მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172061.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სიყვარული, რომელიც შეყვარებულს სიყვარულისგან არ დაინდობს, – ასე ამბობს ფრანჩესკა1 „ღვთაებრივ კომედიაში“.
Love, which exempts no one who’s loved from loving, Francesca’s words in the Inferno.
172062.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ელოდე და იმედი არ დაკარგო.
Just wait and be hopeful.
172063.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვგრძნობდი, მთელი ცხოვრება ამას ვუცდიდი!
I was hopeful, though perhaps this was what I had wanted all along.
172064.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მარადიული ლოდინი...
To wait forever.
172065.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დილაობით მრგვალ მაგიდასთან მჯდარი მუსიკაზე ვმუშაობდი, მაგრამ არც მისი მეგობრობა მინდოდა, არც რამე ზედმეტი.
As I sat there working on transcriptions at my round table in the morning, what I would have settled for was not his friendship, not anything.
172066.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ ამოვიხედო და დავინახო მზისგან დამცავი კრემი, ჭილის ქუდი, წითელი საცურაო კოსტიუმი, ლიმონათი.
Just to look up and find him there, suntan lotion, straw hat, red bathing suit, lemonade.
172067.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ ამომეხედა და იქ დამენახე, ოლივერ!
To look up and find you there, Oliver.
172068.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რადგან დადგებოდა დღე, ამოვიხედავდი, შენ კი იქ არ დამხვდებოდი.
For the day will come soon enough when I’ll look up and you’ll no longer be there.
172069.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შუადღისას მეგობრები და მეზობლები ხშირად გვსტუმრობდნენ.
By late morning, friends and neighbors from adjoining houses frequently dropped in.
172070.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჯერ ჩვენს ბაღში შეიკრიბებოდნენ ხოლმე, მერე ერთად გაუდგებოდნენ პლაჟისკენ მიმავალ გზას.
Everyone would gather in our garden and then head out together to the beach below.
172071.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩვენი ვილა წყალთან ყველაზე ახლოს იყო. ღობესთან პაწაწინა კარში გაძვრებოდი, ვიწრო კიბეზე დაეშვებოდი და ქვიან სანაპიროზე აღმოჩნდებოდი.
Our house was the closest to the water, and all you needed was to open the tiny gate by the balustrade, take the narrow stairway down the bluff, and you were on the rocks.
172072.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთ-ერთი გოგონა, კიარა, რომელიც სამი წლის წინ მხრებამდე მწვდებოდა და მუდამ კუდში დამდევდა, ერთიანად დაქალდა და უსალმობაში დაოსტატდა.
Chiara, one of the girls who three years ago was shorter than I and who just last summer couldn’t leave me alone, had now blossomed into awoman who had finally mastered the art of not always greeting me whenever we met.
172073.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთხელ უმცროს დასთან ერთად წამოგვადგა თავს, პერანგი აიღო და ოლივერს მიუგდო: – საკმარისია. პლაჟზე მივდივართ და ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე.
Once, she and her younger sister dropped in with the rest, picked up Oliver’s shirt on the grass, threw it at him, and said, “Enough. We’re going to the beach and you’re coming.”
172074.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი თავს ვალდებულად გრძნობდა.
He was willing to oblige.
172075.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მოდი, ჯერ ამ ქაღალდებს მოვაწესრიგებ, თორემ მამამისი, – რადგან ხელში ნაშრომები ეჭირა, ჩემკენ მხოლოდ ნიკაპი გამოიშვირა, – ცოცხლად გამატყავებს.
“Let me just put away these papers. Otherwise his father”—and with his hands carrying papers he used his chin to point at me—“will skin me alive.”
172076.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– გატყავებაზე გამახსენდა! აქ მოდი, – კიარა მიუახლოვდა და მხრებიდან მზით გარუჯული კანის ნაწილი ააცალა, რომელსაც ისეთი ოქროსფერი დაჰკრავდა, როგორიც შუა ივნისში აბიბინებულ ხორბლის ყანას.
“Talking about skin, come here,” she said, and with her fingernails gently and slowly tried to pull a sliver of peeling skin from his tanned shoulders, which had acquired the light golden hue of a wheat field in late June.
172077.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ მეც ასეთი თამამი ვყოფილიყავი.
How I wished I could do that.
172078.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მამამისს გადაეცი, რომ ქაღალდები მე დაგიკუჭე. ერთი ვნახოთ, რას იტყვის.
“Tell his father that I crumpled his papers. See what he says then.”
172079.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გოგონამ სასადილო მაგიდაზე მიყრილ ფურცლებს გადახედა და ზედა სართულისკენ მიმავალ ოლივერს მიაძახა, აქაურ მთარგმნელზე უკეთ გაგიკეთებდიო.
Looking over his manuscript, which Oliver had left on the large dining table on his way upstairs, Chiara shouted from below that she could do a better job translating these pages than the local translator.
172080.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი არ იყოს, კიარასაც სამშობლოდან გადმოხვეწილი მშობლები ჰყავდა, იტალიელი დედა და ამერიკელი მამა.
A child of expats like me, Chiara had an Italian mother and an American father.