მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172341.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უკან საათ-ნახევარში ბრუნდებოდა.
An hour and a half later he would be back.
172342.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– თარჯიმანთან ვიყავი.
The translator, he’d explain.
172343.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– თარჯიმანთან, – იმეორებდა მამაჩემი და ვახშამს კონიაკს აყოლებდა.
“The translator,” my father’s voice would resound as he nursed an after-dinner cognac.
172344.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– Traduttrice! თარჯიმანი, არა, – დაამატებდა მაფალდა...
“Traduttrice, my eye,” Mafalda would intone.
172345.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან ოლივერს ქალაქში გადავეყრებოდი ხოლმე.
Sometimes we’d run into each other in town.
172346.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ღამე მეგობრები კაფეში ვიკრიბებოდით, იქიდან კინოში ან საცეკვაო მოედანზე მივდიოდით. კიარასა და ოლივერს მოვკრავდი თვალს, ხეივანში მოსეირნობდნენ, საუბრობდნენ.
Sitting at the caf è where several of us would gather at night after the movies or before heading to the disco, I saw Chiara and Oliver walking out of a side alley together, talking.
172347.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი ნაყინს ჭამდა, კიარა ორივე ხელით მკლავზე ეკიდა.
He was eating an ice cream, while she was hanging on his free arm with both of hers.
172348.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ ასე როდის დაახლოვდნენ? სად ჰქონდათ ამის დრო?!
When had they found the time to become so intimate?
172349.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ.
Their conversation seemed serious.
172350.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– აქ რას აკეთებ? – შემათვალიერა ოლივერმა.
"What are you doing here?" he said when he spotted me.
172351.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უაზრო კითხვებით მალავდა, ერთმანეთს დიდი ხანი რომ არ გამოვლაპარაკებივართ.
Banter was both how he took cover and tried to conceal we’d altogether stopped talking.
172352.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„იაფფასიანი გამოსავალია“, გავიფიქრე მე.
A cheap ploy, I thought.
172353.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– არაფერს. – შენი ძილის დრო არ არის? – მამაჩემს მოჰკითხე, – ვუკბინე მე.
“Hanging out.” “Isn’t it past your bedtime?” “My father doesn’t believe in bedtimes,” I parried.
172354.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჩაფიქრებული კიარა თვალს მარიდებდა.
Chiara was still deep in thought. She was avoiding my eyes.
172355.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ ოლივერმა თუ გაუმხილა, გოგონას როგორ ვაქებდი?
Had he told her the nice things I’d been saying about her?
172356.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გაბრაზებული მომეჩვენა.
She seemed upset.
172357.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ეწყინა, მათ სივრცეში რომ ჩავერიე?
Did she mind my sudden intrusion into their little world?
172358.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გამახსენდა, დილით მაფალდას როგორ ეჩხუბა. გაღიზიანებული ჩანდა.
I remembered her tone of voice on the morning when she’d lost it with Mafalda.
172359.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დამცინავად გაიღიმა. რაღაც საშინელება უნდა ეთქვა: – ამათ სახლში ძილის დრო არა აქვთ, არც წესები, არც მეთვალყურეობა. არაფერი. ასეთი წესიერი ბიჭი იმიტომ არის. ხომ ხვდები? ამბოხის მიზეზს არ აძლევენ.
A smirk hovered on her face; she was about to say something cruel. "Never a bedtime in their house, no rules, no supervision, nothing. That’s why he’s such a well-behaved boy. Don’t you see? Nothing to rebel against."
172360.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მართლა ასეა? – შეიძლება, – ვუპასუხე მე. მინდოდა, სასწრაფოდ მომეშორებინა თავიდან, – წინააღმდეგობას ყველა თავისებურად გამოხატავს. – მართლა? – მკითხა ოლივერმა.
"Is that true?" "I suppose," I answered, trying to make light of it before they went any further. "We all have our ways of rebelling." "We do?" he asked.