მოიძებნა 669201 ჩანაწერი
172521.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
როგორც იქნა, მხოლოდ ჩემს თავზე არ ველაპარაკებოდი.
For once, I wasn’t speaking about myself.
172522.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მალე დამეგობრდნენ.
Soon they became friends.
172523.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დილით ვარჯიშიდან დაბრუნებულ ოლივერს ვიმინი ელოდა. კარიბჭესთან ჩამოდგებოდნენ და გაუთავებლად ლაყბობდნენ, მერე ვიწრო საფეხურებზე დაეშვებოდნენ, მოზრდილ ქვის ლოდზე სხდებოდნენ და საუზმემდე საუბრობდნენ.
She was always up in the morning after he returned from his morning jog or swim, and together they would walk over to our gate, and clamber down the stairs ever so cautiously, and head to one of the huge rocks, where they sat and talked until it was time for breakfast.
172524.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ასეთი მშვენიერი და მყარი ურთიერთობა ცხოვრებაში არ მინახავს.
Never had I seen a friendship so beautiful or more intense.
172525.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მათი არ მშურდა, ვერც თვალთვალსა და ყურის დაგდებას ვბედავდი.
I was never jealous of it, and no one, certainly not I, dared come between them or eavesdrop on them.
172526.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
არასდროს დამავიწყდება, როგორ ფაქიზად უწვდიდა ხელს კარიბჭიდან გამავალი გოგონა ოლივერს, ან კლდიანი სანაპიროსკენ როგორ ნაზად ეშვებოდნენ.
I shall never forget how she would give him her hand once they’d opened the gate to the stairway leading to the rocks.
172527.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვიმინი სახლიდან ასე მოშორებით მხოლოდ უფროსებთან ერთად გასული მინახავს.
She seldom ever ventured that far unless accompanied by someone older.
172528.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იმ ზაფხულს რომ ვიხსენებ, გონებაში მოვლენების თანმიმდევრობას ვერ ვალაგებ.
When I think back to that summer, I can never sort the sequence of events.
172529.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემომრჩა.
There are a few key scenes.
172530.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამის გარდა, მხოლოდ „განმეორებადი“ წუთები მახსენდება.
Otherwise, all I remember are the “repeat” moments.
172531.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დილის რიტუალი, საუზმემდე და საუზმის შემდეგ: ოლივერი ბალახზე წევს, აუზის პირას, მე კი მაგიდას ვუზივარ.
The morning ritual before and after breakfast: Oliver lying on the grass, or by the pool, I sitting at my table.
172532.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე საცურაოდ მივდივართ, ან დავრბივართ.
Then the swim or the jog.
172533.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მერე ველოსიპედს იღებს და ქალაქში მიდის მთარგმნელთან შესახვედრად.
Then his grabbing a bicycle and riding to see the translator in town.
172534.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
სადილი ბაღში, ჩრდილში მდგარ დიდ მაგიდასთან, ან სადილი სახლში; კატორღას ერთი ან რამდენიმე სტუმარი ესწრება.
Lunch at the large, shaded dining table in the othergarden, or lunch indoors, always a guest or two for lunch drudgery.
172535.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შუადღის საათები, თაკარა, სავსე მზითა და დუმილით სავსე.
The afternoon hours, splendid and lush with abundant sun and silence.
172536.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
მოგონებები წინა ზაფხულებიდან: მამა გაუთავებლად მეკითხება, რას აკეთებ, სულ მარტო რატომ ხარო;
Then there are the leftover scenes: my father always wondering what I did with my time, why I was always alone;
172537.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
დედა მირჩევს, ახალი მეგობრები გავიჩინო, თუ ძველებთან ურთიერთობა მომწყინდა – ამდენ დროს სახლში გამოკეტილი ნუ ატარებო: სულ ეს წიგნები, წიგნები, წიგნები, გაუთავებლად წიგნები, გიტარაზე დაკვრა; მშობლები მემუდარებიან ჩოგბურთს მივხედო, ღამით Le Danzing – საცეკვაოდ გავიდე, ქალაქის ახალგაზრდებში გავერიო და დავრწმუნდე, რომ უცხო ხალხთან ურთიერთობა ბევრად სჯობია უცხოელ სტუმართან ჩუმად ჯდომას.
My mother urging me to make new friends if the old ones didn’t interest me, but above all to stop hanging around the house all the time—books, books, books, always books, and all these scorebooks, both of them begging me to play more tennis, go dancing more often, get to know people, find out for myself why others are so necessary in life and not just foreign bodies to be sidled up to.
172538.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გამუდმებით ჩამჩიჩინებდნენ, სანამ შეგიძლია, ბევრი სისულელე უნდა ჩაიდინოო, ცალი თვალით კი ჩემი ცხოვრების საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდნენ, ელოდებოდნენ, სიყვარულს ატანილს როდის მეტკინებოდა გული, რომ თავიანთი მოუხერხებელი, მომაბეზრებელი ზრუნვით დამხმარებოდნენ, თითქოს დაჭრილი ჯარისკაცი ვიყავი, მათ ბაღში რომ შემოვეხეტე და ჭრილობებზე სალბუნს თუ არ დამადებდნენ, ადგილზე მივიცვლებოდი.
Do crazy things if you must, they told me all the while, forever prying to unearth the mysterious, telltale signs of heartbreak which, in their clumsy, intrusive, devoted way, both would instantly wish to heal, as if I were a soldier who had strayed into their garden and needed his wound immediately stanched or else he’d die.
172539.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
შეგიძლია, გული გადამიშალოო, მეუბნებოდა მამა. მეც ვიყავი შენხელა.
You can always talk to me. I was your age once, my father used to say.
172540.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ახლა გგონია, შენნაირი სატკივარი არავის სწვევია, მაგრამ დამიჯერე, ეგ ყველაფერი გამოვიარე, ზოგი გადავლახე, ზოგს კი დღემდე დაბნეული ვებრძვი, მიუხედავად ამისა, ადამიანის გულის ყველა ღრიჭოს, ქონგურსა და კარიბჭეს კარგად ვიცნობო.
The things you feel and think only you have felt, believe me, I’ve lived and suffered through all of them, and more than once—some I’ve never gotten over and others I’m as ignorant about as you are today, yet I know almost every bend, every toll-booth, every chamber in the human heart.