მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172081.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ორივე ენაზე ჩინებულად საუბრობდა.
She spoke English and Italian with both.
172082.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ბეჭდვაც შეგიძლია? – მოისმა ხმა საძინებლიდან. ოლივერი მორიგ საცურაო კოსტიუმს არჩევდა. შემდეგ აბაზანაში შევიდა, კარი მიაჯახუნა, უჯრები აახმაურა და ფეხსაცმელები იქვე მიყარა.
“Do you type good too?” came his voice from upstairs as he rummaged for another bathing suit in his bedroom, then in the shower, doors slamming, drawers thudding, shoes kicked.
172083.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ძალიან კარგად მეხერხება, – ყვირილით უპასუხა კიარამ და ცარიელ კიბეს ახედა.
“I type good,” she shouted, looking up into the empty stairwell.
172084.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ლაპარაკი – კი. – სიტყვების აკრეფა უკეთ! უფრო იაფადაც გამოხვალ.
“As good as you speak good?” “Bettah. And I’d’a gave you a bettah price too.”
172085.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ყოველდღე ხუთი გვერდის შესრულება მოგიწევს. დილით მზად უნდა დამახვედრო.
“I need five pages translated per day, to be ready for pickup every morning.”
172086.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მაშინ არ დაგეხმარები, – გაბრაზდა გოგონა, – ვინმე უკეთესი მოძებნე.
“Then I won’t do nu’in for you,” snapped Chiara. “Find yuhsef somebuddy else.”
172087.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– რა გაეწყობა, სინიორა მილანის ფული სჭირდება, – თქვა ოლივერმა, კიბეზე დაეშვა, მოღეღილი პერანგი, საზაფხულო ფეხსაცმელი, მზის სათვალე, წითელი საცურაო კოსტიუმი და ლუკრეციუსის ახალი, ასევე წითელი გამოცემა, რომელსაც გვერდიდან არ იშორებდა, – თან სასიამოვნო ქალია, მომწონს, – დაამატა მან და მხრებზე უცნაური ლოსიონი წაისვა.
“Well, Signora Milani needs the money,” he said, coming downstairs, billowy blue shirt, espadrilles, red trunks, sunglasses, and the red Loeb edition of Lucretius that never left his side. “I’m okay with her,” he said as he rubbed some lotion on his shoulders.
172088.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– სასიამოვნო ქალია, – გამოაჯავრა კიარამ, – შენც სასიამოვნო ხარ, მეც და ისიც...
“I’m okay with her,” Chiara said, tittering. “I’m okay with you, you’re okay with me, she’s okay with him—”
172089.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მორჩი ჯამბაზობას, საბანაოდ წასვლის დროა, – გააწყვეტინა უმცროსმა დამ.
“Stop clowning and let’s go swimming,” said Chiara’s sister.
172090.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ოლივერი ოთხ განსხვავებულ პერსონაჟს თამაშობდა. გააჩნია, რომელი საცურაო კოსტიუმი ეცვა.
He had, it took me a while to realize, four personalities depending on which bathing suit he was wearing. Knowing which to expect gave me the illusion of a slight advantage.
172091.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
წითელი: თამამი, მოწესრიგებული, ჩამოყალიბებული, ხანდახან გაღიზიანებული და მკაცრიც... ასეთს ახლოს არ უნდა გაკარებოდი.
Red: bold, set in his ways, very grown-up, almost gruff and ill-tempered—stay away.
172092.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყვითელი: მსუბუქი, თავმომწონე, მხიარული, მახვილგონიერი... ასეთს არ უნდა ენდო, შეიძლება უცებ „გაწითლდეს“.
Yellow: sprightly, buoyant, funny, not without barbs—don’t give in too easily; might turn to red in no time.
172093.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მწვანე (რომელიც იშვიათად ეცვა): მგრძნობიარე, მშვიდი, საუბრის მოყვარული, მზიანი... სულ ასეთი რატომ არ იყო?
Green, which he seldom wore: acquiescent, eager to learn, eager to speak, sunny—why wasn’t he always like this?
172094.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ლურჯი: საღამოს აივნიდან ჩემს ოთახში რომ შემოიპარა, მხარი რომ დამიზილა, ან სათვალე რომ მომხსნა და გვერდით დამიდო...
Blue: the afternoon he stepped into my room from the balcony, the day he massaged my shoulder, or when he picked up my glass and placed it right next to me.
172095.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დღეს წითელი იყო: სწრაფი, დაუნდობელი, ავყია.
Today was red: he was hasty, determined, snappy.
172096.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გასვლის წინ დიდი თასიდან ვაშლი აიღო და ჩრდილში მეგობრებთან მჯდარ დედაჩემს მხიარულად მიაძახა: – დროებით, მისის პ., – შემდეგ ვიწრო კიბეზე გასასვლელ პატარა კარს მიუახლოვდა, მაგრამ კი არ გამოხსნა, ზედ გადაევლო.
On his way out, he grabbed an apple from a large bowl of fruit, uttered a cheerful “Later, Mrs. P.” to my mother, who was sitting with two friends in the shade, all three of them in bathing suits, and, rather than open the gate to the narrow stairway leading to the rocks, jumped over it.
172097.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეთი ლაღი სტუდენტი სახლში არასდროს მიგვიღია.
None of our summer guests had ever been as freewheeling.
172098.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, ოლივერი ყველას უყვარდა. უყვარდათ მისი უშუალო: „დროებით!“ – კარგი, ოლივერ, დროებით, კარგად, – უპასუხა დედამ, ცდილობდა მის ენაზე ესაუბრა. ახალ ზედმეტსახელსაც შეეჩვია. მისის პ.
But everyone loved him for it, the way everyone grew to love Later! “Okay, Oliver, later, okay,” said my mother, trying to speak his lingo, having even grown to accept her new title as Mrs. P.
172099.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორ მოულოდნელად მოგვიგდებდა ხოლმე ამ სიტყვას!
There was always something abrupt about that word.
172100.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არც „შეხვედრამდე“, არც „აბა, შენ იცი“, ან ყველაზე მარტივი „Ciao“.
It wasn’t “See you later” or “Take care, now,” or even “Ciao.”