მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172321.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთ დღეს, როცა ეზოში უამრავი ახალგაზრდა მოგროვდა, ოლივერი მომიბრუნდა და მკითხა, მარიოს შენს ველოსიპედს ხომ არ ათხოვებ, როგორც ვხედავ, რამდენიმე კვირაა არ გამოგიყენებიაო.
One day, when there was one too many of them to go biking, Oliver turned to me and asked if I minded letting Mario borrow my bike since I wasn’t using it.
172322.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უეცრად ექვსი წლის ბავშვად ვიქეცი!
It threw me back to age six.
172323.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მხრები ავიჩეჩე. აიღე და როგორც გინდა, ისე მოიქეციმეთქი.
I shrugged my shoulders, meaning, Go ahead, I couldn’t care less.
172324.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეზოდან გასულები არ იყვნენ, ჩემს ოთახში რომ ავვარდი და ბალიშში თავჩარგული ავქვითინდი.
But no sooner had they left than I scrambled upstairs and began sobbing into my pillow.
172325.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან, საღამოს, საცეკვაო მოედანზე ვხვდებოდი.
At night sometimes we’d meet at Le Danzing.
172326.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერასდროს მიხვდებოდი, ოლივერი როდის გამოჩნდებოდა.
There was never any telling when Oliver would show up.
172327.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იფიქრებდი, მიწიდან ამოიზარდაო! ცეკვავდა, მერე კი ასევე მოულოდნელად ქრებოდა ხოლმე. ხან მარტო, ხან – ვინმესთან ერთად.
He just bounded onto the scene, and just as suddenly disappeared, sometimes alone, sometimes with others.
172328.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიარა ჩვენს ეზოში თითქმის ყოველდღე მოდიოდა, ბაღში ჩამოჯდებოდა და ოლივერის დაბრუნებას ელოდა.
When Chiara came to our home as she’d been in the habit of doing ever since childhood, she would sit in the garden and stare out, basically waiting for him to show up.
172329.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
წუთები იწელებოდა, დუმილი აუტანელი ხდებოდა, ის კი უშუალოდ მკითხავდა ხოლმე: – C’è Oliver? ვპასუხობდი, მთარგმნელთან წავიდა, ან: მამაჩემთან ერთად ბიბლიოთეკაშია გამოკეტილი, ან: პლაჟზე გაიქცამეთქი.
Then, when the minutes wore on and there was nothing much to say between us, she’d finally ask, “C’è Oliver?” He went to see the translator. Or: He’s in the library with my dad. Or: He’s down somewhere at the beach.
172330.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მაშინ მე წავალ. გადაეცი, რომ მისი ნახვა მინდოდა. როგორც იქნა, მათი რომანი დასრულდა-მეთქი, გავიფიქრე.
“Well, I’m leaving, then. Tell him I came by.” It’s over, I thought.
172331.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაფალდამ თავი შემწყნარებლური საყვედურით გაიქნია: – ეს ჯერ ბავშვია, ის კი – უნივერსიტეტის პროფესორი. თავისი ასაკის ბიჭი ვერ მოძებნა?
Mafalda shook her head with a look of compassionate rebuke. "She’s a baby, he’s a university professor. Couldn’t she have found someone her own age?"
172332.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– შენ არავინ გეკითხება, – მიაძახა განრისხებულმა კიარამ. როგორც ჩანს, ქალის ხმა გაიგო და მოახლისგან ასეთი სიტყვების მოთმენას არ აპირებდა.
"Nobody asked you anything," snapped Chiara, who had overheard and was not about to be criticized by a cook.
172333.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– კიდევ ერთხელ დამიყვირებ და სახეს გაგიხევ, – უპასუხა ჩვენმა ნეოპოლიტანელმა მზარეულმა და ცალი ხელი ჰაერში აღმართა, – ჩვიდმეტი წლისაც არ ხარ და მკერდმოღეღილი დაცურავ ნავით. ამას რა ჰგონია, ვერაფერს ვამჩნევ?
"Don’t you talk to me that way or I’ll split your face in two," said our Neapolitan cook, raising the palm of her hand in the air. "She’s not seventeen yet and she goes about having bare-breasted crushes. Thinks I haven’t seen anything?"
172334.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვხედავდი, ყოველ დილით მაფალდა ოლივერის თეთრეულს როგორ ამოწმებდა.
I could just see Mafalda inspecting Oliver’s sheets every morning.
172335.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე კიარას მოახლესთან ჭორაობდა.
Or comparing notes with Chiara’s housemaid.
172336.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამბისტანია მზარეულების მარადიულ ქსელს საიდუმლოს ვერ გამოაპარებ!
Nosecret could escape this network of informed perpetue, housekeepers.
172337.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კიარას გავხედე.
I looked at Chiara.
172338.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვხვდებოდი, ქალის სიტყვებმა როგორ ატკინა გული.
I knew she was in pain.
172339.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყველა გრძნობდა, ოლივერსა და გოგონას შორის რაღაც რომ ხდებოდა.
Everyone suspected something was going on between them.
172340.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შუადღეს ჩვენი სახლის სტუმარი პატარა ფარდულში იპარებოდა, ველოსიპედი გამოჰყავდა და ქალაქში მიდიოდა ხოლმე.
In the afternoon he’d sometimes say he was going to the shed by the garage to pick up one of the bikes and head to town.