მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172461.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კაცის სულის სწორი მკითხველი ჩემს შეშფოთებულსა და დაზაფრულ უარში მარტივად ამოიცნობდა თავდაცვის ნიშნებს.
A less canny reader of the human soul would have seen in my persistent denials the terrified signs of a flustered admission about Chiara scrambling for cover.
172462.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უკეთესი მკითხველი კი სულ სხვა სიმართლის გზას დაინახავდა: მოდი, გახსენი ჩემი ჭეშმარიტების კარიბჭე... დამერწმუნე, ამის მოსმენა არ გინდა.
A more canny observer, however, would have considered it a lead-in to an entirely different truth: push open the door at your own peril—believe me, you don’t want to hear this.
172463.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
თავი დამანებე, სანამ დროა.
Maybe you should go away now, while there’s still time.
172464.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
კარგად ვხვდებოდი, თუ სინამდვილეს ჩაავლებდა ხელს, ყველაფერს ვიზამდი მისთვის თავგზა ამებნია.
But I also knew that if he so much as showed signs of suspecting the truth, I’d make every effort to cast him adrift right away.
172465.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორც ჩანს, ვერაფერს ხვდებოდა, შესაბამისად, ჩემი უცნაური დამოკიდებულება გარიყავდა.
If, however, he suspected nothing, then my flustered words would have left him marooned just the same.
172466.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მიხაროდა, რომ ეგონა, კიარა მედარდებოდა. დამატებითი კითხვები რომ დაესვა, თავგზა მე ამებნეოდა.
In the end, I was happier if he thought I wanted Chiara than if he pushed the issue further and had me tripping all over myself.
172467.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ენაჩავარდნილი ისეთ გრძნობებში გამოვუტყდებოდი, ჯერ საკუთარ თავთან რომ არ მქონდა გარკვეული, არც ის ვიცოდი, რა მეთქვა.
Speechless, I would have admitted things I hadn’t mapped out for myself or didn’t know I had it in me to admit.
172468.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ენაჩავარდნილი იქით გავვარდებოდი, სხეული საითაც მექაჩებოდა. ვერც წინასწარ მომზადებული გონებამახვილური გამონათქვამები გადამარჩენდა.
Speechless, I would have gotten to where my body longed to go far sooner than with any bon mot prepared hours ahead of time.
172469.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გავწითლდებოდი, კიდევ უფრო გავწითლდებოდი, რადგან ლოყები მიხურდა, სიტყვები დამებნეოდა და ავტირდებოდი... მერე რა მოხდებოდა?
I would have blushed, and blushed because I had blushed, fuddled with words and ultimately broken down— and then where would I be?
172470.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერი რას მიპასუხებდა?
What would he say?
172471.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
უმჯობესია, ახლა გამოვუტყდე, ვიდრე კიდევ ერთი დღე სხვა დროის ცდაში გავლიო.
Better break down now, I thought, than live another day juggling all of my implausible resolutions to try again later.
172472.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არა, უკეთესი იქნება, თუ ვერასდროს გაიგებს.
No, better he should never know.
172473.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებდი.
I could live with that.
172474.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამ ტანჯვას კი ძალიან დიდხანს მოვერეოდი.
Icould always, always live with that.
172475.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არ გამკვირვებია, როცა ამ აზრებს უმარტივესად დავემორჩილე.
It didn’t even surprise me to see how easy it was to accept.
172476.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მიუხედავად ამისა, ხანდახან ისეთი სინაზის წუთები დაგვიდგებოდა ხოლმე, მეშინოდა ტუჩებიდან ის სიტყვები არ დამცდენოდა, ასე ძალიან რომ მინდოდა მოესმინა.
And yet, out of the blue, a tender moment would erupt so suddenly between us that the words I longed to tell him would almost slip out of my mouth.
172477.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეთ დღეებს მწვანე საცურაო კოსტიუმის დღეებს ვეძახდი მას შემდეგაც, როცა ჩემი ფერთა თეორია დაიმსხვრა და „ლურჯ“ დღეებში მისგან სიკეთეს აღარ ველოდი. არც „წითელ“ დღეებში ვარიდებდი თავს.
Green bathing suit moments, I called them—even after my color theory was entirely disproved and gave me no confidence to expect kindness on “blue” days or to watch out for “red” days.
172478.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ყველაზე უკეთ მუსიკაზე საუბარი გამოგვდიოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პიანინოსთან ვიჯექი.
Music was an easy subject for us to discuss, especially when I was at the piano.
172479.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ან იმ დროს, როცა მთხოვდა, ვიღაცის წაბაძვით დამეკრა.
Or when he’d want me to play something in the manner of so-and-so.
172480.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ორი, სამი, ოთხი მუსიკოსის კომბინაცია მოსწონდა, ნაწარმოებში ერთმანეთს რომ ებრძოდნენ და ავსებდნენ. მიყურებდა, ტრანსკრიფციებს როგორ ვაკეთებდი.
He liked my combinations of two, three, even four composers chiming in on the same piece, and then transcribed by me.