მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172481.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ერთხელ კიარამ პოპულარული მელოდია წაიღიღინა და, რადგან ქარიანი ამინდი იყო და სანაპიროზე ჩასვლას არავინ აპირებდა, ყველანი სასტუმრო ოთახში შევიკრიბეთ, სადაც იგივე მუსიკა ბრამსისეულ მოცარტის ვარიაციად ვაქციე.
One day Chiara started to hum a hit-parade tune and suddenly, because it was a windy day and no one was heading for the beach or even staying outdoors, our friends gathered around the piano in the living room as I improvised a Brahms variation on a Mozart rendition of that very same song.
172482.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– როგორ ახერხებ? – მკითხა ოლივერმა. დილაუთენია სამოთხეში წამოწოლილიყო.
“How do you do this?” he asked me one morning while he lay in heaven.
172483.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ხანდახან, შემოქმედის სურვილების ამოსაცნობად, მის ტყავში უნდა შეძვრე. მერე ყველაფერი ბუნებრივად გამოგივა. მერე წიგნების გარჩევაზე გადავედით.
“Sometimes the only way to understand an artist is to wear his shoes, to get inside him. Then everything else flows naturally.” We talked about books again.
172484.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მამაჩემის გარდა, კითხვაზე თითქმის არავისთან მისაუბრია.
I had seldom spoken toanyone about books except my father.
172485.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან მუსიკას ვუბრუნდებოდით, სოკრატემდელ ფილოსოფოსებს, ამერიკულ კოლეჯებს.
Or we talked about music, about the pre-Socratic philosophers, about college in the U.S.
172486.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ხანდახან ვიმინი გამოჩნდებოდა ხოლმე.
Or there was Vimini.
172487.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როდესაც გოგონა ჩვენს ბაღში პირველად შემოიპარა, ბრამსის უკანასკნელ ვარიაციას ჰენდელის თემაზე ვასრულებდი.
The first time she intruded on our mornings was precisely when I’d been playing a variation on Brahms’s last variations on Handel.
172488.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მისმა ხმამ წამში გამომაფხიზლა.
Her voice broke up the intense midmorning heat.
172489.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– რას აკეთებ? – ვმუშაობ, – ვუპასუხე მე.
“What are you doing?” “Working,” I replied.
172490.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერმა, რომელიც აუზის პირას მუცელზე იწვა, სწრაფად ამოგვხედა; ბეჭებზე ოფლის წვეთები ჩამოუგორდა.
Oliver, who was lying flat on his stomach on the edge of the pool, looked up with the sweat pouring down between his shoulder blades.
172491.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მეც, – თქვა მან, როცა გოგონამ იმავე კითხვით მიმართა.
“Me too,” he said when she turned and asked him the same question.
172492.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ლაპარაკობდით. მუშაობას როგორ ასწრებთ. – ეგ ერთი და იგივეა.
“You were talking, not working.” “Same thing.”
172493.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ნეტავ მუშაობა შემეძლოს. არაფერს მავალებენ.
“I wish I could work. But no one gives me any work.”
172494.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ოლივერმა, რომელიც ვიმინის პირველად ხედავდა, გაოცებულმა შემომხედა, თითქოს გოგონასთან საუბრის წესებს არ იცნობდა.
Oliver, who had never seen Vimini before, looked up to me, totally helpless, as though he didn’t know the rules of this conversation.
172495.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ოლივერ, გაიცანი ვიმინი. ჩვენი კარის მეზობელია.
“Oliver, meet Vimini, literally our next-door neighbor.”
172496.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გოგონამ ხელი გაუწოდა, ოლივერმა ჩამოართვა.
She offered him her hand and he shook it.
172497.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– მე და ვიმინი ერთ დღეს ვართ დაბადებულები, მაგრამ მხოლოდ ათი წლისაა.
Vimini and I have the same birthday, but she is ten years old.
172498.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვიმინი ნამდვილი გენიოსია.
Vimini is also a genius.
172499.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასე არ არის, პატარა გენიოსო?
Isn’t it true you’re a genius, Vimini?
172500.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
– ჰო, ასე ამბობენ.
So they say.