მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172041.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არ ვიცოდი, მადლობა როგორ გადამეხადა.
I didn’t know where to find the words to thank him.
172042.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– რა საჭირო იყო, – როგორც იქნა, ამოვღერღე.
“You didn’t have to,” I finally said.
172043.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პასუხი დიდხანს არ გამცა. მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა – მინდოდა.
He let just enough time go by for me to register that his answer might not be casual or carefree. “I wanted to.”
172044.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„უნდოდა“, გავიფიქრე გულში.
He wanted to, I thought.
172045.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„მინდოდა“ – გაუთავებლად წარმოვიდგენდი, როგორ ამბობდა: კეთილად, თბილად, დამყოლად. ხანდახან ასეთი ხასიათიც წამოუვლიდა ხოლმე.
I wanted to, I imagined him repeating—kind, complaisant, effusive, as he was when the mood would suddenly strike him.
172046.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აუზის პირას, ხის მაგიდასთან გატარებული საათები, როცა ქოლგა არათანაბრად მიჩრდილავდა სამუშაო ქაღალდებს, ლიმონათში ჩაყრილი ყინულების წკარუნი, არც ისე შორეული ტალღების დგაფუნი ქვიან სანაპიროზე, ფონად კი მეზობელი სახლებიდან გამო - სული პოპულარული მუსიკის მოგუდული ხმა – ასე ჩამებეჭდა იმ ზაფხულის დილის საათები, როდესაც გულში ვლოცულობდი, ნეტავ დრო გაჩერდეს-მეთქი.
To me those hours spent at that round wooden table in our garden with the large umbrella imperfectly shading my papers, the chinking of our iced lemonades, the sound of the not-too-distant surf gently lapping the giant rocks below, and in the background, from some neighboring house, the muffled crackle of the hit parade medley on perpetual replay—all these are forever impressed on those mornings when all I prayed for was for time to stop.
172047.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დაე, არასდროს დასრულდეს ეს თვე, ოლივერი არსად წავიდეს, მუსიკამ მარადიულად იგუგუნოს, ხომ ასე ცოტას ვითხოვ და პირობას ვდებ, სხვას არაფერს აღარ ვინატრებ-მეთქი.
Let summer never end, let him never go away, let the music on perpetual replay play forever, I’m asking for very little, and I swear I’ll ask for nothing more.
172048.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რა მინდოდა? რატომ არ შემეძლო მცოდნოდა, რა მინდოდა? მე ხომ მზად ვიყავი საკუთარ სურვილებს უკანმოუხედავად ჩავღრმავებოდი?
What did I want? And why couldn’t I know what I wanted, even when I was perfectly ready to be brutal in my admissions?
172049.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალბათ ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ჩემთან მოსულიყო და ეთქვა, რომ ცუდი არაფერი მჭირდა, რომ ჩემი ასაკის ახალგაზრდებისგან არაფრით გამოვირჩეოდი.
Perhaps the very least I wanted was for him to tell me that there was nothing wrong with me, that I was no less human than any other young man my age.
172050.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მადლობელი დავრჩებოდი, თუ არ გათელავდა ჩემს თავმოყვარეობას, რომელიც ასე დაუნანებლად მივუგდე ფერხთით.
I would have been satisfied and asked for nothing else than if he’d bent down and picked up the dignity I could so effortlessly have thrown at his feet.
172051.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მე გლავკოსი ვიყავი, ის – დიომედე.
I was Glaucus and he was Diomedes.
172052.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კაცთა უცნაური კულტის სახელით ოქროს აბჯარს ბრინჯაოს სანაცვლოდ ვუთმობდი.
In the name of some obscure cult among men, I was giving him my golden armor for his bronze.
172053.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პატიოსანი გაცვლა.
Fair exchange.
172054.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არც ვვაჭრობდით, არც დანაზოგსა და ახირებებზე ვსაუბრობდით.
Neither haggled, just as neither spoke of thrift or extravagance.
172055.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სიტყვა „მეგობრობა“ ამეკვიატა.
The word “friendship” came to mind.
172056.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა ის მეგობრობა, რომელსაც სხვები ახასიათებდნენ, არც მიზიდავდა, არც მაინტერესებდა.
But friendship, as defined by everyone, was alien, fallow stuff I cared nothing for.
172057.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მას შემდეგ, რაც რომში გამომშვიდობებისას ტაქსიდან გადმოსული დავინახე, მხოლოდ ერთი რამ მინდოდა. განა ამას არ ითხოვს ყველა ცოცხალი ადამიანი? ამის გამო არ ღირს ცხოვრება?
What I may have wanted instead, from the moment hestepped out of the cab to our farewell in Rome, was what all humans ask of one another, what makes life livable.
172058.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, პირველი ნაბიჯი მას უნდა გადმოედგა.
It would have to come from him first.
172059.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შემდეგ მე ავუწყობდი ფეხს.
Then possibly from me.
172060.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უნდა არსებობდეს კანონი, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ეტრფის, მეორე პირველის გრძნობებს უნდა იზიარებდესო.
There is a law somewhere that says that when one person is thoroughly smitten with the other, the other must unavoidably be smitten as well.