მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172421.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამაჩემს ოლივერის ფრაზა მოეწონა: „თუ სხვა დროს არა, როდის“?
“If not later, when?” My father liked it.
172422.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თითქოს რაბინ ჰილელის ცნობილ აფორიზმს იმეორებდა: „თუ ახლა არა, როდის“? ოლივერმა მკვახე ნათქვამი მაშინვე უკან წაიღო: – აუცილებლად ვცდიდი. თუ არ გამოგივა, კიდევ ერთხელ სცადე, – წინა ჭკუის დარიგების წყალგარეული ვერსია შემომთავაზა.
“If not later, when?” It echoed Rabbi Hillel’s famous injunction, “If not now, when?” Oliver instantly tried to take back his stinging remark. “I’d definitely try again. And again after that,” came the watered-down version.
172423.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„რამდენჯერმე სცადე“ ხაფანგი იყო, რომელშიც „თუ სხვა დროს არა, როდის“ იმალებოდა.
But try again later was the veil he’d drawn over If not later, when?
172424.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გამონათქვამი გონებაში რამდენჯერმე გავიმეორე, თითქოს შელოცვა იყო, რომლითაც ოლივერი დიდხანს ცხოვრობდა, მე კი ახლა ვსწავლობდი.
I repeated his phrase as if it were a prophetic mantra meant to reflect how he lived his life and how I was attempting to live mine.
172425.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იქნებ სიტყვების გამეორებით, მისი პირიდან რომ გავიგონე, საიდუმლო კარი შევხსნა, სადაც ძველისძველი ჭეშმარიტება მელოდება, ამდენ ხანს რომ მიწვევდა. ჭეშმარიტება ჩემზე, ცხოვრებაზე, სხვებზე, სხვებში გარეულ ჩემს თავზე.
By repeating this mantra that had come straight from his mouth, I might trip on a secret passageway to some nether truth that had hitherto eluded me, about me, about life, about others, about me with others.
172426.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„სხვა დროს სცადე“ ძილის წინა სიტყვებად მექცა. ოლივერთან დაახლოება დავისახე მიზნად.
Try again later were the last words I’d spoken to myself every night when I’d sworn to do something to bring Oliver closer to me.
172427.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„სხვა დროს სცადე“ ნიშნავდა, რომ ახლა ვერ ვბედავდი.
Try again later meant, I haven’t the courage now.
172428.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ჯერ ყველაფერი მზად არ იყო.
Things weren’t ready just yet.
172429.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუმცა ვერ ვხვდებოდი, ამხელა ძალასა და სიმამაცეს როდის მოვიკრებდი.
Where I’d find the will and the courage to try again later I didn’t know.
172430.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მომავლის დაგეგმვა უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე უსაქმოდ ჯდომა, თითქოს ფულს ვაბანდებდი, მოგება კი ჯერ თვალით არ მენახა. კარგად ვიცოდი, ჩემი ცხოვრების ვაგონები წრეზე და - დიოდნენ.
But resolving to do something rather than sit passively made me feel that I was already doing something, like reaping a profit on money I hadn’t invested, much less earned yet.
172431.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„სხვა დროს სცადე“... თვეები, სეზონები, წლები და მთელი ცხოვრება მხოლოდ ამ წმინდა სიტყვების გამეორებაში გაირბენდა.
But I also knew that I was circling wagons around my life with try again laters, and that months, seasons, entire years, a lifetime could go by with nothing but Saint Try-again-later stamped on every day.
172432.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„სხვა დროს სცადე“ ოლივერისნაირ ადამიანებს გამოსდიოდათ.
Try again later worked for people like Oliver.
172433.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
„თუ სხვა დროს არა, როდის“? ჩემი შიბოლეთი.
If not later, when? was my shibboleth.
172434.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თუ სხვა დროს არა, როდის?
If not later, when?
172435.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვაითუ ზუსტად შემიცნო და ამ ოთხი ბასრი სიტყვით მიპირებდა გამოტეხას?
What if he had found me out and uncovered each and every one of my secrets with those four cutting words?
172436.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უნდა დამერწმუნებინა, რომ მის მიმართ გულგრილი ვიყავი.
I had to let him know I was totally indifferent to him.
172437.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რამდენიმე დღის შემდეგ ბაღში ვისხედით. ძველებურად კიარაზე ჩამოვუგდე სიტყვა. ყური არ მათხოვა. როგორც ჩანს, არასწორ გზას ვადექი.
What sent me into a total tailspin was talking to him a few mornings later in the garden and finding, not only that he was turning a deaf ear to all of my blandishments on behalf of Chiara, but that I was on the totally wrong track.
172438.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– რას ნიშნავს არასწორ გზას? – არ მაინტერესებს. ვერ მივხვდი, ჩემი აზრი არ აინტერესებდა თუ კიარა.
"What do you mean, wrong track?" "I’m not interested." I didn’t know if he meant not interested in discussing it, or not interested in Chiara.
172439.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ყველას აინტერესებს. – რა გაეწყობა! მე – არა. მაინც ვერ გავიგე.
"Everyone is interested." "Well, maybe. But not me." Still unclear.
172440.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთდროულად მშრალი, აღელვებული და დაბნეული ხმა ჰქონდა.
There was something at once dry, irked, and fussy in his voice.