მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172181.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთი პირობა ისიც გავივლე გულში, ყოველგვარი ფარი დამეშვა და სხვების მსგავსად მივცემოდი გლოვას.
On that day I even urged myself to let down my inhibitions and show my grief the way everyone else was showing theirs.
172182.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმასაც ვხვდებოდი, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ჩემი გულის ნამდვილი ტკივილი არავის დაენახა... ვიდრე არ აღმოვაჩინე, რომ ერთი მხრივ, სულაც არ ვდარდობდი, თუ დაიღუპებოდა, შერცხვენილი და აღტაცებული წარმოვიდგენდი მის სანაპიროზე გამორიყულ, დასიებულ და უთვალებო სხეულს.
But I also did it so none might suspect I nursed sorrows of a far more secret and more desperate kind—until I realized, almost to my shame, that part of me didn’t mind his dying, that there was even something almost exciting in the thought of his bloated, eyeless body finally showing up on our shores.
172183.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არ იფიქროთ, თავს ვიტყუებდი.
But I wasn’t fooling myself.
172184.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დარწმუნებული ვიყავი, დედამიწაზე ჩემსავით არავის სურდა მასთან ყოფნა; ჩემსავით არავინ იყო მზად, მასთან შესახვედრად ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაევლო!
I was convinced that no one in the world wanted him as physically as I did; nor wasanyone willing to go the distance I was prepared to travel for him.
172185.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არავის დაუზეპირებია მისი სხეულის ყველა ძვალი, კოჭები, მუხლები, მაჯები, ხელისა და ფეხის თითები, არავის იზიდავდა მისი კუნთის ყველა ნაკეცი, ღამით ლოგინამდე არავინ აცილებდა, ვერც დილაუთენია გამოიჭერდნენ აუზის გვერდით, თავის სამოთხეში, გაუღიმებდნენ, დააკვირდებოდნენ მის ბაგეზე გადაცურებულ საპასუხო ღიმილს, და გაიფიქრებდნენ: იცი, რომ გუშინ პირში გაგითავე?
No one had studied every bone in his body, ankles, knees, wrists, fingers, and toes, no one lusted after every ripple of muscle, no one took him to bed every night and on spotting him in the morning lying in his heaven by the pool, smiled at him, watched a smile come to his lips, and thought, Did you know I came in your mouth last night?
172186.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შეიძლება, დანარჩენებსაც განსაკუთრებულად მოსწონდათ და არ იმჩნევდნენ.
Perhaps even the others nursed an extra something for him, which each concealed and displayed in his or her own way.
172187.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მათგან განსხვავებით, პირველი ვიყავი, ვინც შენიშნავდა სანაპიროდან დაბრუნებული ბაღში რომ შემოაბიჯებდა ხოლმე, ან მისი ველოსიპედის გადღაბნილ სილუეტს მოჰკრავდა თვალს, სახლიდან მოშორებით, ფიჭვების რიგსა და შუადღის თაკარა მზეში რომ ირეოდა.
Unlike the others, though, I was the first to spot him when he came into the garden from the beach or when the flimsy silhouette of his bicycle, blurred in the midafternoon mist, would appear out of the alley of pines leading to our house.
172188.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პირველი ვიყავი, ვინც ნაბიჯების ხმაზე სცნობდა, როგორც იმ საღამოს, კინოთეატრში დაგვიანებით შემოსული ადგილს რომ ტკეპნიდა და თვალის ცეცებით გვეძებდა, მე კი მივუბრუნდი და ხელი ავუწიე, რადგან ვიცოდი, ჩემი სიფხიზლე ესიამოვნებოდა.
I was the first to recognize his steps when he arrived late at the movie theater one night and stood there looking for the rest of us, not uttering a sound until I turned around knowing he’d be overjoyed I’d spotted him.
172189.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პირველი ვიყავი, მისი ფეხის შრაშუნს რომ აღმოაჩენდა ხოლმე აივნისკენ ამომავალ კიბესა თუ ჩემი საძინებლის მიღმა დერეფანში.
I recognized him by the inflection of his footfalls up the stairway to our balcony or on the landing outside my bedroom door.
172190.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზუსტად ვიცოდი, როდის ჩერდებოდა ჩემს ფანჯრებთან, ფიქრობდა, მივუკაკუნო თუ არაო და ბოლოს უკან იხევდა.
I knew when he stopped outside my French windows, as if debating whether to knock and then thinking twice, and continued walking.
172191.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზუსტად ვიცოდი, ველოსიპედზე იჯდა, რადგან სხვა არავინ ატარებდა ასეთი გამალებით ხრეშიან ბილიკზე, როცა ფიქრობ, ცოტაც და ჯაჭვი ჩაუწყდებაო, ის კი სიჩქარეს უმატებდა და ბოლოს ხმაურიანად ამუხრუჭებდა, თითქოს აცხადებდა, დავბრუნდიო და გაქანებული ველოსიპედიდან ხტებოდა.
I knew it was he riding a bicycle by the way the bike skidded ever so mischievously on the deep gravel path and still kept going when it was obvious there couldn’t be any traction left, only to come to a sudden, bold, determined stop, with something of a declarative voilà in the way hejumped off.
172192.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვცდილობდი, თვალსაწიერიდან არ გამპარვოდა.
I always tried to keep him within my field of vision.
172193.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნებას არ ვაძლევდი, დამცილებოდა. მხოლოდ მაშინ, თუ მასთან არ ვიყავი.
I never let him drift away from me except when he wasn’t with me.
172194.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როცა სხვასთან იყო, არ მედარდებოდა; მთავარია, ისე მოიქცეს, როგორც ჩემთან იქცევა-მეთქი, ვფიქრობდი.
And when he wasn’t with me, I didn’t much care what he did so long as he remained the exact same person with others as he was with me.
172195.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ სხვა ადამიანად არ იქცეს-მეთქი. ნეტავ სხვა ცხოვრებით არ იცხოვროს და მხოლოდ ისეთი იყოს, როგორიც ჩვენთან არის-მეთქი, ჩემთან.
Don’t let him be someone else when he’s away. Don’t let him be someone I’ve never seen before. Don’t let him have a life other than the life I know he has with us, with me. Don’t let me lose him.
172196.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვიცოდი არაფერი მქონდა, ვერაფერს შევთავაზებდი, ახლოს ვერ მოვიტყუებდი.
I knew I had no hold on him, nothing to offer, nothing to lure him by.
172197.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთი პატარა ბავშვი ვიყავი. მეტი არაფერი.
I was nothing. Just a kid.
172198.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყურადღებას მხოლოდ მაშინ თუ მაქცევდა, როცა გარემო სხვა გამოსავალს არ უტოვებდა.
He simply doled out his attention when the occasion suited him.
172199.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგალითად, დამეხმარა ჰერაკლიტეს ერთ-ერთი ეპიზოდი უკეთ გამეგო (მინდოდა „მის“ ავტორს გავცნობოდი), მაგრამ ოლივერის დასახასიათებლად ეპითეტები „ნაზი“ და „სულგრძელი“ კი არ მომდიოდა თავში, არამედ – „მომთმენი“ და „თავშეკავებული“ – ასე უფრო მომწონდა.
When he came to my assistance to help me understand a fragment by Heraclitus, because I was determined to read "his" author, the words that sprang to me were not "gentleness" or "generosity" but "patience" and "forbearance," which ranked higher.
172200.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ცოტა ხანში მკითხა, იმ წიგნზე რას იტყვი, ამდენ ხანს რომ კითხულობო. ვიცოდი, კი არ აინტერესებდა, ენა ექავებოდა.
Moments later, when he asked if I liked a book I was reading, his question was prompted less by curiosity than by an opportunity for casual chitchat.