მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172361.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ერთი ამბავი მაინც გაიხსენე, – ჩაერთო კიარა.
"Name one," chimed in Chiara.
172362.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– შენ მაინც ვერ გაიგებ!
"You wouldn’t understand."
172363.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– პოლ სელანს კითხულობს, – გამაწყვეტინა ოლივერმა. სიტყვას ბანზე მიგდებდა. იქნებ ჩემი ხსნა უნდოდა? ან უბრალოდ შემახსენა, რომ ჩვენი ბოლო საუბარი არ დავიწყებია.
"He reads Paul Celan," Oliver broke in, trying to change the subject but also perhaps to come to my rescue and show, without quite seeming to, that he had not forgotten our previous conversation.
172364.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავისი უხერხული კომენტარის გამოსწორება უნდოდა თუ უარესად მიგდებდა აბუჩად?
Was he trying to rehabilitate me after that little jab about my late hours, or was this the beginnings of yet another joke at my expense?
172365.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თვალებში ჩავხედე. ცივი, უემოციო სახე ჰქონდა.
A steely, neutral glance sat on his face.
172366.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– E chi è? – იკითხა კიარამ. ეს სახელი თავის დღეში არ ჰქონდა გაგებული.
“E chi è?” She’d never heard of Paul Celan.
172367.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერს თანამზრახველივით გავუღიმე.
I shot him a complicit glance.
172368.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მიხვდა, მაგრამ ეშმაკური პასუხი არ მიმიღია.
He intercepted it, but there was no hint of mischief in his eyes when he finally returned my glance.
172369.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვის მხარეს იდგა?
Whose side was he on?
172370.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– პოეტია, – დაიჩურჩულა მან. მოედნისკენ გადაუხვიეს. ძველებურად მომაძახა: – დროებით!
"A poet," he whispered as they started ambling out into the heart of the piazzetta, and he threw me a casual Later!
172371.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვუყურებდი, მეზობელ კაფეში ცარიელ მაგიდას როგორ ეძებდნენ.
I watched them look for an empty table at one of the adjoining caffès.
172372.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეგობრებმა მკითხეს: – კიარას აბამს?
My friends asked me if he was hitting on her.
172373.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არ ვიცი-მეთქი.
I don’t know, I replied.
172374.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აინტერესებდათ, სექსი თუ ჰქონდათ.
Are they doing it, then?
172375.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არც ეგ ვიცი-მეთქი.
Didn’t know that either.
172376.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ მის ადგილას ვიყოთო.
I’d love to be in his shoes.
172377.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„რიგში ჩადექით“, გავიფიქრე მე.
Who wouldn’t?
172378.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მეცხრე ცაზე ვიყავი.
But I was in heaven.
172379.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სელანზე რომ ვილაპარაკეთ, არ დავიწყებია! ასეთი სიხარული დიდი ხანია არ მიგრძნია.
That he hadn’t forgotten our conversation about Celan gave me a shot of tonic I hadn’t experienced in many, many days.
172380.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი აღტაცება ყველაფერს გადაედო.
It spilled over everything I touched.