მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172201.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ზედაპირულობა მოსწონდა.
Everything was casual. He was okay with casual.
172202.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„დანარჩენებთან ერთად პლაჟზე რატომ არ ხარ?“ „მიდი რა, ნოტებს მიუბრუნდი“. „დროებით!“ „ეს შენ!“ არაფრისმთქმელი სიტყვები.
How come you’re not at the beach with the others? Go back to your plunking. Later! Yours! Just making conversation.
172203.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უაზრო ლაქლაქი.
Casual chitchat.
172204.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არაფერი.
Nothing.
172205.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერს მეზობელ სახლებში ხშირად ეპატიჟებოდნენ.
Oliver was receiving many invitations to other houses.
172206.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეს ერთგვარი ტრადიცია გახლდათ და ამ პრივილეგიით ბევრი ზაფხულის სტუმარი სარგებლობდა.
This had become something of a tradition with our other summer residents as well.
172207.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამაჩემი სტუდენტებს ჩასჩიჩინებდა, ქალაქში გაიარეთ და თქვენს ნაშრომებზე უბრალო ხალხთან „ისაუბრეთო“.
My father always wanted them to feel free to "talk" their books and expertise around town.
172208.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამას მტკიცედ სჯეროდა, რომ აკადემიკოსს თავისუფლად გამოლაპარაკება უნდა შესძლებოდა ყველა პროფესიის ადამიანთან. ჩვენთან ვახშამზე ყოველთვის შეხვდებოდით იურისტებს, ექიმებსა თუ ბიზნესმენებს.
He also believed that scholars should learn how to speak to the layman, which was why he always had lawyers, doctors, businessmen over for meals.
172209.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამა ამბობდა, იტალიაში დანტე, ჰომეროსი და ვერგილიუსი ყველას წაკითხული აქვსო.
Everyone in Italy has read Dante, Homer, and Virgil, he’d say.
172210.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მნიშვნელობა არა აქვს, ვის ელაპარაკები, მთავარია დანტე ან ჰომეროსი უხსენოო.
Doesn’t matter whom you’re talking to, so long as you Dante-and-Homer them first.
172211.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერგილიუსზე სიტყვის ჩამოგდება აუცილებლობაა, მერე მოდის ლეოპარდი და, თუ ყველაფერი სწორად წავიდა, თავისუფლად გადახვალ სელანზე, ნიახურზე, ძეხვსა და ათას სისულელეზე.
Virgil is a must, Leopardi comes next, and then feel free to dazzle them with everything you’ve got, Celan, celery, salami, who cares.
172212.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეზობლებთან გათქვეფილი საზაფხულო სტუდენტები იტალიურ ენას ხვეწდნენ, რაც ჩვენთან ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ.
This also had the advantage of allowing all of our summer residents to perfect their Italian, one of the requirements of the residency.
172213.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ის მაბედნიერებდა, რომ ყოველ საღამოს მათი ყურება და თავის შექცევა არ მოგვიწევდა.
Having them on the dinner circuit around B. also had another benefit: it relieved us from having them at our table every single night of the week.
172214.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, ქალაქ ბ.-ს მოსახლეობამ ოლივერს თავბრუ დაახვია.
But Oliver’s invitations had become vertiginous.
172215.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიარა და მისი და კვირაში ორჯერ იწვევდნენ.
Chiara and her sister wanted him at least twice a week.
172216.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბრიუსელიდან ჩამოსული ანიმატორი, რომელიც მეზობელ ვილას მთელი ზაფხულით ქირაობდა, კვირაობით განსაკუთრებულ სამხარს აწყობდა, სადაც უამრავ მწერალსა და აკადემიკოსს შეხვდებოდით.
A cartoonist from Brussels, who rented a villa all summer long, wantedhim for his exclusive Sunday soupers to which writers and scholars from the environs were always invited.
172217.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამას ემატებოდა სამი ვილის მოშორებით მცხოვრები მორესკი, მალასპინა ქალაქ ნ.-იდან და შემთხვევით გაცნობილი ადამიანები ბარებსა თუ მოედნებზე, ან Le Danzing, საცეკვაო მოედანზე.
Then the Moreschis, from three villas down, the Malaspinas from N., and the occasional acquaintance struck up at one of the bars on the piazzetta, or at Le Danzing.
172218.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ღამის პოკერისა და ბრიჯის თამაშზე არაფერს ვამბობ, რადგან ამ სიამოვნების არაფერი გამეგებოდა.
All this to say nothing of his poker and bridge playing at night, which flourished by means totally unknown to us.
172219.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერის ცხოვრება, მისი ნაშრომის მსგავსად, რომელიც ყოველთვის ქაოსური და არეული ჩანდა, წვრილმანებამდე მოწესრიგებული გახლდათ.
His life, like his papers, even when it gave every impression of being chaotic, was always meticulously compartmentalized.
172220.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან ვახშამზე უარს ამბობდა და მაფალდას მხიარულად მიუგდებდა ხოლმე: – Esco, მივდივარ. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ მისგან ნათქვამი იტალიური ფრაზა, მხოლოდ განსხვავებული ფორმა იყო სიტყვისა: „დროებით“.
Sometimes he skipped dinner altogether and would simply tell Mafalda, “Esco, I’m going out.” His Esco, I realized soon enough, was just another version of Later!