მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172401.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავი მოვაჩვენე, თითქოს ფარულად ვუთვალთვალებდი. მაინც დავემორჩილე.
I pretended to sneak aclandestine glance, but was too obedient not to do as I was told.
172402.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შარვალს რომ ვიცვამდი, ვერ შევბედე, არ შემომხედომეთქი. კიდევ კარგი, თავისით მიხვდა და თვალი ამარიდა.
I didn’t dare ask her not to look when I put my clothes on but was glad she looked the other way.
172403.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორც იქნა, ჩავიცვით. ხელი ჩავკიდე. ჯერ ხელისგულზე ვაკოცე, მერე თითებშუა კანზე, ბოლოს კი ტუჩებში.
When we were no longer naked, I took her hand and kissed her on the palm, then kissed the space between her fingers, then her mouth.
172404.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჯერ ნაზად მიპასუხა, მერე აღარ ჩერდებოდა.
She was slow to kiss me back, but then she didn’t want to stop.
172405.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პირობა დავდეთ, მეორე ღამითაც აქ, სანაპიროზე შევხვედროდით ერთმანეთს.
We were to meet at the same spot on the beach the following evening.
172406.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვუთხარი, მე დაგასწრებ-მეთქი.
I’d be there before her, I said.
172407.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ნურავის ეტყვი, – თქვა მან.
"Just don’t tell anyone," she said.
172408.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
პირს ამოვიკერავ-მეთქი, ვანიშნე.
I motioned that my mouth was zipped shut.
172409.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ, – ვუთხარი მამაჩემსა და ოლივერს მეორე დილით საუზმობისას.
"We almost did it," I told both my father and Oliver the next morning as we were having breakfast.
172410.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ხელი რამ შეგიშალა? – იკითხა მამამ.
"And why didn’t you?" asked my father.
172411.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– არ ვიცი.
"Dunno."
172412.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ჯობდა გეცადა და არ გამოგსვლოდა, – ოლივერი თან დამცინოდა, თან კარგად ალესილი ძველი ხერხით მაწამებდა.
"Better to have tried and failed…" Oliver was half mocking and half comforting me with that oft-rehashed saw.
172413.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– რომ გამებედა და ხელი გამეწვდინა, წამში დამნებდებოდა, – ვთქვი მე. მათი კრიტიკის თავიდან აცილება მინდოდა. საკუთარ თავს მეც მარტივად გავკენწლავ-მეთქი, დიდი მადლობა!
"All I had to do was find the courage to reach out and touch, she would have said yes," I said, partly to parry further criticism from either of them but also to show that when it came to self-mockery, I could administer my own dose, thank you very much.
172414.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვტრაბახობდი.
I was showing off.
172415.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– სხვა დროს სცადე, – მირჩია ოლივერმა.
"Try again later," said Oliver.
172416.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასე მხოლოდ ის ადამიანები იქცეოდნენ, თავს კომფორტულად რომ გრძნობდნენ.
This was what people who were okay with themselves did.
172417.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვხვდებოდი, რაღაცას მალავდა, ბოლომდე არ ამბობდა, რადგან მისი ზედაპირული, კეთილგანწყობილი ფრაზის მიღმა აღელვებას ვამჩნევდი.
But I could also sense he was onto something and wasn’t coming out with it, perhapsbecause there was something mildly disquieting behind his fatuous though well-intentioned try again later.
172418.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მაკრიტიკებდა. ან დამცინოდა.
He was criticizing me. Or making fun of me.
172419.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ანდაც ჩემს სულში იხედებოდა.
Or seeing through me.
172420.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გულზე მომხვდა, როცა ბოლოს ასე მითხრა: – თუ სხვა დროს არა, როდის?
It stung me when he finally came out with it. Only someone who had completely figured me out would have said it.