მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172001.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ჰო. – რას აკეთებ? – ვკითხულობ.
“Yes?” “What are you doing?” “Reading.”
172002.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– არა, მატყუებ.
“No, you’re not.”
172003.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მაშინ... ვფიქრობ.
“Thinking, then.”
172004.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– რაზე? ვკვდებოდი, ისე მინდოდა გამხელა.
“About?” I was dying to tell him.
172005.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– პირადულია.
“Private,” I replied.
172006.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ვერ მეტყვი?
“So you won’t tell me?”
172007.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ვერა, ვერ გეტყვი.
“So I won’t tell you.”
172008.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ესე იგი, ვერ მეტყვი, – სევდიანად გაიმეორებდა.
“So he won’t tell me,” he repeated, pensively, as if explaining to someone about me.
172009.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორ მიყვარდა, ჩემს ფრაზებს რომ იმეორებდა.
How I loved the way he repeated what I myself had just repeated.
172010.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალერსს მაგონებდა, რომელიც ჯერ დაუფიქრებლად ხდება, მეორედ – გააზრებულად, მესამედ კი...
It made me think of a caress, or of a gesture, which happens to be totally accidental the first time but becomes intentional the second time and more so yet the third.
172011.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგონებდა მაფალდას, რომელიც ყოველ დილით ჩემს ლოგინს ალაგებდა: ჯერ ლეიბზე გადასაფარებელს გადააკრავდა, შემდეგ აფუებულ ბალიშებს ასწორებდა და ბოლოს ყველაფერს საბნის ქვეშ მალავდა; განმეორებითი მოქმედება, რომლის ქვეშაც ჯადოსნური, ღვთიური საჩუქარი იმალებოდა, როგორც ვნების წამებში აღმომხდარი თანხმობა.
It reminded me of the way Mafalda would make my bed every morning, first by folding the top sheet over the blanket, then by folding the sheet back again to cover the pillows on top of the blanket, and once more yet when she folded the whole thing over the bedspread—back and forth until I knew that tucked in between these multiple folds were tokens of something at once pious and indulgent, like acquiescence in an instant of passion.
172012.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შუადღეს მსუბუქი და მორიდებული დუმილი ჩამოვარდებოდა ხოლმე.
Silence was always light and unobtrusive on those afternoons.
172013.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ვერ გეტყვი, – ვეტყოდი მე.
“I’m not telling,” I said.
172014.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მაშინ, ძილს გავაგრძელებ, – მიპასუხებდა ის.
“Then I’m going back to sleep,” he’d say.
172015.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ძველებურად გრძელი პაუზა.
Profound silence again.
172016.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცოტა ხანში: – ნამდვილი სამოთხეა.
Moments later: “This is heaven.”
172017.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე საათობით არ იღებდა ხმას.
And I wouldn’t hear him say another word for at least an hour.
172018.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცხოვრებაში ამაზე მეტად არაფერი მსიამოვნებდა: მაგიდასთან ჯდომა, მუსიკალური ტრანსკრიფციების კეთება და მუცელზე მწოლიარე ოლივერის თვალიერება, რომელიც სინიორა მილანისგან დილით წამოღებულ ნათარგმნ გვერდებს ასწორებდა.
There was nothing I loved more in life than to sit at my table and pore over my transcriptions while he lay on his belly marking pages he’d pick up every morning from Signora Milani, his translator in B.
172019.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ერთი ამას შეხედე, – იტყოდა ხანდახან, ყურსასმენებს მოიშორებდა და გაჭიანურებული ზაფხულის დილის დახუთულობას ფანტავდა, – ნახე, რა სისულელეს წერენ, – და რამდენიმე თვის წინ დაწერილი ნაშრომიდან გრძელ ეპიზოდებს მიკითხავდა.
“Listen to this,” he’d sometimes say, removing his headphones, breaking the oppressive silence of those long sweltering summer mornings. “Just listen to this drivel.” And he’d proceed to read aloud something he couldn’t believe he had written months earlier.
172020.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– აზრი გამოგაქვს? მე – ვერა, – იტყოდა ხოლმე ბოლოს.
“Does it make any sense to you? Not to me.”