მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171961.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემთან იყავი.
Just stay with me.
171962.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აიღე ეს ხელი და სადაც გინდა, იქ დამადე, გამაშიშვლე, დამეუფლე, ხმას არ ამოვიღებ, არავის ვეტყვი, ხომ იცი, ამდგარი მაქვს და თუ არ მომეხვევი, ამ ხელს წაგართმევ, საცურაო კოსტიუმში ჩავიცურებ და უფლებას მოგცემ, იმდენი თითი შემიყო, რამდენიც გინდა.
Let your hand travel wherever it wishes, take my suit off, take me, I won’t make a noise, won’t tell a soul, I’m hard and you know it, and if you won’t, I’ll take that hand of yours and slip it into my suit now and let you put as many fingers as you want inside me.
171963.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნუთუ ვერაფერს ხვდებოდა?!
He wouldn’t have picked up on any of this?
171964.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასე თქვა, გამოვიცვლიო. მერე ოთახიდან გავიდა.
He said he was going to change and walked out of my room.
171965.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ქვემოთ დაგელოდები!
“I’ll meet you downstairs.”
171966.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უბეზე დავიხედე. შეშფოთებულმა აღმოვაჩინე, სველი მქონდა. დაინახავდა? დარწმუნებული ვარ!
When I looked at my crotch, to my complete dismay I saw it was damp. Had he seen it? Surely he must have.
171967.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სანაპიროზე წასვლაც ამიტომ აიტეხა. ოთახიდანაც ამიტომ გავიდა. თავში მუშტი ჩავირტყი.
That’s why he wanted us to go to the beach. That’s why he walked out of my room. I hit my head with my fist.
171968.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეთი დაუდევარი და დაუფიქრებელი სულელი როგორ ვიყავი?!
How could I have been so careless, sothoughtless, so totally stupid?
171969.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რა თქმა უნდა, დაინახავდა.
Of course he’d seen.
171970.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მასთან მოქცევა მისგანვე უნდა მესწავლა: მხრები ამეჩეჩა და პროსტატის წვენზე ბევრი არ მეფიქრა. მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვიყავი.
I should have learned to do what he’d have done. Shrugged my shoulders—and been okay with pre-come. But that wasn’t me.
171971.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერასდროს ვიტყოდი, მერე რა, რომ დამინახა? ახლა ყველაფერი იცის.
It would never have occurred to me to say, So what if he saw? Now he knows.
171972.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ფიქრად ვერ გავივლებდი, რომ ის ვიღაც, ვინც ჩემ ჭერქვეშ ცხოვრობდა, დედაჩემთან ბანქოს თამაშობდა, საუზმესა და ვახშამს ჩვენი სუფრიდან მიირთმევდა, ჩვენს ერთერთ საწოლში ეძინა, ჩვენს პირსახოცებს ხმარობდა, ჩვენს მეგობრებში გაერია, წვიმიან დღეებში ჩვენს ტელევიზორს უყურებდა, როცა უეცარ სიგრილეში პლედებში გახვეულები მყუდროდ ვისხედით და ფანჯრებზე ახმაურებული წვეთების ხმას ვუსმენდით, ვიღაც, ვინც ჩემს სამყაროში შემოიჭრა, იმით დაინტერესდებოდა, რაც მე მაინტერესებდა, მოუნდებოდა ის, რაც მე მინდოდა, გახდებოდა ის, ვინც მე ვიყავი.
What never crossed my mind was that someone else who lived under our roof, who played cards with my mother, ate breakfast and supper at our table, recited the Hebrew blessing on Fridays for the sheer fun of it, slept in one of our beds, used our towels, shared our friends, watched TV with us on rainy days when we sat in the living room with a blanket around us because it got cold and we felt so snug being all together as we listened to the rain patter against the windows—that someone else in my immediate world might like what I liked, want what I wanted, be who I was.
171973.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერ წარმოვიდგენდი, რადგან არც წიგნებში ამომიკითხავს, არც ჭორისთვის მომიკრავს ყური, რომ ჩემი ასაკის ადამიანს ერთდროულად ნდომებოდა კაციც ყოფილიყო და ქალიც, ყოფილიყო კაცთანაც და ქალთანაც.
It would never have entered my mind because I was still under the illusion that, barring what I’d read in books, inferred from rumors, and overheard in bawdy talk all over, no one my age had ever wanted to be both man and woman—with men and women.
171974.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი ასაკის ბიჭები ადრეც მომწონდა, რამდენიმე გოგოსთანაც ვწოლილვარ.
I had wanted other men my age before and had slept with women.
171975.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სანამ ტაქსიდან არ გადმოვიდა და ჩვენს სახლში არ შემოაბიჯა, ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთი ახალგაზრდა, საკუთარ თავში დარწმუნებული არსება მზად იქნებოდა თავისი სხეული ჩემთვის თავდაუზოგავად გაეზიარებინა. მე კი ტკივილამდე მინდოდა ერთიანად შევესრუტე.
But before he’d stepped out of the cab and walked into our home, it would never have seemed remotely possible that someone so thoroughly okay with himself might want me to share his body as much as I ached to yield up mine.
171976.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მიუხედავად ამისა, მისი ჩამოსვლიდან ერთი კვირის თავზე, ყოველ ღამე ვნატრობდი საძინებლიდან საერთო აივანზე ფანჯრიდან გადმომძვრალიყო.
And yet, about two weeks after his arrival, all I wanted every night was for him to leave his room, not via its front door, but through the French windows on our balcony.
171977.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მინდოდა გამეგო, როგორ გაიხსნებოდა მისი დარაბა, ფეხსაცმელები აივანზე აშრიალდებოდა, მერე ჩემი ფანჯარა, რომელსაც არასდროს ვკეტავდი, შეიხსნებოდა, ჩემს ოთახში თამამად გადმოაბიჯებდა, რადგან ყველას ღრმად ეძინა, საბნის ქვეშ შემომიძვრებოდა, უსიტყვოდ შემომაცლიდა ტანსაცმელს, მე კი მისი სიახლოვე ისე მომინდებოდა, როგორც არავინ მომდომებია ცხოვრებაში, ნაზად, ნელა და იმ სიკეთით, ერთი ებრაელი მეორეს რომ გაუზიარებს, შეესწავლა ჩემი სხეული, ფრთხილად შეესწავლა სხეული და მოესმინა ის სიტყვები, ბოლო დღეებში რომ ვიზეპირებდი: ოღონდ, არ მატკინო... რაც ამას ნიშნავს: თუ გინდა, მატკინე.
I wanted to hear his window open, hear his espadrilles on the balcony, and then the sound of my own window, which was never locked, being pushed open as he’d step into my room after everyone had gone to bed, slip under my covers, undress me without asking, and after making me want him more than I thought I could ever want another living soul, gently, softly, and, with the kindness one Jew extends to another, work his way into my body, gently and softly, after heeding the words I’d been rehearsing for days now, Please, don’t hurt me, which meant, Hurt me all you want.
171978.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დღის განმავლობაში ოთახში იშვიათად ვჩერდებოდი.
I seldom stayed in my room during the day.
171979.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბოლო წლებში აუზის გვერდით ქოლგიანი მრგვალი მაგიდა ამოვიჩემე.
Instead, for the past few summers I had appropriated a round table with an umbrella in the back garden by the pool.
171980.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პაველი, წინა ზაფხულის სტუმარი, თავის საძინებელში მუშაობას ანიჭებდა უპირატესობას, აივანზე კი იშვიათად გამოდიოდა, რომ ზღვისთვის შეევლო თვალი, ან სიგარეტი მოეწია.
Pavel, our previous summer resident, had liked working in his room, occasionally stepping out onto the balcony to get a glimpse of the sea or smoke a cigarette.