მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172121.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გარგარი ცხოვრებაში არ გაესინჯა.
He had never had apricot juice in his life.
172122.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაფალდა გვერდით დაუდგა, ლანგარი წინსაფარზე მიიდო და სტუმრის რეაქციას დაელოდა.
She stood facing him with her salver flat against her apron, trying to make out his reaction as he quaffed it down.
172123.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერს არაფერი უთქვამს.
He said nothing at first.
172124.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე ტუჩები დაუფიქრებლად გააწკლაპუნა.
Then, probably without thinking, he smacked his lips.
172125.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ქალი მეცხრე ცაზე იყო!
She was in heaven.
172126.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დედაჩემი ვერ იჯერებდა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული უნივერსიტეტის ლექტორი გარგარის ნექტრის გამოცლის შემდეგ ტუჩებს აწკლაპუნებდა!
My mother couldn’t believe that people who taught at world famous universities smacked their lips after downing apricot juice.
172127.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ის დღე იყო და, ერთი ჭიქა ნეტარება ყოველთვის მაგიდასთან ელოდა.
From that day on, a glass of the stuff was waiting for him every morning.
172128.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორც აღმოჩნდა, გარგარის წვენზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. უკვირდა, ეს უცნაური ხილი ხეზე რომ ხარობდა, თანაც – ჩვენს ბაღში.
He was baffled to know that apricot trees existed in, of all places, our orchard.
172129.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საღამოობით სახლის საქმიანობას მორჩენილი მაფალდა კალათით მიადგებოდა ხოლმე და სთხოვდა, ოლივერი კიბეზე ამძვრალიყო და გარგარი დაეკრიფა. ქალის სიტყვებით, მწიფე ხილი სირცხვილისგან ბრიალებდა.
On late afternoons, when there was nothing to do in the house, Mafalda would ask him to climb a ladder with a basket and pick those fruits that were almost blushing with shame, she said.
172130.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი იტალიურად ეხუმრებოდა, გარგარს მოწყვეტდა და ეკითხებოდა, ესეც სირცხვილით იწვისო?
He would joke in Italian, pick one out, and ask, Is this one blushing with shame?
172131.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არა, უპასუხებდა მაფალდა, ეს ახალგაზრდაა, ახალგაზრდებს კი ეს გრძნობა დაქვეითებული აქვთ, ასაკთან ერთად ემატებათო.
No, she would say, this one is too young still, youth has no shame, shame comes with age.
172132.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არასდროს დამავიწყდება, მაგიდასთან მჯდარი, წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ოლივერს ვუთვალთვალებდი, ზანტად რომ კრეფდა მწიფე გარგარს.
I shall never forget watching him from my table as he climbed the small ladder wearing his red bathing trunks, taking forever to pick the ripest apricots.
172133.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სამზარეულოსკენ დაწნული კალათით მიმავალი, საკინძეჩახსნილი, საზაფხულო ფეხსაცმლითა და მზისგან დამცავი კრემით აპრიალებული, ყველაზე დიდ ცალს მომიგდებდა და მომაძახებდა: „ეს შენ“. სწორედ ასე აწოდებდა ბურთსაც ჩოგბურთის თამაშის დროს კორტის მეორე მხარეს: „შენი ჯერია“.
On his way to the kitchen—wicker basket, espadrilles, billowy shirt, suntan lotion, and all—he threw me a very large one, saying, “Yours,” in just the same way he’d throw a tennis ball across the court and say, “Your serve.”
172134.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რა თქმა უნდა, არ იცოდა, წუთის წინ რაზე ვფიქრობდი, მაგრამ გარგარის მკვრივი, მომრგვალებული ლოყები და პატარა ფოსო მის სხეულს მახსენებდა, ხის ტოტებში შეფარულ მკვრივსა და მომრგვალებულ უკანალს, მწიფე ხილის ფერსა და ფორმას რომ იმეორებდა.
Of course, he had no idea what I’d been thinking minutes earlier, but the firm, rounded cheeks of the apricot with their dimple in the middle reminded me of how his body had stretched across the boughs of the tree with his tight, rounded ass echoing the color and the shape of the fruit.
172135.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გარგარზე თითის გადასმა მის მოფერებას ჰგავდა.
Touching the apricot was like touching him.
172136.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერასდროს გაიგებდა, როგორც ის ხალხი, გაზეთს რომ მოგვყიდიან, ჩვენ კი მთელ ღამეს მათზე ოცნებაში ვატარებთ, მათი სახის მოხაზულობასა და მოშიშვლებული მკლავის რუჯზე ფიქრში გავლევთ სიამოვნების მარტოსულ წუთებს.
He would never know, just as the people we buy the newspaper from and then fantasize about all night have no idea that this particular inflection on their face or that tan along their exposed shoulder will give us no end of pleasure when we’re alone.
172137.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„ეს შენ“ და „დროებით“ ისეთივე მოულოდნელი და უბოდიშო ფრაზები იყო, როგორიც „აჰა, დაიჭი!“ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, მისი ლაღი და სპონტანური ფიქრების ნაცვლად, როგორი უკუღმართული საიდუმლო სურვილები მამოძრავებდა.
Yours, like Later!, had an off-the-cuff, unceremonious, here, catch quality that reminded me how twisted and secretive my desires were compared to the expansive spontaneity of everything about him.
172138.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავში აზრად ვერ გაივლებდა, რომ ხელისგულში ჩაგდებული გარგარი მისი საჯდომის მოფერებას ჰგავდა. მწიფე ხილს ჩავკბეჩდი და ასე მეგონა, მისი სხეულის იმ ადგილს ვეწაფებოდი, ყველაზე ლამაზი და თეთრი რომ უნდა ჰქონოდა, რადგან მზის სხივი არასდროს ეკარებოდა, და თუ გავბედავდი, იქვე ახლოს, სულ სხვა აკრძალული ხილი მელოდა.
It would never have occurred to him that in placing the apricot in my palm he was giving me his ass to hold or that, in biting the fruit, I was also biting into that part of his body that must have been fairer than the rest because it never apricated—and near it, if I dared to bite that far, his apricock.
172139.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სინამდვილეში, ჩვენზე მეტი იცოდა გარგარის წარმოშობაზე, საწყისებსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელებაზე.
In fact, he knew more about apricots than we did—their grafts, etymology, origins, fortunes in and around the Mediterranean.
172140.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმ დილით საუზმეზე მამაჩემმა აგვიხსნა, რომ ამ ხილის სახელი ევროპაში არაბეთიდან შემოვიდა, რადგან ეს სიტყვა – იტალიურად albicocca, ფრანგულად abricot, გერმანულად კი aprikose, დანარჩენების მსგავსად: „ალგებრა“, „ალქიმია“ და „ალკოჰოლი“ – არაბულ არსებით სახელზე არაბულივე თავსართის al დამატების შემდეგ წარმოიშვა.
At the breakfast table that morning, my father explained that the name for the fruit came from the Arabic, since the word—in Italian, albicocca, abricot in French,aprikose in German, like the words “algebra,” “alchemy,” and “alcohol”—was derived from an Arabic noun combined with the Arabic article al- before it.