მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172441.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ერთად რომ გნახეთ...
"But I saw you two."
172442.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– შენს საქმეს მიხედე. ამ უაზრო თამაშის გაგრძელებას არც შენთან ვაპირებ, არც კიარასთან.
"What you saw was not your business to see. Anyway, I’m not playing this game with either her or you."
172443.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სიგარეტი მოქაჩა და გამყინავი, ავბედითი მზერა მესროლა, მთელ სხეულს ართროსკოპიული სიზუსტით რომ მისერავდა.
He sucked on his cigarette and looking back at me gave me his usual menacing, chilly gaze that could cut and bore into your guts with arthroscopic accuracy.
172444.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მხრები ავიჩეჩე.
I shrugged my shoulders.
172445.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ბოდიში-მეთქი, მივუგდე და წიგნის კითხვას მივუბრუნდი.
"Look, I’m sorry"—and went back to my books.
172446.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მის პირად სივრცეში კიდევ ერთხელ შევიჭერი! სამშვიდობოს მოხდენილად ვერ დავუბრუნდებოდი. უნდა ვაგრძნობინო, საშინლად დაუდევრად მოვექეციმეთქი, გავიფიქრე.
I had overstepped my bounds again and there was no getting out of it gracefully except by owning that I’d been terribly indiscreet.
172447.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– იქნებ შენ გეცადა, – მომიგდო ცოტა ხანში.
"Maybe you should try," he threw in.
172448.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეთი აგდებული საუბარი არ სჩვეოდა.
I’d never heard him speak in that lambent tone before.
172449.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორც წესი, თავაზიანად ვსაუბრობდით ხოლმე.
Usually, it was I who teetered on the fringes of propriety.
172450.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ჩემთან საქმეს არ დაიჭერს.
“She wouldn’t want to have anything to do with me.”
172451.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– გინდა, შენი გახდეს?
“Would you want her to?”
172452.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ნეტავ საუბარი საით მიჰყავდა? დარწმუნებული ვიყავი, მის ხაფანგში გავებმებოდი.
Where was this going, and why did I feel that a trap lay a few steps ahead?
172453.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– არა? – ბავშვურად ვთქვი მე და გვიან მივხვდი, რომ მოჩვენებითი გულგრილობის გამო, პასუხის ნაცვლად, კითხვა დავუსვი.
“No?” I replied gingerly, not realizing that my diffidence had made my “no” sound almost like a question.
172454.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– დარწმუნებული ხარ? ნუთუ მთელი ეს დრო იმას ფიქრობდა, რომ კიარასთან ყოფნაზე ვოცნებობდი?
“Are you sure?” Had I, by any chance, convinced him that I’d wanted her all along?
172455.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მის გამომცდელ მზერას გამომცდელი მზერით დავხვდი.
I looked up at him as though to return challenge for challenge.
172456.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– შენ რა იცი?
“What would you know?”
172457.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ვხვდები, რომ მოგწონს.
“I know you like her.”
172458.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– წარმოდგენა არ გაქვს, მე ვინ მომწონს, – გავბრაზდი მე, – არაფერი იცი.
“You have no idea what I like,” I snapped. “No idea.”
172459.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვცდილობდი, დაღვინებული და იდუმალი გამოვჩენილიყავი, თითქოს ისეთ ადამიანურ გამოცდილებაზე ვეუბნებოდი, წარმოდგენა რომ არ ჰქონდა.
I was trying to sound arch and mysterious, as though referring to a realm of human experience about which someone like him wouldn’t have the slightest clue.
172460.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სამწუხაროდ, ბავშვური და ისტერიკული გამოვდექი.
But I had only managed to sound peevish and hysterical.