მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172241.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ სურვილების გამოცდა ერთგვარი ხრიკია, თავს სიმართლეში არ გამოვუტყდეთ.
What I didn’t realize was that wanting to test desire is nothing more than a ruse to get what we want without admitting that we want it.
172242.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეშინოდა, ჩემზე დიდი გამოცდილება არ ჰქონოდა.
I dreaded to think how experienced he himself was.
172243.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩვენთან ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ამდენი მეგობარი თუ შეიძინა, წარმომიდგენია, სახლში როგორ ცხოვრებას ეწეოდა.
If he could make friends so easily within weeks of arriving here, you had only to think of what life at home was like.
172244.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არ მინდოდა, ნიუ-ინგლენდის სტუდენტურ კორპუსში მის თავისუფალ თარეშზე მეფიქრა.
Just imagine letting him loose on an urban campus like Columbia’s, where he taught.
172245.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიარასთან ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოგვარდა.
The thing with Chiara happened so easily it was past reckoning.
172246.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გოგონასთან ერთად ნავით საცურაოდ მიდიოდა ხოლმე, ოლივერი ნიჩბებს უსვამდა, კიარა კი თავისუფალ ფიცარზე წვებოდა და სიღრმეში შესული მკერდს იშიშვლებდა.
With Chiara he loved heading out into the deep on our twin-hulled rowboat for a gita, with him rowing while she lounged in the sun on one of the hulls, eventually removing her bra once they had stopped and were far from shore.
172247.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თვალს არ ვაცილებდი!
I was watching.
172248.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეშინოდა, ოლივერი არ მოეტაცებინა.
I dreaded losing him to her.
172249.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიარას დაკარგვისაც მეშინოდა.
Dreaded losing her to him too.
172250.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, მათი ერთად ყოფნა არ მაშფოთებდა.
Yet thinking of them together did not dismay me.
172251.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმწამსვე ამიდგებოდა ხოლმე, ოღონდ ვერ ვხვდებოდი, გოგონას შიშველი სხეული აღმაგზნებდა, მის გვერდით წამომჯდარი ოლივერი თუ ორივე ერთად.
It made me hard, even though I didn’t know if what aroused me was her naked body lying in the sun, his next to hers, or both of theirs together.
172252.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბაღში პატარა მოაჯირთან მდგარი თვალებს ვჭუტავდი და ვუთვალთვალებდი, მზის გულზე როგორ იწვნენ და ერთმანეთს ყელში კოცნიდნენ. გოგონა ხანდახან ბარძაყით ეფერებოდა, ოლივერი კი გვიან ნებდებოდა ხოლმე.
From where I stood against the balustrade along the garden overlooking the bluff, I would strain my eyes and finally catch sight of them lying in the sun next to one another, probably necking, she occasionally dropping a thigh on top of his, until minutes later he did the same.
172253.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
საცურაო კოსტიუმებს არ იხდიდნენ.
They hadn’t removed their suits.
172254.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არ ვიცი, ამის აღნიშვნა რატომ მსიამოვნებდა, თუმცა, ერთ საღამოს დავინახე, როგორ ცეკვავდნენ და მივხვდი, ორი ადამიანი ასე თავისუფლად მხოლოდ სექსის მერე მოძრაობს.
I tookcomfort in that, but when later one night I saw them dancing, something told me that these were not the moves of people who’d stopped at heavy petting.
172255.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სინამდვილეში, მომწონდა მათი ცეკვა.
Actually, I liked watching them dance together.
172256.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ ის მსიამოვნებდა, რომ ვრწმუნდებოდი, ოლივერი დაკავებულია, სამუდამოდ დავკარგე და მასზე ფიქრის სურვილი მალე გამიქრება-მეთქი.
Perhaps seeing him dance this way with someone made me realize that he was taken now, that there was no reason to hope.
172257.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეც უნდა ყოფილიყო!
And this was a good thing.
172258.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მომჯობინებაში დამეხმარებოდა.
It would help my recovery.
172259.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეთი აზრები მხოლოდ გამოჯანმრთელების ნიშანი უნდა ყოფილიყო.
Perhaps thinking this way was already a sign that recovery was well under way.
172260.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აკრძალულ სივრცეს შევეხე, მაგრამ უკან უნდა დამეხია.
I had grazed the forbidden zone and been let off easily enough.