted, that mine was fake resistance, that I was incapable of resisting and would never want to resist, no matter what he did or asked me to do?
171948.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არ იცოდა, კვირა საღამოს ჩემს ლოგინზე რატომ ვიჯექი, როცა სახლში ჩვენ ორის გარდა არავინ იყო? ოთახში შემოვიდა და მკითხა, დანარჩენებთან ერთად საბანაოდ რატომ არ წახვედიო, მე კი თვალი ვერ გავუსწორე, ხმა ვერ ამოვიღე და უბრალოდ მხრები ავიჩეჩე. ჰაერი არ მყოფნიდა, ყელიდან სიტყვები არ ამომდიოდა და პირი რომ გამეღო, ან სასოწარკვეთილი გადავუშლიდი გულს, ან ავტირდებოდი; ან – ერთი, ან – მეორე.
Not know, as I sat on my bed that Sunday afternoon when no one was home except for the two of us and watched him enter my room and ask me why I wasn’t with the others at the beach, that if I refused to answer and simply shrugged my shoulders under his gaze, it was simply so as not to show that I couldn’t gather sufficient breath to speak, that if I so much as let out a sound it might be to utter a desperate confession or a sob—one or the other?
171949.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ღრმა ბავშვობის შემდეგ ასეთ ცუდ დღეში არავის ჩავუგდივარ.
Never, since childhood, had anyone brought me to such apass.
171950.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალერგია მაქვს-მეთქი. მეც.
Bad allergy, I’d said. Me too, he replied.
171951.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთი სენი შეგვყრიაო.
We probably have the same one.
171952.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მხრები კიდევ ერთხელ ავიჩეჩე.
Again I shrugged my shoulders.
171953.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცალ ხელში ჩემი პატარა სათამაშო დათუნია აიღო, თავისკენ მიიბრუნა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
He picked up my old teddy bear in one hand, turned its face toward him, and whispered something into its ear.
171954.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შემდეგ დათუნია ჩემკენ მოაბრუნა, ხმა დაიბოხა და თქვა: – რა გჭირს? ცუდად ხარ.
Then, turning the teddy’s face to me and altering his voice, asked, “What’s wrong? You’re upset.”
171955.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალბათ შეამჩნია, საცურაო კოსტიუმი რომ მეცვა.
By then he must have noticed the bathing suit I was wearing.
171956.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზედმეტად მქონდა ჩამოჩაჩული?
Was I wearing it lower than was decent?
171957.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– გინდა, საბანაოდ წავიდეთ? – მკითხა მან.
“Want to go for a swim?” he asked.
171958.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– შეიძლება. სხვა დროს, – მისი სიტყვები დავუბრუნე. ვცდილობდი, რაც შეიძლება ცოტა მელაპარაკა, რომ ვერ მიმხვდარიყო, სუნთქვა მიჭირდა.
“Later, maybe,” I said, echoing his word but also trying to say as little as possible before he’d spot I was out of breath.
171959.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ახლავე წავიდეთო. ხელი გამომიწოდა, ადგომაში რომ დამხმარებოდა.
“Let’s go now.” He extended his hand to help me get up.
171960.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხელი ჩამოვართვი, სახე მოვაცილე და კედელს მივაჩერდი. – რა აუცილებლობაა? – ვკითხე. ვემუდარებოდი, დარჩი-მეთქი.
I grabbed it and, turning on my side facing the wall away from him to prevent him from seeing me, I asked, “Must we?” This was the closest I would ever come to saying, Stay.