მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172381.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთი სიტყვა, ერთი შემოხედვა და სამოთხეში ვხვდებოდი.
Just a word, a gaze, and I was in heaven.
172382.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბედნიერების მიღწევა არც ისე ძნელი ყოფილა.
To be happy like this maybe wasn’t so difficult after all.
172383.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მთავარია, ჩემში ამ გრძნობის წყარო აღმომეჩინა, სხვებისთვის კი მასში შეტოპვის უფლება არ მიმეცა.
All I had to do was find the source of happiness in me and not rely on others to supply it the next time.
172384.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთი ბიბლიური სცენა გამახსენდა, სადაც იაკობი რაქელს წყალს სთხოვს. ქალი ზუსტად იმ სიტყვებით უპასუხებს, იაკობმა წინასწარმეტყველებაში რომ მოისმინა. რაქელის ფერხთით დაემხობა და ჭის პირას, მიწას ეამბორება.
I remembered the scene in the Bible when Jacob asks Rachel for water and on hearing her speak the words that were prophesied for him, throws up his hands to heaven and kisses the ground by the well.
172385.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სამი ებრაელი: მე, სელანი და ოლივერი იმ სამყაროში ვცხოვრობდით, ნახევრად ოაზისი რომ არის, ნახევრად – ჯოჯოხეთი; სამყაროში, სადაც ხანდახან სრულდება უცხოტომელთა გაუგებარი თარეში; სადაც არავინ განგსჯის; სადაც ერთი ადამიანი მეორეს ისე კარგად იცნობს, რომ მასთან განშორება გალუტს ემსგავსება, რაც ნიშნავს გადასახლებას, გაძევებას ებრაულ ენაზე.
Me Jewish, Celan Jewish, Oliver Jewish—we were in a half ghetto, half oasis, in an otherwise cruel and unflinching world where fuddling around strangers suddenly stops, where we misread no one and no one misjudges us, where one person simply knows the other and knows him so thoroughly that to be taken away from suchintimacy is galut, the Hebrew word for exile and dispersal.
172386.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი ბინა იყო? ჩემი შინ დაბრუნება?
Was he my home, then, my homecoming?
172387.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩემი ბინაში დაბრუნება ხარ, ოლივერ.
You are my homecoming.
172388.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როცა შენთან ვარ და თავს კარგად ვგრძნობ, სხვა სურვილები აღარ მიჩნდება.
When I’m with you and we’re well together, there is nothing more I want.
172389.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შენ მაწონებ ჩემს თავსაც; მომწონს ის, ვინც შენთან ვხდები.
You make me like who I am, who I become when you’re with me, Oliver.
172390.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სამყაროს ჭეშმარიტებას შენთან ყოფნისას შევიგრძნობ და თუ ერთ დღესაც ძალა მეყო, სიმართლე გითხრა, გამახსენე, რომის ყველა საკურთხეველთან მადლიერების სანთელი ავაბრიალო.
If there is any truth in the world, it lies when I’m with you, and if I find the courage to speak my truth to you one day, remind me to light a candle in thanksgiving at every altar in Rome.
172391.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
აზრად არ მომსვლია, თუ მისი ერთი სიტყვა ასე მაბედნიერებდა, მეორე – მიწაზე გამსრესდა, და თუ უბედურების მეშინია, ამ პაწაწინა სიხარულების შიშიც უნდა ვისწავლომეთქი.
It never occurred to me that if one word from him could make me so happy, another could just as easily crush me, that if I didn’t want to be unhappy, I should learn to beware of such small joys as well.
172392.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაგრამ იმ ღამით აღტაცების წუთებით ვისარგებლე და მარციას გამოველაპარაკე.
But on that same night I used the heady elation of the moment to speak to Marzia.
172393.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შუაღამემდე ვიცეკვეთ, შემდეგ სახლამდე გავაცილე. სანაპიროს გზით წავედით.
We danced past midnight, then I walked her back by way of the shore.
172394.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შევჩერდით.
Then we stopped.
172395.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბანაობა მომინდა-მეთქი. მეგონა, შემაჩერებდა.
I said I was tempted to take a quick swim, expecting she would hold me back.
172396.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მითხრა, ღამით ცურვაზე ვგიჟდებიო.
But she said she too loved swimming at night.
172397.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ტანსაცმელი წამში გავიძრეთ.
Our clothes were off in a second.
172398.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– კიარაზე რომ გაბრაზდი, ჩემთან იმიტომ ხომ არ ხარ? – კიარამ რა დამიშავა? – ოლივერი...
“You’re not with me because you’re angry with Chiara?” “Why am I angry with Chiara?” “Because of him.”
172399.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავი გავიქნიე. ისეთი გაოცებული სახე მივიღე, თითქოს ვამბობდი, ასეთი სისულელე საიდან მოგაფიქრდა-მეთქი.
I shook my head, feigning a puzzled look meant to show that I couldn’t begin to guess where she’d fished such a notion from.
172400.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შებრუნდიო, მთხოვა. არ უნდა მენახა, შიშველ სხეულს სქელი სვიტრით როგორ იმშრალებდა.
She asked me to turn around and not stare while she used her sweater to towel her body dry.