მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172161.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავს არც დედაჩემი იკავებდა და ეშმაკურ კომენტარებს აკეთებდა: „ნამდვილი კოვბოია, საჭმელზე ყველაფერი იცის, მაგრამ დანა-ჩანგლის ხმარება უჭირს“;
My mother couldn’t resist throwing in a barb or two. Like all caubois, she said: they know everything there is to know about food, because they can’t hold a knife and fork properly.
172162.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„დელიკატესების მოყვარული არისტოკრატი, გლეხური ჩვევებით“; ამბობდა, ამიერიდან სუფრა სამზარეულოში გაუშალეთო.
Gourmet aristocrats with plebian manners. Feed him in the kitchen.
172163.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დიდი სიხარულითო, უპასუხებდა ხოლმე მაფალდა.
With pleasure, Mafalda would have replied.
172164.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთხელაც ოლივერი მთარგმნელისგან გვიან დაბრუნდა და სადილს ვერ მოუსწრო. იდგა სინიორ „ულივა“ სამზარეულოში და შემთბარ სპაგეტის წითელ ღვინოს აყოლებდა. მაფალდა, მისი მეუღლე – ჩვენი მძღოლი მანფრედი, და ანკისე ნეაპოლიტანურ სიმღერას ასწავლიდნენ.
And indeed, one day when he arrived very late for lunch after spending the morning with his translator, there was Signor Ulliva in the kitchen, eating spaghetti and drinking dark red wine with Mafalda, Manfredi, her husband and our driver, and Anchise, all of them trying to teach him a Neapolitan song.
172165.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს გახლდათ ჩრდილოეთში გატარებული ახალგაზრდობის ჰიმნი. დიდგვაროვან სტუმარს ართობდნენ!
It was not only the national hymn of their southern youth, but it was the best they could offer when they wished to entertain royalty.
172166.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერმა ყველას გული მოიგო.
Everyone was won over.
172167.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვხვდებოდი, კიარაც მოხიბლული იყო.
Chiara, I could tell, was equally smitten.
172168.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისი უმცროსი დაც.
Her sister as well.
172169.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩოგბურთელთა პატარა ბანდის წევრებიც კი, წლების განმავლობაში შუადღისას სანაპიროზე ჩასვლის წინ წამით რომ შემოგვირბენდნენ ხოლმე, ახლა დიდხანს ჩერდებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, ოლივერთან ეთამაშათ.
Even the crowd of tennis bums who for years had come early every afternoon before heading out to the beach for a late swim would stay much later than usual hoping to catch a quick game with him.
172170.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მის ადგილას ნებისმიერი სხვა საზაფხულო სტუმარი რომ ყოფილიყო, აბეზარი ხალხის დაუცხრომელ ინტერესს ვერ ავიტანდი.
With any of our other summer residents I would have resented it.
172171.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, მამშვიდებდა იმის შეგრძნება, რომ ოლივერმა ყველა მოხიბლა.
But seeing everyone take such a liking to him, I found a strange, small oasis of peace.
172172.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუ მასთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებდა, მე რატომ უნდა ვყოფილიყავი გამონაკლისი?
What could possibly be wrong with liking someone everyone else liked?
172173.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი ბიძაშვილები და შორეული ნათესავები, მეზობლები თუ დისწული სახლის ახალ სტუმარს ეტრფოდნენ.
Everyone had fallen for him, including my first and second cousins as well as my other relatives, who stayed with us on weekends and sometimes longer.
172174.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მიყვარდა ადამიანებში ნაკლის აღმოჩენა, მტანჯველ სიამოვნებას განვიცდიდი, როცა ოლივერს გულგრილობას, გულცივობასა და წინააღმდეგობას ვაჩვენებდი, და დარწმუნებული ვიყავი, მაინც ვერავინ მჯობნიდა.
For someone known to love spotting defects in everyone else, I derived a certain satisfaction from concealing my feelings for him behind myusual indifference, hostility, or spite for anyone in a position to outshine me at home.
172175.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რადგან ყველას მოსწონდა, მეც მიწევდა მეთქვა, ჰო, მომწონს-მეთქი.
Because everyone liked him, I had to say I liked him too.
172176.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმ კაცს ვგავდი, სხვა კაცის მიმზიდველობას ღიად რომ ეთანხმება, გულში კი ერთი სული აქვს ჩაეხუტოს.
I was like men who openly declare other men irresistibly handsome the better to conceal that they’re aching to embrace them.
172177.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საყოველთაო აღტაცებაში რომ არ გავრეულიყავი, დანარჩენებში ეჭვს გამოვიწვევდი, იფიქრებდნენ, ნეტავ რატომ ებრძვისო.
To withhold universal approval would simply alert others that I had concealed motives for needing to resist him.
172178.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აჰ, ძალიან კარგი ვინმეა-მეთქი, ვპასუხობდი მამას პირველი ათი დღის განმავლობაში, როცა გაუთავებლად მეკითხებოდა ჩემს აზრს.
Oh, I like him very much, I said during his first ten days when my father asked me what I thought of him.
172179.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
განსაკუთრებით აღმატებით წინადადებებს ვიყენებდი, რადგან ვიცოდი, ვერავინ ამოიცნობდა საიდუმლო ტონალობებსა და სინაზეს, მასზე წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში რომ ვაქსოვდი.
I had used words intentionally compromising because I knew no one would suspect a false bottom in the arcane palette of shadings I applied to everything I said about him.
172180.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მასზე დიდებული ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს-მეთქი, ვთქვი ერთ საღამოს, როცა ანკისესთან ერთად პაწაწინა ნავით სათევზაოდ წავიდა. უკან დიდხანს არ დაბრუნდა, ჩვენ კი მისი მშობლების ტელეფონის ნომრის გამორკვევას ვცდილობდით შტატებში, რადგან გვეგონა, სულ მალე საშინელ ტრაგედიას ვამცნობდით.
He’s the best person I’ve known in my life, I said on the night when the tiny fishing boat on which he had sailed out with Anchise early that afternoon failed to return and we were scrambling to find his parents’ telephone number in the States in case we had to break the terrible news.