მოიძებნა 669201 ჩანაწერი
171981.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პაველის წინ მეინარდს ვმასპინძლობდით. ისიც ოთახში მეცადინეობდა.
Maynard, before him, had also worked in his room.
171982.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერს კი კამპანიის გამწევი სჭირდებოდა.
Oliver needed company.
171983.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავიდან მაგიდას ვუზიარებდი, შემდეგ ბალახზე გადაბარგდა: მოზრდილ პლედს გაშლიდა და წვებოდა ხოლმე. ირგვლივ ფურცლები ჰქონდა მიმოფანტული და, როგორც თვითონ ეძახდა, თავისი „ნივთები“: ლიმონათი, მზისგან დამცავი კრემი, წიგნები, საზაფხულო ფეხსაცმელი, მზის სათვალე, ფერადი კალმები და მუსიკა, რომელსაც ყოველთვის ყურსასმენებში უსმენდა, ასე რომ, ხმას იქამდე ვერ გასცემდი, სანამ თვითონ არ დაგელაპარაკებოდა.
He began by sharing my table but eventually grew to like throwing a large sheet on the grass and lying on it, flanked by loose pages of his manuscript and what he liked to call his “things”: lemonade, suntan lotion, books, espadrilles, sunglasses, colored pens, and music, which he listened to with headphones, so that it was impossible to speak to him unless he was speaking to you first.
171984.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან, როცა მუსიკის ნოტებითა თუ წიგნებით ხელში დილაუთენია ეზოში გავდიოდი, ოლივერი უკვე ბალახზე იყო გართხმული, წითელი ან ყვითელი საცურაო კოსტიუმი ეცვა და ოფლად იღვრებოდა.
Sometimes, when I came downstairs with my scorebook or other books in the morning, he was already sprawled in the sun wearing his red or yellow bathing suit and sweating.
171985.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე სარბენად ან საცურაოდ მივდიოდით, უკან დაბრუნებულებს კი საუზმე გვხვდებოდა.
We’d go jogging or swimming, and return to find breakfast waiting for us.
171986.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცოტა ხანში „ნივთების“ ბალახზე მიტოვებას მიეჩვია, თვითონ კი აუზთან ახლოს იწვა ხოლმე. ამ ადგილს „სამოთხეს“ ეძახდა (სრული სახელი: „ნამდვილი სამოთხეა“). სადილის შემდეგ ხშირად ამბობდა, დროა, სამოთხეს დავუბრუნდეო, ლათინურის მცოდნეებისთვის კი ხუმრობით ამატებდა, აპრიკატისთვისო...
Then he got in the habit of leaving his “things” on the grass and lying right on the tiled edge of the pool—called “heaven,” short for “This is heaven,” as he often said after lunch, “I’m going to heaven now,” adding, as an inside joke among Latinists, “to apricate.”
171987.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხშირად გვეცინებოდა, ტანზე იმდენ დამცავ კრემს ისვამდა, აუზთან გაშხლართული კი საათობით გვერდს არ იცვლიდა ხოლმე.
We would tease him about the countless hours he would spend soaking in suntan lotion as he lay on the same exact spot along the pool.
171988.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– დღეს სამოთხეში რამდენ ხანს იყავი? – ჰკითხავდა ხოლმე დედაჩემი.
“How long were you in heaven this morning?” my mother would ask.
171989.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მთელი ორი საათი. თუმცა, შუადღეს კიდევ უნდა მივუბრუნდე, აპრიკატი არ დამისრულებია.
“Two straight hours. But I plan to return early this afternoon for a much longer aprication.”
171990.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სამოთხის კართან ჯდომას ეძახდა აუზის კიდეზე წამოგორებას. ცალი ფეხი წყალში ჰქონდა ჩაყოფილი, ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა, სახეზე კი დაწნული ქუდი ედო.
Going to the orle of paradise also meant lying on his back along the edge of the pool with one leg dangling in the water, wearing his headphones and his straw hat flat on his face.
171991.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს გახლდათ ადამიანი, რომელსაც არაფერი აკლდა.
Here was someone who lacked for nothing.
171992.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამ შეგრძნებას ვერასდროს გავიგებ.
I couldn’t understand this feeling.
171993.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორ მშურდა.
I envied him.
171994.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ოლივერ, გძინავს? – ვეკითხებოდი, როცა აუტანლად დიდხანს გაყუჩდებოდა ხოლმე. დუმილი. ცოტა ხანში პასუხს ისე გამცემდა, თითქოს ამოიოხრაო. სხეულის არცერთი კუნთი არ ეძაბებოდა. – მეძინა. – ბოდიში.
“Oliver, are you sleeping?” I would ask when the air by the pool had grown oppressively torpid and quiet. Silence. Then his reply would come, almost a sigh, without a single muscle moving in his body. “I was.” “Sorry.”
171995.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
წყალში ჩაყოფილი ფეხი... ყველა თითს დავუკოცნიდი. მერე კოჭზე ვეამბორებოდი, მუხლებზე.
That foot in the water—I could have kissed every toe on it. Then kissed his ankles and his knees.
171996.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ რამდენჯერ მივაშტერდი საცურაო კოსტიუმზე, როცა სახე ჭილის ქუდით ჰქონდა დაფარული?
How often had I stared at his bathing suit while his hat was covering his face?
171997.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერ მიხვდებოდა, სად ვუყურებდი.
He couldn’t possibly have known what I was looking at.
171998.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ან: – ოლივერ, გძინავს? გრძელი პაუზა. – არა. ვფიქრობ.
Or: “Oliver, are you sleeping?” Long silence. “No. Thinking.”
171999.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– რაზე? თითებს წყალში ნაზად აათამაშებდა. – ჰერაკლიტეს ნაშრომის ფრაგმენტის ჰაიდეგერისეულ ინტერპრეტაციაზე.
“About what?” His toes flicking the water. “About Heidegger’s interpretation of a fragment by Heraclitus.”
172000.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან, როცა გიტარაზე არ ვუკრავდი, ის კი მუსიკას არ უსმენდა, მაგრამ მოწნული ქუდი მაინც სულელურად ჰქონდა სახეზე აფარებული, დუმილს დაარღვევდა ხოლმე: – ელიო...
Or, when I wasn’t practicing the guitar and he wasn’t listening to his headphones, still with his straw hat flat on his face, he would suddenly break the silence: “Elio.”