მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172301.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როცა სიჩუმე აუტანელი გახდა, ვარჯიში ვახსენე, მან კი მიპასუხა, მე უკვე ვირბინეო.
When I eventually brought up jogging, because the silence on the matter had become unbearable, he said he’d already gone.
172302.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ამ ბოლო დროს გვიან დგები. ჭკვიანურად მოუფიქრებია.
"You’re a late riser these days." Clever, I thought.
172303.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მართლა ასე იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში ისე გავთამამდი, ქვემოთ ჩასულს ოლივერი დამხვდება-მეთქი, დროს ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
Indeed, for the past few mornings, I had become so used to finding him waiting for me that I’d grown bold and didn’t worry too much about when I got up.
172304.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეც მომიხდება! ჭკუას ვისწავლი.
That would teach me.
172305.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეორე დილით, მართალია, მასთან ერთად საცურაოდ წასვლა მინდოდა, მაგრამ დატუქსვაზე დასჯილი ბავშვივით არ ვუპასუხებდი.
The next morning, though I wanted to swim with him, coming downstairs would have looked like a chastened response to a casual chiding.
172306.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჰოდა, ოთახში გამოვიკეტე.
So I stayed in my room.
172307.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი უნდა გამეტანა.
Just to prove a point.
172308.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გავიგონე, აივანზე ჩუმად რომ გამოვიდა. მგონი ფეხის წვერებზე იდგა.
I heard him step lightly across the balcony, on tiptoes almost.
172309.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავს მარიდებდა.
He was avoiding me.
172310.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ქვემოთ მოგვიანებით ჩავედი.
I came downstairs much later.
172311.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სინიორა მილანისთან ახალი გვერდების წასაღებად იყო წასული. თარგმანებით დაბრუნდებოდა.
By then he had already left to deliver his corrections and retrieve the latest pages from Signora Milani.
172312.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აღარ ვლაპარაკობდით.
We stopped talking.
172313.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დილით სადმე თუ გადავეყრებოდი, ერთმანეთს მოკლედ და უგულოდ ვესალმებოდით.
Even when we shared the same spot in the morning, talk was at best idle and stopgap.
172314.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სალამიც არ იყო.
You couldn’t even call it chitchat.
172315.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი ამაზე დარდით თავს არ აიტკივებდა.
It didn’t upset him. He probably hadn’t given it another thought.
172316.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რატომ ხდება, რომ ჯოჯოხეთის ალში იწვი, ერთი სული გაქვს, ადამიანს გამოელაპარაკო, ის კი საერთოდ ვერ ამჩნევს, რომ ორი კვირის განმავლობაში, შენთვის ხმა არ გაუცია?
How is it that some people go through hell trying to get close to you, while you haven’t the haziest notion and don’t even give them a thought when two weeks go by and you haven’t so much as exchanged a single word between you?
172317.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ ჩემზე სულ არ ფიქრობდა?
Did he have any idea?
172318.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორ მიმეხვედრებინა?
Should I let him know?
172319.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიარასთან რომანი სანაპიროზე წამოიწყო.
The romance with Chiara started on the beach.
172320.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩოგბურთის თამაშზე ხელი აიღო და გოგონას მეგობრებთან ერთად მეზობელ ქალაქებში ველოსიპედით სასეირნოდ მიჰყვებოდა.
Then he neglected tennis and took up bike rides with her and her friends in the late afternoons in the hill towns farther west along the coast.