მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172101.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„დროებით!“ ეს იყო ცივი, გამყინავი სალამი, რომლითაც ჩვენს დათაფლულ, ევროპულ გულუხვობას წამში აქარწყლებდა.
Later! was a chilling, slam-dunk salutation that shoved aside all our honeyed European niceties.
172102.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„დროებით!“ ეს იყო გულითადი საუბრის შემდეგ პირში შემორჩენილი უსიამოვნო გემო.
Later! always left a sharp aftertaste to what until then may have been a warm, heart-to-heart moment.
172103.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„დროებით!“ ამბავს არც აგრძელებდა, არც მსუბუქად ასრულებდა...
Later! didn’t close things neatly or allow them to trail off.
172104.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოკლედ, ერთ წამში წყვეტდა.
It slammed them shut.
172105.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, ეს იყო სიტყვა, რომლითაც გამოთხოვებას არიდებდი თავს. დამშვიდობებას იმსუბუქებდი.
But Later! was also a way of avoiding saying goodbye, of making light of all goodbyes.
172106.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამბობ: „დროებით!“ და გულისხმობ, ცოტა ხანში უკან დაბრუნდებიო.
You said Later! not to mean farewell but to say you’d be back in no time.
172107.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რა არის ამ სიტყვის ტოლფასი? – ერთი წამით. ერთხელ, სუფრაზე ზუსტად ასე უპასუხა დედაჩემს, რომელმაც სთხოვა, პური მომაწოდეო, ოლივერი კი თევზს ასუფთავებდა.
It was the equivalent of his saying “Just a sec” when my mother once asked him to pass the bread and he was busy pulling apart the fish bones on his plate.
172108.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„ერთი წამით“.
“Just a sec.”
172109.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დედაჩემი, რომელსაც სძულდა მისი ე.წ. ამერიკელობა, ცოტა ხანში ასე ეძახდა: Il cauboi, კოვბოი.
My mother, who hated what she called his Americanisms, ended up calling him Il cauboi—the cowboy.
172110.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ფრაზა, რომელიც ფარულ შეურაცხყოფად დაიბადა, შემდეგ კი მშობლიურ სინაზეში გადაიზარდა. ოლივერის სტუმრობის პირველ კვირაში, როდესაც საუზმეზე თმადავარცხნილი გამოცხადდა, დედაჩემს ასე აღმოხდა: Lo star; შემოკლებული სიტყვიდან: il muvi star, კინოვარსკვლავი.
It started as a putdown and soon enough became an endearment, to go along with her other nickname for him, conferred during his first week, when he came down to the dinner table after showering, his glistening hair combed back. La star, she had said, short for la muvi star.
172111.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
Kaiboy ჩვენ შორის ყველაზე დინჯმა და თავდაჭერილმა მამაჩემმა მოარტყა. – E un timido, მორცხვია და იმიტომ, – ასე გვიპასუხა, როცა სტუმრის გულცივი გამომშვიდობების ფორმაზე აზრი ვკითხეთ. ოლივერი და timido?
My father, always the most indulgent among us, but also the most observant, had figured the cauboi out. “É un timido, he’s shy, that’s why,” he said when asked to explain Oliver’s abrasive Later! Oliver timido?
172112.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უცხოდ მომეჩვენა.
That was new.
172113.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ მისი უხეში ამერიკელობა მხოლოდ ნიღაბი იყო და მის მიღმა უზარმაზარ შიშს მალავდა, რადგან მოხდენილად დამშვიდობება არ გამოსდიოდა?
Could all of his gruff Americanisms be nothing more than an exaggerated way of covering up the simple fact that he didn’t know—or feared he didn’t know—how to take his leave gracefully?
172114.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გამახსენდა, პირველ დღეებში მოხარშულ კვერცხზე უარს რომ ამბობდა.
It reminded me of how for days he had refused to eat soft-boiled eggs in the morning.
172115.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეოთხე თუ მეხუთე დღეს მაფალდამ დაიჟინა, აქედან მოხარშული კვერცხის გაუსინჯავად არ გაგიშვებო.
By the fourth or fifth day, Mafalda insisted he couldn’t leave the region without tasting our eggs.
172116.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორც იქნა, დანებდა და გულწრფელად აღიარა, ასეთი კვერცხის გატეხა არ ვიციო.
He finally consented, only to admit, with a touch of genuine embarrassment that he never bothered to conceal, that he didn’t know how to open a soft-boiled egg.
172117.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– Lasci fare a me, სინიორ ულივა, დაგეხმარებით, – შესთავაზა მაფალდამ.
“Lasci fare a me, Signor Ulliva, leave it to me,” she said.
172118.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მას შემდეგ, ყოველ დილით, „ულივას“ ორ კვერცხს უხარშავდა და იქამდე არ მოგვემსახურებოდა, ვიდრე სტუმარს ნაჭუჭის შემოცლაში არ მიეშველებოდა.
From that morning on and well into his stay with us, she would bring Ulliva two eggs and stop serving everyone until she had sliced open the shell of both his eggs.
172119.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, ქალის გული რამდენიმე დღით ადრე მოიგო, როცა მის დაჟინებულ შეკითხვას, ნატურალური წვენები თუ გიყვარსო, ღიმილით დაეთანხმა.
But she had been won over well before, on his third morning with us, when she asked him if he liked juice in the morning, and he’d said yes.
172120.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ალბათ, დაწურულ ფორთოხალს ან გრეიპფრუტს ელოდა, მაგრამ პირამდე გავსებული მაღალი ჭიქით გარგარის სქელი წვენი მიიღო.
He was probably expecting orange or grapefruit juice; what he got was a large glass filled to the rim with thick apricot juice.