მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172141.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შედეგად: იტალიური ალბიკოკა-ს პირველწყარო ალ-ბირქუქ უნდა ყოფილიყო.
The origin of albicocca was al-birquq.
172142.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამაჩემი ტკბებოდა საკუთარი შოუთი და წარმოდგენასაც ბოლო არ უჩანდა, აღტაცებული გვიხსნიდა, რა უცნაურია, ისრაელსა და ბევრ არაბულ ქვეყანაში ამ ხილს დღესდღეობით სულ სხვა სახელით რომ მოიხსენებენო: მიშმიშ.
My father, who couldn’t resist not leaving well enough alone and needed to top his entire performance with a little fillip of more recent vintage, added that what was truly amazing was that, in Israel and in many Arab countries nowadays, the fruit is referred to by a totally different name: mishmish.
172143.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დედაჩემი სიხარულისგან აცეცებდა თვალებს.
My mother was nonplussed.
172144.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მე და ჩემი უფროსი ბიძაშვილი მზად ვიყავით, ტაში შემოგვეკრა.
We all, including my two cousins who were visiting that week, had an impulse to clap.
172145.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, ეტიმოლოგიის საკითხებში ოლივერს სულ სხვა მოსაზრება ჰქონდა.
On the matter of etymologies, however, Oliver begged to differ.
172146.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მართლა? – აღმოხდა გაოგნებულ მამას.
“Ah?!” was my father’s startled response.
172147.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ამ სიტყვას არაბეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, – თქვა ოლივერმა.
“The word is actually not an Arabic word,” he said.
172148.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ვითომ? მამაჩემი სოკრატეს ირონიას იმეორებდა, რომელიც ასე იწყება: „არ გეთანხმები“; შემდეგ კი თანამოსაუბრის ცნობიერების აქაფებულ ტალღებში შეგდებას გულისხმობს ხოლმე.
“How so?” My father was clearly mimicking Socratic irony, which would start with an innocent “You don’t say,” only then to lead his interlocutor onto turbulent shoals.
172149.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– გრძელი ამბავია, ასე რომ, უნდა ამიტანოთ, – უეცრად დასერიოზულდა ოლივერი, – ლათინური სიტყვების უმრავლესობა ბერძნულიდან მოდის. „გარგარის“ შემთხვევაში კი, პირიქით, ბერძნებმა ისესხეს ლათინურისგან.
“It’s a long story, so bear with me, Pro.” Suddenly Oliver had become serious. “Many Latin words are derived from the Greek. In the case of ‘apricot,’ however, it’s the other way around; the Greek takes over from Latin.
172150.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დიახ, ლათინური სიტყვაა: პრაეკოკუკმ, იგივე პრეკოკერ, ნაადრევი დამწიფება, უმწიფარი, მკვახე.
The Latin word was praecoquum, from pre-coquere, pre-cook, to ripen early, as in ‘precocious,’ meaning premature.
172151.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბიზანტიელებმა გადაიღეს პრაეკოკ, რომელიც იქცა პრეკოკია, იგივე ბერიკოკი, და სწორედ ამ დროს უნდა გამოჩნდნენ არაბები.
“The Byzantines borrowed praecox, and it became prekokkia or berikokki, which is finally how the Arabs musthave inherited it as al-birquq.”
172152.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერით მოხიბლული დედაჩემი წინ გადაიხარა და სტუმარს თმა აუჩეჩა: – Che muvi star! – მართალია, ვერ შევეწინააღმდეგები, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამამ, ახლა გალილეოს ბაძავდა, სიკვდილის წინ თავის თავს რომ უმეორებდა სიმართლეს.
My mother, unable to resist his charm, reached out to him and tousled his hair and said, “Che muvi star!” “He is right, there is no denying it,” said my father under his breath, as though mimicking the part of a cowered Galileo forced to mutter the truth to himself.
172153.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– შესავალი ფილოლოგიაში, – თქვა ოლივერმა.
“Courtesy of Philology 101,” said Oliver.
172154.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მე კი მხოლოდ ამას ვფიქრობდი: პრეკოკ, პრეკოკ, აპრიკოკ...
All I kept thinking of was apricock precock, precock apricock.
172155.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთ დღეს ოლივერი და ჩვენი მებაღე, ანკისე, კიბეზე ერთად იდგნენ. კაცი მხიარულად უხსნიდა, იტალიაში ყველაზე დიდი, სქელკანიანი და წვნიანი ნერგები როგორ დაამყნო.
One day I saw Oliver sharing the same ladder with the gardener, trying to learn all he could about Anchise’s grafts, which explained why our apricots were larger, fleshier, juicier than most apricots in the region.
172156.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი დიდი ინტერესით ითვისებდა გარგარის ატამთან დამყნობის წესებს, ანკისეს კი საათობით ლაქლაქი არ ჰბეზრდებოდა.
He became fascinated with the grafts, especially when he discovered that the gardener could spend hours sharing everything he knew about them with anyone who cared to ask.
172157.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორც აღმოჩნდა, ოლივერმა საჭმელზე, ყველსა თუ ღვინოზე იმდენი რაღაც იცოდა, ყველას ერთად აღებულს გვაჯობებდა.
Oliver, it turned out, knew more about all manner of foods, cheeses, and wines than all of us put together.
172158.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაფალდაც კი აღფრთოვანებული ჩანდა და ხანდახან აზრს ეკითხებოდა: „პასტა ხახვით მოვხრაკო თუ მწვანილით?“ „ზედმეტი ლიმონი ხომ არ მომივიდა? გავაფუჭე, არა?“
Even Mafalda was wowed and would, on occasion, defer to his opinion—Do you think I should lightly fry the paste with either onions or sage? Doesn’t it taste too lemony now? I ruined it, didn’t I?
172159.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„ერთი კვერცხი კიდევ უნდა ჩამეხალა, არ ჩაიშლებოდა“.
I should have added an extra egg—it’s not holding!
172160.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„ახალი ბლენდერი ვიხმარო თუ ძველებურ ქვასანაყს მივუბრუნდე?“
Should I use the new blender or should I stick to the old mortar and pestle?