მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172261.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგრამ მეორე დღეს, როცა დილაუთენია თავის ჩვეულ ადგილას წამოგორებული დავინახე, გულამოვარდნილმა აღმოვაჩინე, კიარასთან მისი დაახლოება სულ არ მიხაროდა, არც გამოჯანმრთელებისკენ მივდიოდი; ოლივერი ძველებურად მიზიდავდა. იმას ვერ ვხვდებოდი, საპასუხოდ რას ველოდი.
But when my heart jolted the next morning when I saw him at our usual spot in the garden, I knew that wishing them my best and longing for recovery had nothing to do with what I still wanted from him.
172262.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ გული მასაც აუჩქროლდა, როცა ოთახში შევედი?
Did his heart jolt when he saw me walk into a room?
172263.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეჭვი მეპარება.
I doubted it.
172264.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყურადღებას ისე არ მაქცევდა, როგორც მე: ძალით, ბოროტად, თავი რომ დაეცვა და ეჩვენებინა, არაფერს წარმოვადგენდი?
Did he ignore me the way I ignored him that morning: on purpose, to draw me out, to protect himself, to show I was nothing to him?
172265.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუ ვერაფერს ხვდებოდა, როგორც ხანდახან ყველაზე მიხვედრილ ადამიანებს უჭირთ აშკარა ნიშნების აღმოჩენა, რადგან ყურადღებას არ აქცევენ, არ ცდუნდებიან, არ აინტერესებთ?
Or was he oblivious, the way sometimes the most perceptive individuals fail to pick up the most obvious cues because they’re simply not paying attention, not tempted, not interested?
172266.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მახსოვს, კიარას რომ ეცეკვებოდა, გოგონამ ბარძაყი ფეხებშუა შეუცურა.
When he and Chiara danced I saw her slip her thigh between his legs.
172267.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ისიც კარგად დავინახე, ქვიშიან სანაპიროზე მოჩვენებით რომ იჭიდავეს.
And I’d seen them mock-wrestle on the sand.
172268.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როდიდან იქცეოდნენ ასე?
When had it started?
172269.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აქამდე სად ვიყავი?
And how was it that I hadn’t been there when it started?
172270.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რატომ არავინ გამაფრთხილა?
And why wasn’t I told?
172271.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეგობრობიდან ალერსზე როდის გადავიდნენ?
Why wasn’t Iable to reconstruct the moment when they progressed from x to y?
172272.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი ჩემ ცხვირწინ მოხდა.
Surely the signs were all around me.
172273.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რამ დამაბრმავა?
Why didn’t I see them?
172274.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ერთად როგორ ერთობოდნენ.
I began thinking of nothing but what they might do together.
172275.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხელს ვუშლიდი, მოსვენებას არ ვაძლევდი და მარტოებს არასდროს ვტოვებდი.
I would have done anything to ruin every opportunity they had to be alone.
172276.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჯერ ერთთან მივირბენდი, მეორეს გამოვლანძღავდი, მის პასუხს კი სასწრაფოდ პირველს ჩავუკაკლავდი ხოლმე.
I would have slandered one to the other, then used the reaction of one to report it back to the other.
172277.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა, მინდოდა ყველაფერი ჩემი თვალით მენახა, მინდოდა მათში გავრეულიყავი, მინდოდა აუცილებელი თანამზრახველი გავმხდარიყავი, შუამავალი, პაიკი, რომელიც მეფისა და ლაზიერის ცხოვრებაში ისე აიბლანდა, ჭადრაკის დაფაზე ნამდვილ მეთაურად იქცა.
But I also wanted to see them do it, I wanted to be in on it, have them owe me and make me their necessary accomplice, their go-between, the pawn that has become so vital to king and queen that it is now master of the board.
172278.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ქათინაურებით ვავსებდი. თითქოს, ჩემი სიტყვების ქვეტექსტს ვერ ვხვდებოდი.
I began to say nice things about each, pretending I had no inkling where things stood between them.
172279.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერმა თქვა, ფარისეველი ხარო.
He thought I was being coy.
172280.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიარამ, გმადლობ, ჩემს თავს თავად მივხედავო.
She said she could take care of herself.